საბადურის ტყე

ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათიანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID38549

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

შპს „“ გთავაზობთ 1 დღიან ტურისტულ საგზურს დათოვლილ საბადურის ტყეში.
გზად ვიხილავთ:
⛄ ცხვარიჭამიას. ულამაზესი ადგილი, ითვლება რეკრეაციულ- კლიმატურ საკურორტო ზონად, სასუნთქი ორგანოების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის. მდიდარია მცენარეული საფარით.
⛄ გაყინულ სიონის წყალსაცავს. განკუთვნილია მდინარე ივრის ჩამონადენის მრავალწლიური რეგულირებისათვის. იყენებენ სარწყავად. სიონის ჰიდროკვანძი მცირე ჰესების კასკადის მოქმედებასაც განაპირობებს.
⛄ დათოვლილ საბადურის ტყეს.
⛄ ნადოკრას მონასტერს. VIII საუკუნეში ამ ადგილას
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მდგარა, რომელიც თავად არჩილს დაუარსებია. ნადოკრას მონასტერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილია, გადმოცემის თანახმად აქ წმინდა დავით აღმაშენებელი და წმინდა თამარ მეფე ცხოვრობდნენ.
ტურის სახეობა: სათავგადასავლო, ისტორიული
სირთულე: მარტივი
სატრანსპორტო საშუალება: კომფორტულიი მიკროავტობუსი
ხანგრძლივობა: 1 დღე
მარშრუტის მანძილი: 180 კმ.

???? ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
???? გამყოლი
???? ფოტო მომსახურება
???? ექსკლუზიურად თქვენთვის: გათამაშდება 1 უფასო 1 დღიანი საგზური

???? კვება (მოგვაქვს ინდივიდუალურად ლანჩ მოქსები)

⏰შეკრების ადგილი:
ქალაქი რუსთავი - მერიის მიმდებარე ტერიტორია 09:00 სთ;
ქალაქი თბილისი - მეტრო დიდუბის ზედა მხარე 09:50 სთ;
⏰ დაბრუნების დრო: 21:00 სთ
თანხის ჩარიცხვა ხდება კომპანიის იურიდიულ ანგარიშზე:
საქართველოს ბანკი:
ს/კ:
მიმღები: შპს „“
❗ ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება ხდება გამგზავრებამდე
მაქსიმუმ 3 დღით ადრე გადაფიქრების შემთხვევაში.

თიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

თიანეთის მიმართულებით ტური ჩვეულებრივ სიონის წყალსაცავს, უჯარმის ციხესა და ბოჭორმას აერთიანებს — ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით. გინდათ ერთი დღით, გინდათ ღამისთევით — დღეებს თქვენ ირჩევთ, მარშრუტს ჩვენ ვაწყობთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: დღისით 22–26°, ღამით გრილა — თბილისის სიცხისგან აქ გარბიან.
მაისსა და ოქტომბერში ლამაზი და მშვიდია, მაგრამ საღამოობით ცივა.
ზამთარი თოვლიანია, ზოგჯერ −10°-მდე ყინავს; ბოჭორმისა და სოფლების გრუნტის გზები ამ დროს რთულია.

რა ვნახოთ

  • სიონის წყალსაცავი — დიდი ტბა თიანეთისკენ მიმავალ გზაზე, ზაფხულში ბანაობენ
  • ბოჭორმის ციხე — X–XI საუკუნის ციხე-სიმაგრე მრგვალი ეკლესიით ივრის ხეობაში
  • ერწოს ციხე — სამსართულიანი ციხე-კოშკი სოფელ მელიასხევთან
  • საბადურის ტყე — ფიჭვნარი და წიფლნარი სასეირნო ბილიკებით, თბილისის გზაზე
  • ჯალეთის ბაზილიკა — ძველი ეკლესია ივრის ხეობაში
  • თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ფშავისა და ერწო-თიანეთის ყოფა და არქეოლოგია

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 78 კმ-ია უჯარმისა და სიონის წყალსაცავის გავლით, 1,5 საათამდე. მარშრუტკა თიანეთში ისნის (სამგორის) სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ვაზიანი–უჯარმა–სიონის გზით; ალტერნატივა — სამხედრო გზა ჟინვალამდე და იქიდან ბაზალეთის გავლით.
სად დავრჩეთ: საოჯახო სასტუმროები და კოტეჯები დაბასა და ახლომდებარე სოფლებში.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი საღამოსთვის, ზაფხულშიც; ბოჭორმისთვის — მაღალი გამავლობის მანქანა.
კავშირი: დაბაში ინტერნეტი კარგია, შორეულ სოფლებსა და ტყეში — არასტაბილური.

თიანეთი: გზამკვლევი
თიანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება თიანეთს?
სიონი და თიანეთი ერთ დღეში ჯდება. ბოჭორმისა და ერწოს დასამატებლად ერთი ღამე სჯობს.
როგორ მივიდე ბოჭორმის ციხემდე?
ბოლო მონაკვეთი გრუნტის, ადგილ-ადგილ რთული გზაა — სჯობს მაღალი გამავლობის მანქანა ან ადგილობრივი მძღოლი. წვიმის შემდეგ გზა შეიძლება ძნელად სავალი იყოს.
ბავშვებთან ერთად შეიძლება?
კი, ზაფხულში თიანეთი გრილი და მშვიდია: ტყეში სეირნობა, სიონის ტბა და მდინარე ბავშვებს მოსწონთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.