თუშეთი

ფოტო: Abramia Giorgi · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Alsandro · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათუშეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID39911

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ტურები თუშეთში <3

მოგესალმებით ;)
ამის შემდეგ კი მოკლედ გაგაცნობთ ამ ტურის შესახებ :) :) მივემართებით თუშეთის სანახავად <3

შესაძლებელია თქვენთვის სასურველ რიცხვებში ღონისძიების დაწერა სურვილის შემთხვევაში.

წამოიყვანე 5 მსურველი დადმიიღე ტური სასურველ დროს, მთავარია გზა იყოს ;)

გასვლის დრო ::: დილის 5:00 საათი

გასვლის ადგილი:::
დიდუბის მეტროს ზედა ამოსასვლელი

ტრანსპორტირება
კარავი ( მეორე სახლი :D )
ქვეშ საგები.

საძილე ტომარა სასურველია ინდივიდუალური გქონდეს

კვება რომელიც ინდივიდუალურია
მოგვაქვს ან ვყიდულობთ და მივირთმევთ ერთად :)

ერთი დღე 2X30=60
აქვე დავამატებ;)
სასტუმროს შემთხვევაში 2 კვირით ადრე უნდა იყოს პასუხები ადგილის დასაჯავშნად სასტუმროს ხარჯებში არ შედის კვება თუმცა შესაძლებელია შეკვეთა რაც ცალკე ხარჯებთან არის დაკავშირებული <3

სიაში ჩასაწერად აუცილებელია
თანხის ჩარიცხცა.

ტურზე გასვლამდე 5დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში თანხა უკან ვერ დაბრუნდება რათა ტური არ ჩაიშალოს

სანახავი ადგილები჻
დღე პირველი :
გზად ალვანი ;)
ულამაზესი ხედები აბანოს უღელტეხილიდან 2850მეტრამდე სიმაღლიდან
ვიზიტორთა ცენტრი :)
და მივედით სოფლებამდე :)
ქვემო ომალო ;)
შენაქო და დიკლო
;) დაბრუნება მირგველაში დაბანაკება ან სასტუმრო :)
ფეხით სასიარულო არ გვაქვს :)

დღე მეორე ::
დართლო
დანო :)
კვავლო
ფარსმა
ჭეშო
გირევი :)
ფეხით სასიარულო 2 -3 კილომეტრამდე მთელ დღეში
ისევ დაბრუნება მირგველაში

დღე მესამე:::
ულამაზესი სოფლები ;)

ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი ბოჭორნა ზღვის დონიდან 2345 მეტრზე
ასევე დავტკბებით ულამაზესი სოფლის ხედებით ილიურთა, ბეღელა, გოგლურთა, დოჭუ და კიდევ ბევრი ლამაზი სოფლები, გვექნება საკმაოდ მშვენიერი ხედები და გემრიელი ადგილები ბოლოსთვის შენახული

ზემო ომალო (კესელოები)
გადასახედი და არაერთი უმშვენიერესი ხედი :)

გასათვალისწინებელია რომ!
ტერიტორიაზე არ შეიძლება ღორის ხორცი !
არ ვანაგვიანებთ გარემოს !
:) ;)

ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის მანქანით
ე.წ დელიკებით ;)
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვწეროთ აქ :) ან დაგვიკავშირდეთ

ბაჩო

თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ

თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.

რა ვნახოთ

  • ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
  • დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
  • შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
  • დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
  • ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
  • თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.

თუშეთი: გზამკვლევი
თუშეთი

ხშირი კითხვები

როდის არის ღია თუშეთის გზა?
ჩვეულებრივ მაისის ბოლოდან ან ივნისიდან ოქტომბრამდე, თოვლის მიხედვით. წვიმის შემდეგ მეწყერის გამო გზა შეიძლება დროებით დაიკეტოს, ამიტომ წასვლამდე სტატუსი გადაამოწმეთ.
შემიძლია ჩემი მანქანით წასვლა?
მხოლოდ მაღალი გამავლობის 4x4-ით და მთის გზაზე სიარულის გამოცდილებით. უმეტესობა ადგილობრივ ჯიპ-ტაქსს ირჩევს — მძღოლებმა გზის ყველა მოსახვევი იციან.
რამდენი დღე სჭირდება თუშეთს?
მინიმუმ 3 დღე: გზაზე ორივე მიმართულებით თითო დღე მიდის. ომალოს, დართლოსა და შენაქოსთვის 3–4 დღე საკმარისია, ლაშქრობებით — ერთი კვირა.
რა არის თუშეთობა?
ზაფხულის დღესასწაული ომალოში, ჩვეულებრივ აგვისტოში: ცხენების დოღი, თუშური სიმღერა და ცეკვა, ყველი და ხინკალი. ამ დღეებში გესტჰაუსები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.
შეიძლება ბავშვებთან ერთად?
კი, თუ ბავშვი გრძელ და დაკლაკნილ მგზავრობას იტანს. სოფლებს შორის მოკლე გასეირნებები ბავშვებისთვისაც იოლია, დიდი ლაშქრობები — უფრო მოზრდილებისთვის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.