national delicacy

მოინახულე ულამაზესი რაჭა 12 მაისს

  • ID: 40862
  • ნახვები: 5035
complogo
ივერ ტური
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 12/05/18
    დაბრუნება
    • 12/05/18
დამატებითი ინფორმაცია

ტურისტული კომპანია "ივერ ტური" გთავაზობთ რაჭის ტურს 12 მაისს.

• მოსანახულებელი ადგილებია:

✔ ნაქერალას უღელტეხილი - სიმაღლე ზღვის დონიდან 1218 მ. ნაქერალის მიდამოები შემოსილია ფოთლოვანი ტყით (წიფელი, რცხილა, წაბლი).

✔ ცხრაჯვარი - სალოცავი ზღვის დონიდან 1569 მეტრზე მდებარეობს. არსებობს ლეგენდა რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ოჯახიდან ომში 9 ვაჟი წავიდა. ვაჟების მამა ყოველდღიურად ლოცულობდა, რომ ვაჟები უვნებლად დაბრუნებულიყვნენ შინ. მამამ გადაწყვიტა შესაწირი გააკეთებინა და ტყიბულის მთებზე ჯვარი აღემართა. მან საკუთარი მხრებით აიტანა მთაზე 9 ჯვარი და სალოცავი გააკეთა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველა ვაჟი შინ უვნებელი დაბრუნდა. მას შემდეგ ამ სალოცავს მნახველი არ მოჰკლებია…

✔ ნიკორწმინდა - გუმბათოვანი ტაძარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში. X საუკუნის ბოლოს რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით საძირკველი ჩაეყარა წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა.

✔ საყინულე - ბუნებრივი გამოქვაბული სოფელ შუა სხვავის (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) სამხრეთით 4 კმ-ზე. ზღვის დონიდან 1310 მეტრზე. გვხვდება ყინულის სტალაქტიტები, სტალაგმიტები, საუკუნოვანი ყინულის სვეტები (ზოგი სვეტის სიმაღლეა 8, ხოლო გარშემოწერილობა 20 მ) და კასკადები.
ჰაერის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 0°C-ზე დაბალია.

✔ შაორის წყალსაცავი - უდიდესი წყალსაცავი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. შაორის წყალსაცავი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ სიგრძე 7,1 კილომეტრი, უდიდესი სიგანე – 2,7 კილომეტრი. უდიდესი სიღრმე 14,5 მეტრი, საშუალო სიღრმე 9,8 მეტრი, ფართობი 9,2 კმ². წყლის მოცულობა 90,6 მლნ მ³. საზრდოობს შენაკადებითა და ნალექებით, რომლებიც მის ზედაპირზე მოდის (წელიწადში 1500 მმ).

დღის ბოლოს პიკნიკი ბუნებაში (სიმღერა, კოცონი და სასიამოვნო გარემო). ????????????️????️⛰️???? 


• ტურის სირთულე - საშუალო
• ფეხით სასიარულო ჯამში - 8 კმ.

ტურის ღირებულება - 25 ლარი

ღირებულებაში შედის:
• მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
• გიდი
• ფოტო გადაღება

• კვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად. (ვაწყობთ ერთიან პიკნიკს).

• შეკრების ადგილი: რუსთაველი, ვარდების მოედანი.
• შეკრების დრო – 06:30 სთ.
• გასვლის დრო – 07.00 სთ.
• თბილისში ჩამოსვლა – 23:00 სთ ზე.

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დარეკეთ ☎️ 574 33 11 35 ლაშა

წამომსვლელთა საყურადღებოდ:
• გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს)

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
ივერ ტური
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 12/05/18
    დაბრუნება
    • 12/05/18