ნინოობა წმინდა ნინოს და წმინდა გიორგის სამშობლოში

ამ ტურის თარიღები გასულია

მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.

მოქმედი შეთავაზებები

ფოტო: Benh LIEU SONG · CC BY-SA 3.0; Biologg · CC BY-SA 4.0; Moonik · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათურქეთი
სეზონიმაისი, ივნისი, სექტემბერი, ოქტომბერი
ფრენა2 სთ
ვიზაარ სჭირდება
ფასიფასი — მოთხოვნით
ხანგრძლივობა5
ტურის ტიპიკულტურული ტურები
ID40126

ტურის შესახებ

• შეხვდით გიორგობას წმინდა გიორგის სამშობლოში საოცარ კაბადოკიაში. ♥
• ენით გამოუთქმელი ემოცია და შთაბეჭდილებები გელოდებათ თქვენ. ♥ ♥

გახდი ჩვენი თბილი ოჯახის წევრი <3

" X TOUR"-ი 5.6.7.8.9. მაისს გთავაზობთ 5 დღიან დაუვიწყარ ტურს კაბადოკიაში მხოლოდ Hot Air Balloon Cappadocia

პირველი დღე

• 07:00- შეხვედრა რედისონთან -> ჩასვლა სარფის გამშვებ პუნქტზე (გზაზე შესვენებები 1 საათი)
• 14:00 საბაჟო პროცედურები, საზღვრის კვეთა შესაძლებელია, როგორც საქართველოს პასპორტით ასევე ID მოწმობით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ID მოწმობის შემთხვევაში, საზღვარზე უნდა შეავსოთ ფურცელი, რომელიც არის საზღვრის გადაკვეთის მოწმობა, და კვლავ წარადგინოთ საქართველოს საზღვარზე დაბრუნებისას.
• 20:00 სთ გასვლა გორემესკენ. მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 12 საათია.

მეორე დღე

• 09:00 სთ ჩასვლა Kapadokya/Goreme
• 09:00 სთ სასტუმროში მისვლა, რეგისტრაციის გავლა. (2 საათი თავისუფალი დრო).
• 11:00 სთ სასტუმროში დაბინავება
• 15:00-17:00 სთ ფაშაბაღი - ფაშაბაღს სხვანაირად ბერების ხეობას უწოდებენ. ეს კომპლექსი განთქმულია ფანტასტიური ხედებით და პეიზაჟებით და კიდევ იმით, რომ აქაა წმინდა სვიმონ მესვეტეს კელია, სადაც ის ცხოვრობდა მე-5 საუკუნეში. ზოგიერთი ცნობით 15 წლის განმავლობაში... ეს ის დიდი სვიმონ მესვეტეა, რომელმაც დასაბამი ჩაუყარა მესვეტეობას ქრისტიანობაში და რომელიც შემდეგ ანტაკიაში გადასახლდა. 2 კილომეტრი ჩავუშინიდან. (შესვლა უფასოა).
• 18:00 სთ დაბრუნება გორემეში - შოპინგი გორემეში (თავისუფალი დრ.

