ბოდრუმი/თურქეთი /ეგეოსის ზღვის ულამაზესი სანაპირო

ამ ტურის თარიღები გასულია

მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.

მოქმედი შეთავაზებები

ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Moonik · CC BY-SA 3.0; Benh LIEU SONG · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათურქეთი
სეზონიმაისი, ივნისი, სექტემბერი, ოქტომბერი
ფრენა2 სთ
ვიზაარ სჭირდება
ფასიფასი — მოთხოვნით
ხანგრძლივობა7
ტურის ტიპიზაფხულის ტურები
ID39866

ტურის შესახებ

ბ ო დ რ უ მ ი/თურქეთი !!!!
თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი. მდებარეობს მუღლის პროვინციაში.ბოდრუმი ითვლება ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ყველაზე ლამაზ ქალაქად და ტურიზმისა და დასვენების პოპულარულ ცენტრად.
თანამედროვე ბოდრუმი წარმოადგენს მომაჯადოებელ საკურორტო ქალაქს თეთრი სახლებით, ნავსადგურებითა და უამრავი ყურეებით, „ბარების“ ცნობილი ქუჩით–მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ტურისტების საყვარელი ადგილი და თურქული თუ ევროპული ბოჰემის შთაგონების წყარო, ევროპაში ყველაზე დიდი დისკოტეკით. ბოდრუმი– ეს არის ქალაქი სადაც ცხოვრება დუღს 24 საათის განმავლობაში.
დილით დამთავრებული დისკოტეკიდან წამოსულ ახალგაზრდები უკვე შუადღეზე ირუჯებიან ბოდრუმის უმშვენიერეს სანაპიროზე. სანაპირო ზოლო ბოდრუმში არის მრავალნაირი: ქვიშიანი, ქვიშიან–ქვიანი და აგრეთვე პლატფორმა. ზღვა აქ საოცრად სუფთაა და ხმელთაშუა ზღვისგან განსხვავებით ყველაზე ცხელ თვეს– აგვისტოშიც კი ის გამხნევებთ და გაგრილებთ.

ბოდრუმში თქვენ გელოდებათ მდიდრული თეთრი იახტები, თანამედროვე სასტუმროები, რესტორნები ნამდვილი გურმანებისთვის, ღამის კლუბები და ყველაზე დიდი დისკოტეკა ევროპაში–ჰელიკარნასი! „ბარების“ ცნობილი ქუჩა უამრავი თავშესაქცევი ადგილებით, სადაც თქვენ აუცილებლად იპოვით „თქვენ“ ბარს. ბოდრუმი იალქნიანი სპორტის აღიარებული ცენტრია. აქედან იწყება დაუვიწყარი კრუიზები ეგეოსის ზღვაზე.

✔ ორმხრივი ავიაბილეთი ✈️ (თბილისი-იზმირი-თბილისი)
✔ სასტუმრო
✔ კვება All Inclusive / UA
✔ ტრანსფერი
✔ სამოგზაურო დაზღვევა

ფასი განახლებადია, გთხოვთ გადაამოწმოთ ჩვენს ოპერატორთან

MOB:
E:
skype: Lots a Travel

თურქეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტურები თურქეთში: ანტალია, ალანია, კემერი, ბელეკი, ბოდრუმი, სტამბოლი და კაპადოკია — ფრენით, all inclusive სასტუმროთი და ტრანსფერით. ვიზის გარეშე, ID ბარათითაც.

როდის წავიდეთ

საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი: თბილი ზღვა, ნაკლები სიცხე.
ივლისი–აგვისტო: ყველაზე ცხელი (35°+) და ძვირი პერიოდი, თუმცა სკოლის არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული.
სტამბოლი და კაპადოკია: საუკეთესოა აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.

რა ვნახოთ

  • სტამბოლი — აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე და კრუიზი ბოსფორზე
  • კაპადოკია — ჰაერის ბუშტები გამთენიისას და გამოქვაბულის სასტუმროები
  • პამუკალე და ჰიერაპოლისი — თეთრი ტრავერტინის ტერასები და ანტიკური ქალაქი
  • ეფესო — რომაული ქალაქის ნანგრევები კუშადასთან ახლოს
  • ანტალიის კალეიჩი — ძველი ქალაქი, ნავსადგური და ადრიანეს კარიბჭე
  • ბოდრუმი — თეთრი სახლები, ციხე და იახტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან სტამბოლამდე პირდაპირი რეისი მთელი წლის განმავლობაშია, დაახლოებით 2 საათი. ზაფხულის სეზონზე პირდაპირ დაფრინავს ანტალიაშიც (დაახლოებით 2,5 საათი). სხვა კურორტებზე — სტამბოლის გავლით.
ხმელეთით: სარფის საბაჟოდან ტრაპზონამდე და შავი ზღვის სანაპიროზე.

პრაქტიკული ინფორმაცია

ვიზა: საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება; შეიძლება როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
ვალუტა: თურქული ლირა (TRY). ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა; კურორტებზე იღებენ ევროს და დოლარსაც.
ენა: თურქული; კურორტებზე — ინგლისური და რუსული.
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.
სხვა: ქართული ნომრის როუმინგი შეიძლება ძვირი იყოს — გამოიყენეთ ადგილობრივი SIM ან eSIM.

თურქეთი: გზამკვლევი
თურქეთი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა თურქეთში ID ბარათით წასვლა?
კი, საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება და შეუძლია იმოგზაუროს როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
როდის არის საზღვაო სეზონი?
მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. ყველაზე კომფორტულია ივნისი და სექტემბერი; ივლისი–აგვისტო ყველაზე ცხელი და ძვირია.
რომელი კურორტი ავირჩიო?
ანტალია და ლარა — ქალაქთან ახლოს; კემერი — მთები და სუფთა ზღვა; ბელეკი — ლუქს სასტუმროები; სიდე და ალანია — ფართო პლაჟები და ხელმისაწვდომი ფასები; ბოდრუმი — ეგეოსის ზღვა და ბუტიკ სასტუმროები.
რამდენი ხანი მიფრინავს?
თბილისიდან სტამბოლამდე დაახლოებით 2 საათი, ანტალიამდე (სეზონზე, პირდაპირი რეისით) დაახლოებით 2,5 საათი.
რა შედის ტურპაკეტში?
ჩვეულებრივ: ორმხრივი ფრენა, ბარგი, სასტუმრო არჩეული კვებით (ხშირად all inclusive), ტრანსფერი და სამოგზაურო დაზღვევა.
რა ვალუტა გამოვიყენო?
ადგილზე — თურქული ლირა; ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა, კურორტებზე იღებენ ევროსა და დოლარსაც.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.