Extreme Travel თოვლის და სრიალის მოყვარულებს სთავაზობს ერთდღიან ტურებს გუდაურში 24 და 25 თებერვალს! ♥
ტურის ღირებულება არის 15 ლარი, რაშიც შედის:
✔️ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔️ გამყოლის მომსახურება
✔️ ფასდაკლება მაღალი ხარისხის თხილამურებსა და სნოუბორდებზე (25 ლარად სრული ეკიპირება 35 ლარის ნაცვლად)
✔️ ინსტრუქტორის მომსახურება, რომელიც ერთჯერადად შეასწავლის ტურის მონაწილე მსურველებს თხილამურებსა და სნოუბორდზე სრიალს (უფასოდ)
უპრეცენდენტო შემოთავაზება კომპანიისგან!
მოგეხსენებათ ტურის ფასდაკლებები ვრცელდება მხოლოდ ხელმისაწვდომ ეკიპირებებზე, ახლა კი ჩვენ სიას ემატება საბაგიროს 40% ფასდაკლება რომელზეც თავად ორგანიზატორი იზრუნებს!
ტურის განრიგი:
დილით 06:30 სთ-დან 07:00-მდე შევიკრიბებით მარჯანიშვილის მეტროს წინ! ასევე ტრანსპორტის გამოსვლა იქნება ქალაქ რუსთავიდან დილის 06:00 საათზე! ადგილზე ვიქნებით 09:00 საათზე, რის შემდგომაც მონაწილეებს საშუალება გექნებათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით, ისრიალოთ და გადაიღოთ ფოტოები! ♥
საღამოს 17:00 საათზე დაიწყება ინვენტარის ჩაბარება და ტრანსპორტში ჩასხდომა! მონაწილე რომელიც 18:00 საათამდე არ გამოცხადდება თავის ტრანსპორტთან, ავტომატურად დარჩება ტურის ფარგლებს გარეთ!
წესები:
✖️ არ მოვდივართ ტურზე ნასვამ ან ნაბახუსევ მდგომარეობაში!
✖️ ვიცავთ ცენზურას ტურის მიმდინარეობისას!
✖️ ტურზე არ მოგვყავს ცხოველები: კატა, ძაღლი, მარტორქა, ლომვეშაპა, ბავარიული კვიცი, ანტილოპაღლუ და სხვა.
✖️ მითითებული თანხის გადახდა ხდება ტურამდე მაქსიმუმ 2 დღით ადრე, წინა დღეს გადაფიქრების გამო თანხა უკან არ ბრუნდება!
✖️ ტრანსპორტში არ ვეწევით სიგარეტს!
ტურზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირადში ან დარეკეთ:
555 401 222 - საბა
593 61 67 08 – ირაკლი