მესამე დღე

• საუზმე სასტუმროში
• დილით გასვლა 11:00 საათზე სასტუმროდან.
• 12:00 სთ - Kaymakli Underground City მიწისქვეშა ქალაქი ნიგდეს პროვინციაში - ერთერთი უძველესი ხეთური ცივილიზაციის კვალი კაბადოკიაში, რომელიც ძირითადად საომარი მოქმედებების დროს იქნა გამოყენებული ხეთების მიერ. მას მერე რაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1180 წელს დაშლა დაიწყო ხეთურმა იმპერიამ, კაბადოკიის მიწაზე უძველესი ქართველური ტომები "ხალიბები" აღმოცენდენ და დაიწყეს კაბადოკიის მიწის გამოყენება, ქრისტიანების კვალი ყველაზე მეტად იკვეთება კაიმაკლის მიწისქვეშა ქალაქში სადაც ეკლესია სრული ფორმითაა შემონახული რაც გვაჩვენებს რომ ეს ადგილები უძველესი ქრისტიანების განსახლების ძირითადი კერა ყოფილა.
• 13:00 სთ - Derinkuyu, Underground City, Cappadocia - დერენქუიუს მიწისქვეშა ქალაქი რომელიც ყველაზე ღრმა უძველეს ნასახლარს წარმოადგენს კაბადოკიაში და რომლის სიღრმე 80 მეტრამდეა.... მიწისქვეშა ქალაქის დანიშნულება და ფუნქციური ხასიათი თითქმის იგივეა რაც კაიმაკლის მიწისქვეშა ქალაქის, მცირე განსხვავებებს მახასიათებლებში ადგილზე მოვყვებით როდესაც ვესტუმრებით ამ იდუმალებით მოცულ ადგილს
• 13:00-14:00 სთ ქალაქი Ürgüp / Cappadocia - ურგუპი-ნევშეჰირის პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქალაქი, ცნობილია კლდეში ნაკვეთი მთით, Wish Hill, იგივე სურვილების მთა, რომელიც უკავშირდება მეთვრამეტე საუკუნეში დატყვევებული რუსი ჯარისკაცის ისტორიას. მთის წვერზე არის ურგუპის სულთნის კილიჩარსლანის საფლავი.
• 14:00 -15:00 სთ ქალაქ ურგუპის ცენტრში არის ტკბილეულის ბაზრობა და სუვენირების მაღაზიები. აქ შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ თურქული ტრადიციული ტკბილეული. ასევე შეიძინოთ ათასნაერი სუვენირები.
• 15:00 - 16:00 სთ ურგუპი ასევე ცნობილია უჩგუზელერის პანორამით, სოკოების ფორმის რელიეფი გადაჰყურებს ნევშეჰირის მთელ პროვინციას. 5 კილომეტრი გორემედან. შესვლა უფასოა. •
• 17:00 სთ მზის ჩასვლის წერტილი გორემეში. (Sunset view point).
• 19:00 დაბრუნება გორემეში - თავისუფალი დრო.

მეოთხე დღე

• დილის საუზმე
• 11:00 სთ. სიყვარულის ველი - პანორამული ხედები.
• 12:00 სთ. სასტუმროდან გამოსვლა
• 13:00 - 14:00 სთ მტრედების ველი . ეს ის ადგილია სადაც მტრედები ხელოვნურად ჰყავდათ მოშენებული რადგან სრულიად უნაყოფო მიწა გაენოყიერებინათ და მოსავლის მოყვანა ყოფილიყო შესაძლებელი. აქვე შეგვიძლია ვიხილოთ სურვილების ხე. აქედან ულამაზესი ხედი იშლება უჩისარის ციხეზე.
• 14:00 – 15:00 სთ ძვირფასეულობის გალერეა - აქ შეგვიძლია გავიგოთ როგორ ამუშავებენ ისეთ ბუნებრივ და კაბადოკიისთვის დამახასიათებელ ქვას როგორიც არის ონექსი.
• 17:00 - 18:00 სთ ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოები, თიხის სახელოსნოები - სადაც სრულიად უსასყიდლოდ შეგასწავლიან თიხის ზელვის საწყისებს და სამახსოვროდ თქვენივე გაკეთებულ თიხის ჭურჭელსაც გამოგატანენ.
• 18:00 სთ გამომგზავრება გორემედან თბილისისკენ
(მგზავრობა 24 საათი).

თავისუფალ დროს თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა ველებზე მოიწყოთ კვადროციკლის ტურიები, ცხენებით გასეირნება და ა.შ. ველოსიპედის ქირაობა ერთი საათი შეადგენს 20 ლირას, მოტოციკლეტის 20 ლირას, კვადროციკლის 40 ლირას, ცხენის 50 ლირას.
საჰაერო ბურთით ფრენა

მეხუთე დღე

• 23:00 სთ თბილისში დაბრუნება
• მგზავრობა მესრსედესის მარკის კომფორტული ავტობუსით
• ფოტოგადაღება
• გამყოლის და პროფესიონალი გიდის მომსახურება
• შიდა გადაადგილება და ექსკურსიები
• სასტუმროში განთავსება 2 ღამით 4 ვარსკვლავიანი - სასტუმრო დაიდება რამდენიმე დღეში
• საუზმე 2 დღით

• ტურში არ შედის: დანარჩენი კვება, მუზეუმების მოსაკრებელი.

