გუდაურის ტური დეკემბერს
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
კარგი გარემო, ახალი მეგობრები, ბევრი თოვლი, გუნდაობა, სრიალი, თხილამურები და საბაგირო
მოსანახულებელი ადგილები:
ანანური;
გუდაურის პანორამული გადასახედი;
მარშრუტი :
თბილისი - ანანური - გუდაური - თბილისი
შეკრების დრო : 06:30
გასვლის დრო : 07:00
შეკრების ადგილი : მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორია
ტრანსპორტირება კომპორტული მიკროავტობუსით;
მხიარული გამყოლი;
ფოტო-მომსახურება;
ინსტრუქტორის მომსახურება.
კვება;
საბაგიროს ფასი ();
გასათვალისწინებელი ფაქტორები:
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში (სასმელი შეგიძლიათ წამოიღოთ და მიირთვათ ტურის ბოლოს);
არ ვანაგვიანებთ გარემოს;
ვემორჩილებით ორგანიზატორს;
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე;
არ ვბილწსიტყვაობთ;
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშუტს თვითნებურად;
ვიცვამთ კომფორტულ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს;
ვიცვამთ , რაც შეიძლება თბილად !
თხილამურებით სრიალის მსურველთათვის გაცნობებთ, რომ აღჭურვილობის დასაქირავებლად ფასი შეადგენს მინიმუმ მთელი დღით.
ვინც არ იცის თხილამურებზე დგომა, გთხოვთ თავი შეიკავოთ ინსტრუქტორის გარეშე სრიალისგან, მომხდარზე პასუხისმგებელი თვითონ დაზარალებულია!
სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე - თეა,
ან მომწერეთ ფეისბუქ გვერდზე -
ტურამდე 2 დღით ადრე ამოწერილი ხალხის თანხა უკან არ დაბრუნდება... რადგან თვქენს გამო სხვა არ დაზარალდეს და ტური არ ჩაიშალოს.
დუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
დუშეთი და ბაზალეთის ტბა ერთდღიან გასვლად ჯდება, ხშირად ანანურთან ერთად; ზაფხულში გთავაზობთ ღამისთევასაც ტბის ნაპირზე. ტრანსპორტს თბილისიდან და მარშრუტს თქვენს თარიღებზე დავგეგმავთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: თბილისზე გრილა, დღისით 24–28°, ბაზალეთის ტბაზე ბანაობენ და ნავით სეირნობენ.
მაისი და ოქტომბერი სასიამოვნოა სასეირნოდ და ანანურისთვის, ღამით უკვე ცივა.
ზამთარში თოვს და ქალაქი მშვიდია; გუდაურისკენ მიმავალი ზოგჯერ აქ ჩერდება.
რა ვნახოთ
- ჩილაშვილების ციხე — ქალაქის ცენტრში შემორჩენილი ციხე-კოშკი, დუშეთის ისტორიის სიმბოლო
- ბაზალეთის ტბა — ვულკანური წარმოშობის ტბა დაახლოებით 900 მ სიმაღლეზე, ზაფხულში ბანაობით და ნავებით
- ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე, 15 კმ-ში
- ჟინვალის წყალსაცავი — ფირუზისფერი წყალი და გადასახედები სამხედრო გზაზე
- ფასანაური — არაგვის ხეობის სოფელი ხინკლის სახლებით, გუდაურისკენ გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან 50–55 კმ-ია, დაახლოებით ერთი საათი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან გადის, გზაში 1–1,5 საათია; ტბასა და ანანურამდე ადგილზე ტაქსით მიხვალთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: სამხედრო გზით მცხეთისა და ჟინვალის მიმართულებით, დუშეთი მთავარ ტრასას რამდენიმე კილომეტრით გვერდზე უდევს; გზა მოასფალტებულია.
სად დავრჩეთ: ქალაქში — რამდენიმე გესტჰაუსი, მეტი არჩევანი ბაზალეთის ტბის ნაპირზეა (კოტეჯები და დასასვენებელი კომპლექსები).
რა წავიღოთ: საღამოსთვის თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ზაფხულში — საცურაო ტბისთვის.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქსა და ტბაზე კარგად მუშაობს.