ბაკურიანი იანვარს (შაბათი) კვებით
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
წამოდით მეგობრებთან ერთად სეზონის ყველაზე მოთხოვნად ტურზე და გაატარეთ დაუვიწყარი დრო .
ტურის განრიგი:
08:00 საათზე ვიკრიბებით ველოსიპედის ძეგლთან და გავდივართ ბაკურიანის მიმართულებით.
10:30 საათზე ჩავალთ ბაკურიანში _ საუზმე(ყავა/ჩაი +ტკბილეული, სენდვიჩი).
17:00 საათზე დაიწყება ინვენტარის ჩაბარება და მზადება უკან დასაბრუნებლად.
სურვილისამებრ შეგვიძლია გზად სახინკლეში გაჩერება.
დაახლოებით 10:00 საათზე ვიქნებით გასვლის ადგილას.
-------------------------------------------------------------------
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
2 გამყოლი
ფოტოგადაღება
გათამაშება- მომდევნო 1 დღიანი ტური უფასოდ
კვება : ყავა ,ჩაი, ტკბილეული, სენდვიჩი)
--------------------------------------------------------------------
>ალკოჰოლური სასმელი (მოგვაქვს ინდივიდუალურად)
>დანარჩენ საკვებზე ვზრუნავთ ინდივიდუალურად
გასათვალისწინებელი პირობები:
>სირთულე - მარტივი ! ! !
>ვემორჩილებით გამყოლებს!
>არ ვაბინძურებთ გარემოს !
>ვიღებთ ჯგუფურ ფოტოს ! J
>არ ვეწევით ტრანსპორტში!
წინააღმდეგ შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ...
>ჩაიცვით მოხერხებულად
--------------------------------------------
ეთო; ანი
PS.ჩარიცხული თანხა უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება, რათა ტური არ ჩაიშალოს !
დუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
დუშეთი და ბაზალეთის ტბა ერთდღიან გასვლად ჯდება, ხშირად ანანურთან ერთად; ზაფხულში გთავაზობთ ღამისთევასაც ტბის ნაპირზე. ტრანსპორტს თბილისიდან და მარშრუტს თქვენს თარიღებზე დავგეგმავთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: თბილისზე გრილა, დღისით 24–28°, ბაზალეთის ტბაზე ბანაობენ და ნავით სეირნობენ.
მაისი და ოქტომბერი სასიამოვნოა სასეირნოდ და ანანურისთვის, ღამით უკვე ცივა.
ზამთარში თოვს და ქალაქი მშვიდია; გუდაურისკენ მიმავალი ზოგჯერ აქ ჩერდება.
რა ვნახოთ
- ჩილაშვილების ციხე — ქალაქის ცენტრში შემორჩენილი ციხე-კოშკი, დუშეთის ისტორიის სიმბოლო
- ბაზალეთის ტბა — ვულკანური წარმოშობის ტბა დაახლოებით 900 მ სიმაღლეზე, ზაფხულში ბანაობით და ნავებით
- ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე, 15 კმ-ში
- ჟინვალის წყალსაცავი — ფირუზისფერი წყალი და გადასახედები სამხედრო გზაზე
- ფასანაური — არაგვის ხეობის სოფელი ხინკლის სახლებით, გუდაურისკენ გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან 50–55 კმ-ია, დაახლოებით ერთი საათი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან გადის, გზაში 1–1,5 საათია; ტბასა და ანანურამდე ადგილზე ტაქსით მიხვალთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: სამხედრო გზით მცხეთისა და ჟინვალის მიმართულებით, დუშეთი მთავარ ტრასას რამდენიმე კილომეტრით გვერდზე უდევს; გზა მოასფალტებულია.
სად დავრჩეთ: ქალაქში — რამდენიმე გესტჰაუსი, მეტი არჩევანი ბაზალეთის ტბის ნაპირზეა (კოტეჯები და დასასვენებელი კომპლექსები).
რა წავიღოთ: საღამოსთვის თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ზაფხულში — საცურაო ტბისთვის.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქსა და ტბაზე კარგად მუშაობს.