VIP ტური გუდაურში!

ფოტო: Bernard Gagnon · CC BY 4.0; shankar s. from Dubai, united arab emirates · CC BY 2.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებადუშეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID38339

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

რაში მდგომარეობს VIP–ის არსი?
აუცილებლად მიყევით აღწერას ბოლომდე!

თქვენ იხდით ჩვეულებრივზე მეტს ანუ ს ნაცვლად , რომლის ფარგლებშიც გემსახურებათ ბიზნეს კლასის თანამედროვე 20 ადგილიანი მიკროავტობუსები, რომლის კომფორტიც აშკარად აღემატება სხვა ყველა ტურისტული კომპანიის ტრანსპორტს
არ იქნება არავითარი დამატებითი დასაჯდომები
ტრანსპორტში იმუშავებს გამართული გათბობის სისტემა
გვექნება კარგი აუდიო ხარისხი, ასევე იქნება კარაოკე, რის საშუალებასაც მოგვცემს შუაში დამონტაჟებული მონიტორი
რაც მთავარია მგზავრობის დროს იმუშავებს უფასო Wi-Fi !

Atomic, Dynastar, Elan, K2, Rossignol !
ასევე აღსანიშნავია რომ თითოეული წყვილი თხილამური იმყოფება დაზღვევის ქვეშ, რომლის შემთხვევითი დაზიანებისას თქვენ არ გექნებათ ანაზღაურების ვალდებულება!

ტურის განრიგი:
დილით 06:30 სთ-დან 07:00-მდე შევიკრიბებით მარჯანიშვილის მეტროს წინ! ასევე ტრანსპორტის გამოსვლა იქნება ქალაქ რუსთავიდან დილის 06:00 საათზე! ადგილზე ვიქნებით 09:00 საათზე, რის შემდგომაც მონაწილეებს საშუალება გექნებათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით, ისრიალოთ და გადაიღოთ ფოტოები!

საღამოს 17:00 საათზე დაიწყება ინვენტარის ჩაბარება და ტრანსპორტში ჩასხდომა! მონაწილე რომელიც 18:00 საათამდე არ გამოცხადდება თავის ტრანსპორტთან, ავტომატურად დარჩება ტურის ფარგლებს გარეთ!

წესები:
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ ან ნაბახუსევ მდგომარეობაში!
ვიცავთ ცენზურას ტურის მიმდინარეობისას!
ტურზე არ მოგვყავს ცხოველები: კატა, ძაღლი, მარტორქა, ლომვეშაპა, ბავარიული კვიცი, ანტილოპაღლუ და სხვა.
მითითებული თანხის გადახდა ხდება ტურამდე მაქსიმუმ 2 დღით ადრე, წინა დღეს გადაფიქრების გამო თანხა უკან არ ბრუნდება!
ტრანსპორტში არ ვეწევით სიგარეტს!

ტურზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირადში ან დარეკეთ:
- საბა
– ირაკლი

დუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ

დუშეთი და ბაზალეთის ტბა ერთდღიან გასვლად ჯდება, ხშირად ანანურთან ერთად; ზაფხულში გთავაზობთ ღამისთევასაც ტბის ნაპირზე. ტრანსპორტს თბილისიდან და მარშრუტს თქვენს თარიღებზე დავგეგმავთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: თბილისზე გრილა, დღისით 24–28°, ბაზალეთის ტბაზე ბანაობენ და ნავით სეირნობენ.
მაისი და ოქტომბერი სასიამოვნოა სასეირნოდ და ანანურისთვის, ღამით უკვე ცივა.
ზამთარში თოვს და ქალაქი მშვიდია; გუდაურისკენ მიმავალი ზოგჯერ აქ ჩერდება.

რა ვნახოთ

  • ჩილაშვილების ციხე — ქალაქის ცენტრში შემორჩენილი ციხე-კოშკი, დუშეთის ისტორიის სიმბოლო
  • ბაზალეთის ტბა — ვულკანური წარმოშობის ტბა დაახლოებით 900 მ სიმაღლეზე, ზაფხულში ბანაობით და ნავებით
  • ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე, 15 კმ-ში
  • ჟინვალის წყალსაცავი — ფირუზისფერი წყალი და გადასახედები სამხედრო გზაზე
  • ფასანაური — არაგვის ხეობის სოფელი ხინკლის სახლებით, გუდაურისკენ გზაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან 50–55 კმ-ია, დაახლოებით ერთი საათი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან გადის, გზაში 1–1,5 საათია; ტბასა და ანანურამდე ადგილზე ტაქსით მიხვალთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: სამხედრო გზით მცხეთისა და ჟინვალის მიმართულებით, დუშეთი მთავარ ტრასას რამდენიმე კილომეტრით გვერდზე უდევს; გზა მოასფალტებულია.
სად დავრჩეთ: ქალაქში — რამდენიმე გესტჰაუსი, მეტი არჩევანი ბაზალეთის ტბის ნაპირზეა (კოტეჯები და დასასვენებელი კომპლექსები).
რა წავიღოთ: საღამოსთვის თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ზაფხულში — საცურაო ტბისთვის.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქსა და ტბაზე კარგად მუშაობს.

დუშეთი: გზამკვლევი
დუშეთი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა ბაზალეთის ტბაზე ბანაობა?
კი, ზაფხულში ბანაობენ, ქირავდება ნავები და კატამარანები. ივლის–აგვისტოს შაბათ-კვირას ხალხმრავალია.
რა ჯობს — დუშეთი ერთ დღეში თუ ღამისთევით?
დუშეთი, ბაზალეთი და ანანური თბილისიდან ერთ დღეში იოლად ჯდება. ღამისთევა ღირს, თუ ზაფხულში ტბაზე დასვენება გინდათ ან შემდეგ დღეს ყაზბეგისკენ აგრძელებთ.
როგორ მივიდე ბაზალეთამდე საკუთარი მანქანის გარეშე?
დიდუბიდან მარშრუტკით დუშეთამდე, იქიდან ტაქსით 10 წუთი. უფრო მარტივია ტური ან ტაქსი თბილისიდან.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.