ანდრიაობა რკინის ჯვარზე დღიანი ლაშქრობა ალპურ ზონაში

ფასიფასი — მოთხოვნით
ID39091

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

სადაც ეწყობა მასშტაბური მსვლელობა,როგორც იქ მაცხოვრებლების ასევე საქართველოს კუთხეებიდან ჩასული ხალხის მიერ...
საკონტაქტო ნომერი:
რეზი
გიორგი

>>>>თქვენი მხრიდან შესასრულებელი ვალდებულებები<<<<<

1)უსიტყვოდ ვემორჩილებით ლაშქრობის ორგანიზატორის გადაწყვეტილებებს.
2)ტურზე აკრძალულია ალკოჰოლი
მსუბუქ ნარკოტიკული(მწვანე ;) ) და სხვა ნარკოტიკული საშუალებები
3)არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში
4)არ ვეწევით ტრანსპორტში
5)არ ვყრით ნაგავს
6)არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე
7)არ ვბილწსიტყვაობთ მანდილოსნების გარემოცვაში და ტრანსპორტში
8)მარშირების დროს აკრძალულია ყურსასმენების გამოყენება
9)არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს თვითნებურად
10)აკრძალულია წუწუნი ნებისმიერ რამეზე რადგან ითავისებთ წამოსვლამდე იმას რომ თქვენი სურვილით ჩაეწერეთ სიაში და უკვე იმყოფებით ლაშქრობაში მოლაშქრეთა კლუბთან ერთად
11)მარშირებისას არ ვრჩებით ჩამკეტზე უკან და არ მივდივართ წინმძღოლზე წინ რადგან ისინი ადგენენ მარშირების სიარულის ტემპს და მიყვებიან დაგეგმილ განრიგს
12)რაიმე პრობლემის შემთხვევაში ეგრევე აცნობეთ გამყოლებს

ამ პირობებიდან ერთის დარღვევის შემთხვევაშიც კი ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას დამრღვევზე,იგი ეთიშება ლაშქრობას და ვეღარასდროს შეძლებს ჩვენთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობის მიღებას.
ასე რომ გაითავისეთ კარგად აწონ-დაწონეთ შეძლებთ თუ არა მოცემული პირობების შესრულებას და ისე შემოგვიერთდით....

კლუბის წევრების მოქმედება ფორსმაჟორულ სიტუაციებში ესენია:
>რომელიმე წამომსვლელის ან კლუბის წევრის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე
>აღნიშნული ბილიკი გახდა საფრთხის შემცველი ოდნავ მაინც
და ა.შ. სხვა ფორსმაჟორული სიტუაციებზე აღარ დავკონკრეტდებით
ლაშქრობის ორგანიზატორს უფლება აქვს ადგილზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედოს, შეუძლია შეწყვიტოს ლაშქრობა და ჯგუფი უკან დაგაბრუნოთ თქვენივე უსაფრთოხებისათვის.(ასეთ დროს თანხა უკან არ ბრუნდება)

გასვლის დროები და არა შეკრების ასე რომ min. 10 წუთით ადრე მაინც უნდა მოხვიდეთ:
გასვლა 12-ის გამთენიას მოხდება ანუ შაბათი რომ თენდება.
რუსთავი-02:00(ღამე)-შარტავა მადაგონის ტერიტორია
თბილისი-03:00(ღამე)- სპორტის სასახლის მიმდებარე
ტერიტორია სუპერმარკეტ სპართან მეტროს ამოსასვლელთან
დამგვიანებელს თუ შეგვატყობინებს რომ აგვიანდება და max. 15 წუთში მოვა დაველოდებით.გაუფრთხილებლობის შემთხვევაში მოუწევს ქალაქში დარჩენა.

ლაშქრობის სირთულე: საშუალო სირთულის

ფეხით გასავლელი მანძილი: პირველ დღეს-10კმ ორივე გზა.
(დაახლოებით)
მეორე დღეს - 15 კმ.( დაახლოებით)
დაახლოებით იმიტომ ვწერთ რომ პირადად არ გაგვიზომია და +- შეიძლება იყოს და არავინ მოგვედავოთ მერე....

მოსანახულებელი ადგილი:
ხარაგაული
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ხერგილი
სახვლარი
მთა რკინის ჯვარი (ალპური ზონა ზ.დ. 2439 მ.)

-საკუთარი აღჭურვილობის ქონის შემთხვევაში
(საძილე ტომარა,პარალონი ანუ ქვეშსაგები)
-საკუთარი აღჭურვილობის არქონის შემთხვევაში ჩვენ გეხმარებით ქირაობაში.
(საძილე ტომარა,პარალონი,სურვილისამებრ კარავი)

შეინახეთ ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი,ინტერნეტ ბანკით სარგებლობის შემთხვევაში სქრინი.

