ერთდღიანი ტური ყაზბეგში

ფასიფასი — მოთხოვნით
ID3999

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ხანგრძლივობა: 1 დღე

ტურის დასაწყისი - 09:00

ტურის დასასრული - 22:00

მარშრუტი: თბილისი - ანანური - ყაზბეგი - თბილისი ( 350კმ.)

გასვლა ვარდების რევოლუციის მოედნიდან (Radisson blu Iveria) ყაზბეგის მიმართულებით, გზად მოვინახულებთ ანანურის ციხეს (XVIIს.), რომელიც გადმოჰყურებს არაგვსა და ჟინვალის წყალსაცავს. გავივლით სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურსა (2200 მ.) და ჯვრის უღელტეხილს (2400 მ.). ს სამხედრო გზის ეს მონაკვეთი გამოირჩევა თავისი თვალწარმტაცი ხედებითა და ბუნებით.

სტეფანწმინდის მთავარი მოედნიდან ფეხით, მთის ბილიკით (საფეხმავლო მარშრუტი 1,40 საათი) გავემართებით გერგეთის ყოვლადწმინდა სამების (XIV ს.) ტაძრისაკენ. იგი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მთის მწვერვალზეა აღმართული, საიდანაც ყაზბეგის მყინვარწვერის (5047 მ.) ულამაზესი ხედი იშლება.

პიკნიკის შემდეგ გავემართებით დარიალის ხეობაში, სადაც ვეწვევით ახლად აშენებულ მთავარაგელოზების მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მამათა მონასტერს (XXIს.), რომელიც -რუსეთის საზღვართან მდებარეობს.

საღამოს დაბრუნება თბილისში.

1. ტრანსპორტირება

2. კომპანიის თანმხლები

ტურის განსახორციელებლად საჭიროა მინიმუმ 15 ადამიანი (თუკი ჯგუფი არ შედგა გადახდილი თანხა უბრუნდება მომხმარებელს).

გიორგი

2 55 64 64

მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.