ზიპლაინის Extrem ტური ფასანაურში
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
ზიპლაინით ორჯერ სარგებლობის საფასური! (ყოველი დამატებითი სარგებლობა )
???? ზიპლაინის საჭირო ეკიპირება
ინსტრუქტორის მომსახურება
ფოტო/ვიდეო გადაღება
გამყოლის მომსახურება
???? ზიპლაინი არის ერთერთი იმ სამოყვარულო სპორტის სახეობა რომლის განვითარებაც ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ საწყის თუმცა წარმატებულ ეტაპზეა, 135 მეტრზე გაჭიმული ტროსი რომელსაც მონაწილე მაღლიდან დაბლა ინერციით მიუყვება გვანიჭებს არაჩვეულებრივ ექსტრემალურ შეგრძნებებს და ყოველ წამს რომელსაც უსაფრთხო ვარდნაში ვატარებთ დასამახსოვრებელს ხდის
???? ტურის განრიგი:
დილის 08 : 00 საათზე გავემართებით ფასანაურის მიმართულებით სადაც უკვე გაჭიმული და გამზადებული ზიპლაინი დაგვხვდება ჩასვლის თანავე გავეცნობით უსაფრტხოების წესებს მივიღებთ რჩევებს ინსტრუქტორისგან და მოვემზადებით დასაშვებად.... როდესაც ტურის ყველა მონაწილე დაამთავრებს ზიპლაინობას ჩვენ საშუალება გვექნება საღამომდე დავრჩეთ და გავერთოთ ზიპლაინის ფედერეციის მიერ მოწყობილ ბანაკის ტერიტორიაზე!
???? – ირაკლი
დუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
დუშეთი და ბაზალეთის ტბა ერთდღიან გასვლად ჯდება, ხშირად ანანურთან ერთად; ზაფხულში გთავაზობთ ღამისთევასაც ტბის ნაპირზე. ტრანსპორტს თბილისიდან და მარშრუტს თქვენს თარიღებზე დავგეგმავთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: თბილისზე გრილა, დღისით 24–28°, ბაზალეთის ტბაზე ბანაობენ და ნავით სეირნობენ.
მაისი და ოქტომბერი სასიამოვნოა სასეირნოდ და ანანურისთვის, ღამით უკვე ცივა.
ზამთარში თოვს და ქალაქი მშვიდია; გუდაურისკენ მიმავალი ზოგჯერ აქ ჩერდება.
რა ვნახოთ
- ჩილაშვილების ციხე — ქალაქის ცენტრში შემორჩენილი ციხე-კოშკი, დუშეთის ისტორიის სიმბოლო
- ბაზალეთის ტბა — ვულკანური წარმოშობის ტბა დაახლოებით 900 მ სიმაღლეზე, ზაფხულში ბანაობით და ნავებით
- ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე, 15 კმ-ში
- ჟინვალის წყალსაცავი — ფირუზისფერი წყალი და გადასახედები სამხედრო გზაზე
- ფასანაური — არაგვის ხეობის სოფელი ხინკლის სახლებით, გუდაურისკენ გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან 50–55 კმ-ია, დაახლოებით ერთი საათი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან გადის, გზაში 1–1,5 საათია; ტბასა და ანანურამდე ადგილზე ტაქსით მიხვალთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: სამხედრო გზით მცხეთისა და ჟინვალის მიმართულებით, დუშეთი მთავარ ტრასას რამდენიმე კილომეტრით გვერდზე უდევს; გზა მოასფალტებულია.
სად დავრჩეთ: ქალაქში — რამდენიმე გესტჰაუსი, მეტი არჩევანი ბაზალეთის ტბის ნაპირზეა (კოტეჯები და დასასვენებელი კომპლექსები).
რა წავიღოთ: საღამოსთვის თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ზაფხულში — საცურაო ტბისთვის.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქსა და ტბაზე კარგად მუშაობს.