ტობავარჩხილი

ფოტო: Lasha ge · CC BY-SA 4.0; David1010 · CC BY-SA 4.0; Neide18701 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასამეგრელო
ფასიფასი — მოთხოვნით
ID40582

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

???? მოგესალმებით.

ყოველ კვირა

პ.ს: შეგახსენებთ ეს ტობატური არი ადგილობრივი საორგანიზაციო ჯგუფისგან შექმნილი რომლებიც მუშაობენ წლებია ამ მხარეს! დასკვნა თქვენზე ვინ უფრო კარგად იცის ადგილობრივმა თუ სხვა პირმა ეს მხარე!

????ტურში ასევე შედის:
ადგილობრივი რაიონის დათვალიერება :) კონკრეტულად ჩხოროწყუს ღირშესანიშნავი ადგილების,ასევე მეგრული კერძების დაგემოვნებას :) ????????????

*ტურის ხანგრძლივობა 4 დღე
გასვლა ხდება თბილისიდან

პ.ს: ასევე სხვა ქალაქიდან,რაიონიდან და ა.შ დაინტერესებულმა პპირებმა მოგვწერეთ პირადში

. დღე პირველი : გავდივართ თბილისიდან დილის 6 საათზე ჩხოროწყუს რაიონის სოფ. მუხურის მიმართულებით(გასვლის ადგილი დაზუსტდება ჯგუფის შეკრების შემდეგ)მგზავრობის დრო - დაახლოებით 5 საათი. ამ დღეს გთავაზობ მცირე ექკურია ქალაქ ჩხოროწყუში,დავათვალიერებთ ღირშესანიშნავ ადგილებს,მთელი დღის მანძილზე.

.დღე მესამე : რაც შეიძლება ადრე „ვარბევთ“ ბანაკს(მცირედი წუწუნი მისაღებია:დ) და დავიძრებით ცაშკიბულის ტობავარჩხილის მიმართულებით. ფეხით სავალი ბილიკი - 8კმ. გზად გავივლით ულამაზეს ხეობასა და ალპურ მდელოებს. მოვინახულებთ მწყემსებსა და მათ ქოხს, შევჩერდებით მცირე ხნით, შემდგომ კი გზას ვავაგრძელებთ ტბის მიმართულებით. გზად შესაძლებელია ამინდის ცვლილება-გაუარესება. მაგრამ ნუ შევუშინდებით :დ ასევე გავივლით მარად თოვლიან ადგილებს, ზოგი ვისრიალებთ, ზოგი ვიგუნდავებთ, ზოგს ფეხი დაგვიცდება და ესე სიცილ-ხარხარით ჩავალთ ცაშკიბულის ნახსენებ ტბაზე. ამ დროისათვის უკვე ნანახით ემოციური ფონი არის საგრზნობლად მაღალი და ესეთ გარემოში ვშლით კარვებს და ვბანაკდებით. ;) დღეს ვატარებთ ისე როგორ გაგვიხარდება. გაიმართება სხვადასხვა თამაშები „სამეფო კარის თამაშობანი და ა.შ ' ;)

4.დღე:უკვე გადაჩვეულზე ისევ გვიწევს დილით ადრიანად წამოხტომა, (წუწუნი მისაღებია რა თქმა უნდა :დ), აბარგება და მსვლელობის დაწყება კვლავ უკან განვლილი მიმართულებით ;)) ჩვენ თავს ამოვყოფთ ს.მუხურში სადაც დაგვხვდება მიკრო ავტობუსი. განვიტვირთებით, მოვეშვებით გავიხარებთ ამ დაუვიწყარი დღეებით და გამოვეშურებით უკან თბილისისკენ. ;))
რა დაგჭირდებათ
1)საწვიმარი
2)თბილი ტანსაცმელი და სალაშქრო ბათინქი
3) მზისგან თავდასაცავი საშუალებები.
4)არაერთჯერადი ჭურჭელი (ღრმა თეფში, ჭიქა, კოვზი).
ტურის ღირებულებში შედის:!

