ჯგუფური ტური სტამბულში (ფრენით) - დარჩა ადგილი
მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.
ფოტო: Moonik · CC BY-SA 3.0; Benh LIEU SONG · CC BY-SA 3.0; Biologg · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
ტურის შესახებ
მომაჯადოებელი მუზეუმები და მეჩეთები ისტორიის მოყვარულთათვის, გადაჭიმული ფერადი ბაზრები სარფიანი ვაჭრობის მსურველთათვის და კულინარიული ფარდულები გურმანებისათვის, ესე დაგიხასიათებთ მსოფლიოს დედაქალაქად წოდებულ სტამბულს, ქალაქს რომელიც თავს ერთი ნახვით შეგაყვარებთ!
... და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სტამბული ნამდვილად არის ის ქალაქი რომელიც უნდა ნახოთ სანამ ცოცხალი ხართ!
ჩენ კი ისღა დაგვრჩენია შემოგთავაზოთ საუკეთესო ფასი და იმ ოთხი დღის გეგმა რომელიც დაუფიქრებლად უნდა გადადოთ გაზაფხულის პირველ თვეს.
➤ გაითვალისწინეთ!
ფასი და შემოთავაზება მოქმედებს ნოემბრის ბოლომდე, ამის გარდა ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, უკვე გაყიდულია 8 ადგილი, შესაბამისად მხოლოდ 4 ადამიანის დამატება მოხდება.
რას ვნახავთ 4 დღის განმავლობაში?
ყველაფერს რაც არ უნდა გამოტოვო სტამბულში ყოფნისას!
1. აია-სოფია;
2. ლურჯი მეჩეთი (უფასო);
3. ბაზილიკა ცისტერნა (20 ლირა);
4. ტოპკაპის სასახლე;
5. გულჰანეს ბაღი;
6. დოლმაბაჰჩეს სასახლე;
7. გრანდ ბაზარი;
8. ლევენტი - ბიზნეს ცენტრი საშოპინგედ;
9. ერთი სრული დღე პრინცის კუნძულებისთვის და ბოსფორის კრუიზისათვის;
10. გალათას კოშკი;
11. უმანკოების მუზეუმი;
12. პიერე ლოტი;
13. ისტიკლარი;
14. ახალი მეჩეთი;
15. ვალენტის აკვედუკი
_________________
� ავიაბილეთები (ათათურქის აეროპორტი - ატლასგლობალის ფრენა);
� კვება ბორტზე;
� ჩასაბარებელი ბარგი;
� ხელბარგი;
Ⓗ სასტუმრო ★★★★ (Ayasultan Boutique Hotel)
� კვების ტიპი: BB( საუზმე)
� სამოგზაურო დაზღვევა;
� გამყოლის მომსახურება;
x ტრანსფერი (მოთხოვნისამებრ დაემატება)
x მუზეუმის მოსაკრებელი (85 ლირა ხუთი მუზეუმის აბონიმენტი)
x გემით გადასვლა პრინცის კუნძულზე (8 ლირა)
_______________________________________________
�
Ⓐ დ.აღმაშენებლის ქუჩა # 49
თურქეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტურები თურქეთში: ანტალია, ალანია, კემერი, ბელეკი, ბოდრუმი, სტამბოლი და კაპადოკია — ფრენით, all inclusive სასტუმროთი და ტრანსფერით. ვიზის გარეშე, ID ბარათითაც.
როდის წავიდეთ
საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი: თბილი ზღვა, ნაკლები სიცხე.
ივლისი–აგვისტო: ყველაზე ცხელი (35°+) და ძვირი პერიოდი, თუმცა სკოლის არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული.
სტამბოლი და კაპადოკია: საუკეთესოა აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.
რა ვნახოთ
- სტამბოლი — აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე და კრუიზი ბოსფორზე
- კაპადოკია — ჰაერის ბუშტები გამთენიისას და გამოქვაბულის სასტუმროები
- პამუკალე და ჰიერაპოლისი — თეთრი ტრავერტინის ტერასები და ანტიკური ქალაქი
- ეფესო — რომაული ქალაქის ნანგრევები კუშადასთან ახლოს
- ანტალიის კალეიჩი — ძველი ქალაქი, ნავსადგური და ადრიანეს კარიბჭე
- ბოდრუმი — თეთრი სახლები, ციხე და იახტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან სტამბოლამდე პირდაპირი რეისი მთელი წლის განმავლობაშია, დაახლოებით 2 საათი. ზაფხულის სეზონზე პირდაპირ დაფრინავს ანტალიაშიც (დაახლოებით 2,5 საათი). სხვა კურორტებზე — სტამბოლის გავლით.
ხმელეთით: სარფის საბაჟოდან ტრაპზონამდე და შავი ზღვის სანაპიროზე.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება; შეიძლება როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
ვალუტა: თურქული ლირა (TRY). ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა; კურორტებზე იღებენ ევროს და დოლარსაც.
ენა: თურქული; კურორტებზე — ინგლისური და რუსული.
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.
სხვა: ქართული ნომრის როუმინგი შეიძლება ძვირი იყოს — გამოიყენეთ ადგილობრივი SIM ან eSIM.