საბადურის ტყე კვირას
ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
კარგი გარემო, ახალი მეგობრები, ბევრი თოვლი, გუნდაობა და ახალი შთაბეჭდილებები
მოსანახულებელი ადგილები:
გაყინული სიონის წყალსაცავი;
ცხვარიჭამია;
საბადურის ტყე;
საყდრიონი;
წმ. მოწამე არჩილ მეფის მონასტერი.
შეკრების დრო : 09:00
გასვლის დრო : 09:30
შეკრების ადგილი : მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია
ტრანსპორტირება კომპორტული მიკროავტობუსით;
მხიარული გამყოლი;
ფოტო-მომსახურება;
კვება.
გასათვალისწინებელი ფაქტორები:
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში (სასმელი შეგიძლიათ წამოიღოთ და მიირთვათ ტურის ბოლოს);
არ ვანაგვიანებთ გარემოს;
ვემორჩილებით ორგანიზატორს;
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე;
არ ვბილწსიტყვაობთ;
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშუტს თვითნებურად;
ვიცვამთ კომფორტულ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს;
ვიცვამთ , რაც შეიძლება თბილად !
სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე - თეა,
ან მომწერეთ ფეისბუქ გვერდზე -
ტურამდე 3 დღით ადრე ამოწერილი ხალხის თანხა უკან არ დაბრუნდება... რადგან თქვენს გამო სხვა არ დაზარალდეს და ტური არ ჩაიშალოს.
თიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თიანეთის მიმართულებით ტური ჩვეულებრივ სიონის წყალსაცავს, უჯარმის ციხესა და ბოჭორმას აერთიანებს — ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით. გინდათ ერთი დღით, გინდათ ღამისთევით — დღეებს თქვენ ირჩევთ, მარშრუტს ჩვენ ვაწყობთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: დღისით 22–26°, ღამით გრილა — თბილისის სიცხისგან აქ გარბიან.
მაისსა და ოქტომბერში ლამაზი და მშვიდია, მაგრამ საღამოობით ცივა.
ზამთარი თოვლიანია, ზოგჯერ −10°-მდე ყინავს; ბოჭორმისა და სოფლების გრუნტის გზები ამ დროს რთულია.
რა ვნახოთ
- სიონის წყალსაცავი — დიდი ტბა თიანეთისკენ მიმავალ გზაზე, ზაფხულში ბანაობენ
- ბოჭორმის ციხე — X–XI საუკუნის ციხე-სიმაგრე მრგვალი ეკლესიით ივრის ხეობაში
- ერწოს ციხე — სამსართულიანი ციხე-კოშკი სოფელ მელიასხევთან
- საბადურის ტყე — ფიჭვნარი და წიფლნარი სასეირნო ბილიკებით, თბილისის გზაზე
- ჯალეთის ბაზილიკა — ძველი ეკლესია ივრის ხეობაში
- თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ფშავისა და ერწო-თიანეთის ყოფა და არქეოლოგია
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 78 კმ-ია უჯარმისა და სიონის წყალსაცავის გავლით, 1,5 საათამდე. მარშრუტკა თიანეთში ისნის (სამგორის) სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ვაზიანი–უჯარმა–სიონის გზით; ალტერნატივა — სამხედრო გზა ჟინვალამდე და იქიდან ბაზალეთის გავლით.
სად დავრჩეთ: საოჯახო სასტუმროები და კოტეჯები დაბასა და ახლომდებარე სოფლებში.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი საღამოსთვის, ზაფხულშიც; ბოჭორმისთვის — მაღალი გამავლობის მანქანა.
კავშირი: დაბაში ინტერნეტი კარგია, შორეულ სოფლებსა და ტყეში — არასტაბილური.