ლაშქრობა უნდა დაიჯავშნოს წინასწარ
ჯავშნის თანხა უკან არ ბრუნდება გადმორიცხვიდან მეორე დღის გარდა,რადგან სხვას ვისაც წამოსვლა სურს არ შეექმნას პრობლემა თქვენს გამო.
სრულად გადახდილი თანხა, ლაშქრობის ჩატარებამდე 7 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება ლაშქრობის ჩაშლის თავიდან აცილების გამო!
ლაშქრობა თუ ჩაიშალა ჩვენი მიზეზით გადმორიცხული თანხა დაგიბრუნდებათ უკან...

მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა-15 ადამიანი
მაქსიმალური რაოდენობა-20 ადამიანი

მგზავრობა მიკროავტობუსით
მოლაშქრე გამყოლები
მგზავრობა სამ ხიდიანით (მოგვიწევს კუზაოზე დგომა,ვინც მოახერხებთ დასხდებით)
ღამისთევა ქოხში ან ტურისტულ თავშესაფარში(ადგილზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვეტენ ორგანიზატორები,ზოგს მოგვიწევს იატაკზე დაწოლა ჩვენი საძილითა და პარალონით იატაკი არის ხის).

ლაშქრობაში ყველა ერთად მივირთმევთ და ვუნაწილებთ ხოლმე საჭმელს ერთმანეთს მეგობრულად

რა არის საჭირო ლაშქრობისათვის???
მოსახერხებელი ფეხსაცმელი 2 წყვილი
მოსახერხებელი ზურგჩანთა სიარულის დროს რომ წელში არ გაგწყვიტოთ
თბილი ტანსაცმელი და მოსაცმელი
საწვიმარი სასურველია
ფარანი სასურველია
პირადი მოხმარების საშუალებები
პირველადი დახმარების აფთიაქი სასურველია (მითუმეტეს თუ საჭიროებთ სპეციფიკური წამლის მიღებას)

*******ლაშქრობის აღწერა******************************
1 დღე-შაბათის გამთენიას ზემოთ აღნიშნულ გასვლის დროს გავემართებით ხარაგაულისაკენ...ჩასვლის შემდგომ,გადავსხდებით სამ ხიდიანში და ხალხთან ერთად დავიწყებთ მსვლელობას რკინის ჯვრისაკენ.დიდ მონაკვეთს აგვიყვანს მანქანა,შემდგომ ჯვრამდე ფეხით განვაგრძობთ სიარულს.მოლოცვის შემდეგ დავბრუნდებით ჩვენს სამ ხიდიანზე და გამოვყვებით უკან,გზად ჩამოვალთ ნასოფლარ სახვლარში და იქ გავათევთ ღამეს.
2 დღე- დილის საუზმის შემდგომ გამოვემართებით ჩვენი ტრანსპორტისაკენ რომელიც წამოგვიყვანს თბილისსა და რუსთავში. უკან დასაბრუნებელი არსებობს 2 გზა რომელსაც ორგანიზატორები ადგილზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვეტენ
პირველი გზა-სამანქანო გზას ჩამოვყვებით ანუ პირველ დღეს რა გზითაც ავედით და ჩამოვალთ სოფელ მარელისში ნაკრძლის დასაწყისთან,საიდანაც წაგვიყვანს ჩვენი ტრანსპორტი.
მეორე გზა-საფეხმავლო ბილიკით ანუ სხვა გზით ჩავალთ სოფელ ლეღვანში სადაც დაგვხვდება ჩვენი ტრანსპორტი და წამოგვიყვანს ქალაქში.
ადგილზე შეირჩევა ამ მარშრუტებიდან ერთ-ერთი.
კვების დროებიც შეირჩვევა ადგილზე . . .

მეგობრებო ტურის ან ლაშქრობის დაჯავშნა ხდება თანხის გადმორიცხვის დროს და არა სიაში ჩაწერის დროს გვაქვს 2 სია სავარაუდო წამომსვლელთა და წამომსვლელთა სია ანუ ხალხი უკვე რომელმაც ჩარიცხა და დაჯავშნა ადგილი
ასე რომ მოწერა და წამოსვლა მინდა არ ნიშნავს იმას რომ ადგილი დაჯავშნილი გაქვთ . . . ეს იმიტომ რომ: 1)დაზღვეულნი ვიყოთ ტურის ან ლაშქრობის ჩაშლის თავიდან აცილებლაზე
2)თქვენს გამო სხვას არ ვუთხრათ უარი და შემდგომ თქვენ რომ ვეღარ წამოხვიდეთ სხვაც ისე არ დარჩეს . . .
აუცილებლად მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება სარეზერვო (სავარაუდო წამომსვლელთა სია) თუ ადგილი გამოჩნდება ხოლმე და არ მოხდება ახალი პიროვნებების ჩასმა რომელიც ადგილის გამოჩენამდე არ გვყავდა სარეზერვო სიაში.

თხოვნა იქნება არავინ არ დააგვიანოს შეკრების ადგილზე!
გელოდებით ყველას ლამაზი დღის გასატარებლად

მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.