ტურის მიმოხილვა:
მარშრუტი: თბილისი - წეროვანი - სხალტბა - შიომღვიმე
ტურის პერიოდი: 22 მარტი
ტურის ღირებულება:
ტურის სახე: კულტურული / სათავგადასავლო
09:00 ტურის დასაწყისი.
გავემგზავრებით ვარდების მოედნიდან სოფელი წეროვანის მიმართულებით, სადაც მოვინახულებთ წეროვანის სამების ეკლესიას, რომელიც XI საუკუნით თარიღდება. სოფელი წეროვნიდან ვიწყებთ ფეხით მგზავრობას. შემდეგი გაჩერება კი გვექნება სხალტბის ეკლესიასთან. მოვილოცავთ ეკლესიას და ფეხით გავუყვებით გზას შიომღვიმის მონასტრისკენ. მოგვიწევს მთებზე სიარული და შესაბამისად ულამაზესი ხედებით ტკბობა, გაზაფხულის მახარობლებთან შეხვედრა და ათასი დაუვიწყარი რამ.
21:00 დაბრუნება თბილისში
კვება გვექნება საველე პირობებში, ავაგიზგიზებთ კოცონს და შემოვუსხდებით სუფრას. (საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად)
რაც შეეხება ტურის ღირებულების საკითხს, თუ რა შედის მასში:
ტრანსპორტირება;
პროფესიონალი გიდის მომსახურება;
ფოტოგრაფი;
გაფრთხილება:
არ დაიწყოთ საკუთარ თავთან დიალოგი, რომ "ხომ უკვე მაქვს (მაგალითად) შიომღვიმე მონახულებული და მოდი თავს შევიკავებ წასვლისგან". ხუმრობ? მე სულ სხვა რამეს გთავაზობ? რაას? წამოდი და თავად ნახავ ;)
მსურველებმა მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელ. ნომრებზე:
T:
ანგარიშის ნომერი:
GE88BG4279500 (მიმღები: სოფიკო დარბაიძე)