* სრული მგზავრობა: მგზავრობა თბილისიდან მუხურამდე და უკან, მუხურიდან ურალით ასვლა, ცხენების მომსახურება ტვირთის ასატანად, გიდის მომსახურება

* კარვები
ნუ ჩვენ გვაქს სხვადასხვა პაკეტები ფასისდა მიხედვით ვინც თავიანთი კარვებით იქნება უფრო ნაკლები თანხა იქნება გადასახადი ;)

მთლიანი პაეტი(ტრანსპორტირება ყველანაირი,კარვები და აღჭურვილობა,გიდი,ფოტოგრაფი)

ნახევარი პაკეტი(ტრანსპორტირება ყველანაირი,გიდი,ფოტოგრაფი) -100

,,ჩვენ თქვენ გპირდებით საააუკეთესო დაუვიწყარი დღეების გატარებას ;) არგჯერათ? წამოდით გაგონილს ნანახი ჯობია :* ;)

სამეგრელო — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სამეგრელოში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდი, მეგრული სადილი და ღამისთევა ზუგდიდში ან მარტვილთან. სვანეთთან ერთადაც შეგვიძლია დაგეგმოთ, ზუგდიდიდან მესტიის გზით — თარიღებს თქვენ ირჩევთ.

როდის წავიდეთ

კანიონებისა და მონასტრებისთვის საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 22–27°.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30°-ზე მეტი — ამ დროს ანაკლიასა და განმუხურში ზღვაზე მიდიან.
ზამთარი რბილია, მაგრამ წვიმიანი; კანიონებში ნავით გასეირნება ცივ და წყალდიდობის დღეებში შეიძლება შეჩერდეს.

რა ვნახოთ

  • მარტვილის კანიონი — ზურმუხტისფერი მდინარე ვიწრო კლდეებს შორის, ნავით გასეირნება და ჩანჩქერები
  • მარტვილის მონასტერი — ჭყონდიდის ტაძარი გორაზე, X საუკუნიდან
  • დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი ზუგდიდში, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და ბოტანიკური ბაღით
  • ნოქალაქევი — ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ნანგრევები, კედლებით და აბანოებით
  • ბალდის კანიონი — ცისფერი წყალი და ტყის ბილიკი ოდიშის მთებში, მარტვილის ახლოს
  • ანაკლია და განმუხური — ზღვის სანაპირო ენგურის შესართავთან, ხის ბულვარით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ზუგდიდამდე დაახლოებით 320 კმ-ია (4–5 საათი), მარტვილამდე — 280 კმ-მდე (დაახლოებით 3,5 საათი). ზუგდიდამდე მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, მარშრუტკები დიდუბიდან გადის; ქუთაისის აეროპორტიდან მარტვილის კანიონამდე საათზე ცოტა მეტია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ სენაკის გავლით ზუგდიდამდე; მარტვილი და ბალდა ქუთაისიდან უფრო ახლოსაა.
სად დავრჩეთ: ზუგდიდში — სასტუმროები და გესტჰაუსები; მარტვილთან — საოჯახო სახლები; ანაკლიაში — სასტუმროები ზღვასთან.
რა წავიღოთ: ზაფხულში — მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება; კანიონისთვის — წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქებში და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.

სამეგრელო: გზამკვლევი
სამეგრელო

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სამეგრელოს?
მარტვილის კანიონი, მონასტერი და ბალდა ერთ დღეში ჯდება. ზუგდიდის, ნოქალაქევისა და ანაკლიის დასამატებლად 2–3 დღე სჯობს.
როდის შეიძლება მარტვილის კანიონში ნავით გასეირნება?
ძირითადად გაზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე; ძლიერი წვიმისა და მაღალი წყლის დროს ნავები შეიძლება არ გავიდეს. ზაფხულში დილით მისვლა სჯობს — შუადღისას რიგია.
რა უნდა გავსინჯოთ?
ელარჯი, გებჟალია, მეგრული ხაჭაპური, ღომი სულგუნით და ცხარე აჯიკა. სამეგრელოს სამზარეულო საქართველოში ყველაზე ცხარეა — თუ ცხარე არ გიყვართ, წინასწარ თქვით.
შეიძლება თუ არა სამეგრელოსა და სვანეთის გაერთიანება?
კი, ზუგდიდიდან მესტიამდე დაახლოებით 130 კმ-ია, 3 საათამდე მთის გზით. ბევრი ჯერ ზუგდიდში ათევს ღამეს, მეორე დღეს კი სვანეთში აგრძელებს გზას.
როგორია ანაკლიის სანაპირო?
ქვიშიანი პლაჟია, წყალი თანდათან ღრმავდება, ამიტომ ბავშვებთან მოსახერხებელია. ურეკთან და ბათუმთან შედარებით წყნარია, სასტუმროები ძირითადად ზაფხულში მუშაობს.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.