ჯუთა - მაისი

ფასიფასი — მოთხოვნით
ID40837

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ტურის სახეობა: სათავგადასავლო
ტურის ხანგრძლივობა:1 დღე

-ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით

-ფოტო-ვიდეო გადაღება

-ქართულენოვანი გიდი

კომპანიისგან საჩუქრად:

-წყალი

-კვება

ტრანსპორტით გასავლელი სრული მანძილი : 320 კმ

ფეხით გასავლელი სრული მანძილი : 8 კილომეტრი

---სირთულე: მარტივი

07:30 - შეკრების დრო

08:00 - გამგზავრება მცხეთა-მთიანეთის მიმართულებით

18:30 - გამომგზავრება თბილისის მიმართულებით

22:00 - დაბრუნება თბილისში; ტურის დასასრული

ტურის მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა - 18

ტურის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 40

ღირსშესანიშნავი ადგილები:

***ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი

***გუდაურის პანორამული გადმოსახედი

***ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინი

***სოფელი სნო (სნოს ციხე და ტაძარი)

*** სოფელი ჯუთა

*** ბანაკი ზეთა

***ჩანჩქერი

***პატარა ტბა

*** ჭაუხები

რეკომენდაცია:

- მოსახერხებელი ფეხსაცმელი

- საწვიმარი

- თბილი ტანსაცმელი

სავალდებულოა შემდეგი წესების დაცვა:

--დაუშვებელია გარემოს დაბინძურება

--ტურის ყველა მონაწილე ემორჩილება ორგანიზატორებს და ასრულებს მათ მითითებებს.

დამატებითი ინფორმაცია:

---08:00 საათზე დაიწყება ჩვენი მოგზაურობა. ერთ საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩვენი პირველი გაჩერება იქნება ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი. ანანური საქართველოს გვიანფეოდალური ხანის (,,XVI-XVIII საუკუნეების’’) უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ხუროთმოძღვრულ ანსამბლში თავმოყრილია შემდეგი საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები: ზედა და ქვედა ციხე, გალავანი, კოშკები, ღვთისმშობლის ეკლესია, ღვთაების ეკლესია, ეკლესია ”მკურნალი”, სამრეკლო, რვაკუთხა საკანი და წყალსაცავები

---ანანურის დათვალიერების შემდეგ მოგზაურობას გავაგრძელებთ სოფელი სნოს მიმართულებით. გზად კი აუცილებლად შევჩერდებით გუდაურის პანორამულ გადმოსახედთან და ერთობლივი სურვილის შემთხვევაში ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინთან. ზღვის დონიდან 2197 მეტრზე საავტომობილო გვირაბის სიახლოვეს ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი მდებაროებს. გამჭირვალე წყალი, ფერდობის თეთრ ზედაპირზე თხელ ფენად ეშვება და თვალისმომჭრელ, ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი ტრავერტინს წარმოქნის.

---მოვინახულებთ სოფელში არსებულ ღირსშესანიშნავ ადგილებს და ნახევარ საათიანი მგზავრობის შემდეგ ვიქნებით ჯუთაში. ჯუთა ხევისა და ხევსურეთის საზღვარზე მდებარეობს. სოფელი განლაგებულია სუბალპურ და ალპურ ზონებში, მისი სიმაღლე ზღვისდონიდან 2200 მეტრით განისაზღვრება რის მიხედვითაც სოფელი საქართველოს და ევროპის ერთ-ერთ უმაღლეს დასახლებულ პუნქტად ითვლება. მოსახლეობა ხევსურებისგან შედგება, სოფელში ისევ შემორჩენილია ძველხევსურული ტრადიციები. აქედან დავიწყებთ ფეხით გადაადგილებას, შეგვხვდება ბანაკი ზეთა, ჩანჩქერი, პატარა ტბა, და ულამაზესი მთები: ჭაუხები.

---გვექნება ერთობლივი პიკნიკი, დავბრუნდებით ჯუთაში და გამოვემგზავრებით თბილისისკენ.

თანხის ჩარიცხვა აუცილებელია ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე. ის ვინც შემდეგ ტურზე წამოსვლაზე უარს იტყვის ჩარიცხული თანხა უკან არ დაუბრუნდება.

მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.