ჯუთა ჭაუხები
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ჯუთაში
მოვინახულებთ:
ანანური
ჟინვალის წყალსაცავი
გუდაურის გადმოსახედი
სნო, სნოს ციხე
ჯუთა
ჯუთას ტბა
ზეთა ბანაკი
ჭაუხები
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით, ფოტოგადაღება, გიდის მომსახურება. ( საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და ვაწყობთ საერთო პიკნიკს)
დეტალური აღწერა:
მიკროავტობუსი გამოვა საგარეჯოს ცენტრიდან კვირა დილით 07:00 წუთზე, ქ.თბილისში მეტრო რუსთაველთან, ველოსიპედის ძეგლთან 08:00 საათზე ავიყვანთ თბილისიდან წამომსვლელებს და გავემგზავრებით ჯუთას მიმართულებით, გზად გავჩერდებით ანანურთან და ჟინვალის წყალსაცავთან შემდეგ გუდაურის გადმოსახეთთან და იქედან გადავუხვევთ ჯუთას მიმართულებით სადაც მოვინახულებთ სოფელ სნოს, და სნოს ციხეს, გავყვებით გზას და მივალთ ჯუთაში საიდანაც ფეხით წავალთ ჭაუხების, ჯუთას ტბის და ზეთას ბანაკის მოსანახულებლად, მარშუტი ფეხით სასიარულო არის საშუალო სირთულის ;) ვისაც სიარული არ ეზარება თავისუფლად დაძლევთ :) ფეხით სავალი მანძილი დაახლოვებით 8–10 კმ.
გზად შევისვენებთ ზეთას ბანაკთან გვექნება პიკნიკი, პიკნიკის შემდეგ გავაგძელებთ გზას და ავალთ ჭაუხებამდე და დავტკბებით მთების ჭაუხების პანორამული ხედებით. ამ ყოველივეს შემდგომ გამოვემგზავრებით უკან თბილისისკენ და გზად სურვილისამებრ შეგვიძლია გავჩერდეთ და დავაგემოვნოთ მთის უგემრიელესი ხინკალი. თბილიში დავბრუნდებით არაუგვიანეს 22:00 საათზე საღამოს.
ჩაიცვით სპორტულად და კომფორტულად რომ მოსახერხებელი იყოს მთის კლიმატისა და რელიეფისთვის ჩაცმულობა, იქონიეთ თბილი მოსაცმელი, კეპი, სათვალე, წყალი ბოთლით და სურვილისამებრ პირადი ჰიგიენის ნივთები.