• ავტობუსით მგზავრობისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება, სიგარეტის მოწევა და კვება. ავტობუსი ჩერდება 3-4 საათში ერთხელ.

თურქეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტურები თურქეთში: ანტალია, ალანია, კემერი, ბელეკი, ბოდრუმი, სტამბოლი და კაპადოკია — ფრენით, all inclusive სასტუმროთი და ტრანსფერით. ვიზის გარეშე, ID ბარათითაც.

როდის წავიდეთ

საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი: თბილი ზღვა, ნაკლები სიცხე.
ივლისი–აგვისტო: ყველაზე ცხელი (35°+) და ძვირი პერიოდი, თუმცა სკოლის არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული.
სტამბოლი და კაპადოკია: საუკეთესოა აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.

რა ვნახოთ

  • სტამბოლი — აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე და კრუიზი ბოსფორზე
  • კაპადოკია — ჰაერის ბუშტები გამთენიისას და გამოქვაბულის სასტუმროები
  • პამუკალე და ჰიერაპოლისი — თეთრი ტრავერტინის ტერასები და ანტიკური ქალაქი
  • ეფესო — რომაული ქალაქის ნანგრევები კუშადასთან ახლოს
  • ანტალიის კალეიჩი — ძველი ქალაქი, ნავსადგური და ადრიანეს კარიბჭე
  • ბოდრუმი — თეთრი სახლები, ციხე და იახტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან სტამბოლამდე პირდაპირი რეისი მთელი წლის განმავლობაშია, დაახლოებით 2 საათი. ზაფხულის სეზონზე პირდაპირ დაფრინავს ანტალიაშიც (დაახლოებით 2,5 საათი). სხვა კურორტებზე — სტამბოლის გავლით.
ხმელეთით: სარფის საბაჟოდან ტრაპზონამდე და შავი ზღვის სანაპიროზე.

პრაქტიკული ინფორმაცია

ვიზა: საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება; შეიძლება როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
ვალუტა: თურქული ლირა (TRY). ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა; კურორტებზე იღებენ ევროს და დოლარსაც.
ენა: თურქული; კურორტებზე — ინგლისური და რუსული.
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.
სხვა: ქართული ნომრის როუმინგი შეიძლება ძვირი იყოს — გამოიყენეთ ადგილობრივი SIM ან eSIM.

თურქეთი: გზამკვლევი
თურქეთი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა თურქეთში ID ბარათით წასვლა?
კი, საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება და შეუძლია იმოგზაუროს როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
როდის არის საზღვაო სეზონი?
მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. ყველაზე კომფორტულია ივნისი და სექტემბერი; ივლისი–აგვისტო ყველაზე ცხელი და ძვირია.
რომელი კურორტი ავირჩიო?
ანტალია და ლარა — ქალაქთან ახლოს; კემერი — მთები და სუფთა ზღვა; ბელეკი — ლუქს სასტუმროები; სიდე და ალანია — ფართო პლაჟები და ხელმისაწვდომი ფასები; ბოდრუმი — ეგეოსის ზღვა და ბუტიკ სასტუმროები.
რამდენი ხანი მიფრინავს?
თბილისიდან სტამბოლამდე დაახლოებით 2 საათი, ანტალიამდე (სეზონზე, პირდაპირი რეისით) დაახლოებით 2,5 საათი.
რა შედის ტურპაკეტში?
ჩვეულებრივ: ორმხრივი ფრენა, ბარგი, სასტუმრო არჩეული კვებით (ხშირად all inclusive), ტრანსფერი და სამოგზაურო დაზღვევა.
რა ვალუტა გამოვიყენო?
ადგილზე — თურქული ლირა; ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა, კურორტებზე იღებენ ევროსა და დოლარსაც.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.