საბადურის ტყე, სიონის წყალსაცავი, მამკოდა, ცხვარიჭამია, არჩილის მონასტერი

ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათიანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID36730

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გთავაზობთ ტურს თიანეთში.

მარშრუტი :
➡ საბადურის ტყე
➡ ცხვარიჭამია
➡ სიონის წყალსაცავი
➡ არჩილის მონასტერი
➡ მამკოდის მონასტერი - (მოვილოცავთ ამინდის შემთხვევაში)

სახეობა : კულტურული, მოსალოცი, სათავგადასავლო.
საშუალო სირთულე: მარტივი
სატრანსპორტო საშუალება: მიკრო-ავტობუსი
ფეხით გასავლელი მანძილი: 3 კმ
ფიჭური კავშირი: ყველგან
კვება : არ შედის
მანძილი: 120 კმ.

შეხვედრის დრო და ადგილი:
M რუსთაველი - ველოსიპედის წინ, რედისონთან

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ
გაითვალისწინეთ, რომ გადმორიცხული თანხა 2 დღით ადრე უკან არ ბრუნდება

ჩვენი რეკვიზიტები:

მიმღები: მიხეილ ხურცილავა

დანიშნულება წამომსვლელის სახელი/გვარი

(დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ )

დასათვალიერებელი ადგილები

მოვინახულებთ საქართველოს ულამაზეს ბუნებას, გვექნება გართობის საშუალება (ფეხბურთი, ტენისი, კალათბურთი). საღამოს გვექნება პიკნიკი ბუნებაში.

საბადურის ზღაპრულ ტყეს - ადგილი, სადაც დათოვლილი საბადურის ტყის სილამაზე და ლურჯი ცა ულამაზეს კონტრასტს ქმნის. (რამდენიმე კილომეტრზე ფეხით გავისეირნებთ, გადავიღებთ ულამაზეს ფოტოებს და დავტკბებით უმშვენიერესი ხედებით) - სირთულის მხრივ მარტივი.

ცხვარიჭამია — სოფელი საქართველოში, მცხეთა მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი მდებარეობს საბადურის ქედზე, მდინარე თეზმის ხეობაში, ზღვის დონიდან 1180 მეტრზე. ცხვარიჭამია ითვლება რეკრეაციულ-კლიმატურ საკურორტო ზონად, სასუნთქი ორგანოების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის. მდიდარია მცენარეული საფარით. ზაფხული თბილი და ხანგრძლივია.

სიონის წყალსაცავი — წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, თიანეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ივრის შუა წელში. გაშენებულია დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის. უკავია სიონის ქვაბულის ფსკერი. წყალშემკრები აუზის ფართობი 587 კმ².

სიონის წყალსაცავის საშუალო სიღრმეა 25,4 მ, მაქსიმალური სიღრმე — 67 მ. წყალსაცავი ხეობის ტიპისაა, ფსკერი დაფარულია თანამედროვე ალუვიონით. მარჯვენა ნაპირი ციცაბო და კლდოვანია, დაფარულია მძლავრი დელუვიური მასალით, აღინიშნება მეწყრული მოვლენები, მარცხენა ნაპირი დამრეცია. სანაპირო ფერდობების ზედა ნაწილი შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ქვედა კი მოკლებულია ხემცენარეულობას.

საზრდოობს ძირითადად მდინარე ივრის წყლით. განკუთვნილია მდინარე ივრის ჩამონადენის მრავალწლიური რეგულირებისათვის. იყენებენ სარწყავად. სიონის ჰიდროკვანძი მცირე ჰესების კასკადის მოქმედებასაც განაპირობებს. მაქსიმალური დონე ივლისის მეორე ნახევარშია, მინიმალური — მარტში.

არჩილის მონასტერი, ერწოს სიონი — სამონასტრო კომპლექსი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადოკრის ჩრდილო-დასავლეთით 2 კმ-ზე, სიონის გორაზე. კომპლექსში შედის მიჯრით მდგარი ორი დარბაზული ეკლესია და ხუთსართულიანი კოშკი; აგრეთვე მარანი, საცხოვრებელი შენობისა და გალავნის ნაშთები.

ნაგებობათაგან უადრესია დასავლეთით მდგარი VIII საუკუნის ეკლესია, რომლის შიგნით მდებარე სამარხი მიჩნეულია ქართლის ერისმთავრის არჩილ სტეფანოზის ძის (719-745 წწ.) საფლავად. მოგვიანებით, განვითარებულ შუა საუკუნეებში ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან აუგიათ მეორე ეკლესია ისე, რომ მისი სამხრეთით კედელი თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის ხაზზე მდებარებს და სამხრეთ-დასავლეთი კუთხით ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეს ებჯინება. XVII-XVIII საუკუნეებში თავდაპირველი ეკლესიის წინ აუგიათ კოშკი, რომელიც მთლიანად ფარავს თავდაპირველი ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადს, ხოლო II ეკლესიის, სამხრეთის ფასადის ნახევარზე მეტს. ამავე პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს მარანი, საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი.

მამკოდის IX საუკუნის მონასტერს - პანორამული ხედი ხეობაზე. ფეხით სასიარულო მანძილი 5 კმ ჯამში, სირთულის მხრივ მარტივი.

ტ უ რ ი ს ტ უ ლ ი კ ო მ პ ა ნ ი ა
W A L K E R / ვოლქერი

ოფისი:
ოფისი:
Facebook:
ელ-ფოსტა:

თიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

თიანეთის მიმართულებით ტური ჩვეულებრივ სიონის წყალსაცავს, უჯარმის ციხესა და ბოჭორმას აერთიანებს — ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით. გინდათ ერთი დღით, გინდათ ღამისთევით — დღეებს თქვენ ირჩევთ, მარშრუტს ჩვენ ვაწყობთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: დღისით 22–26°, ღამით გრილა — თბილისის სიცხისგან აქ გარბიან.
მაისსა და ოქტომბერში ლამაზი და მშვიდია, მაგრამ საღამოობით ცივა.
ზამთარი თოვლიანია, ზოგჯერ −10°-მდე ყინავს; ბოჭორმისა და სოფლების გრუნტის გზები ამ დროს რთულია.

რა ვნახოთ

  • სიონის წყალსაცავი — დიდი ტბა თიანეთისკენ მიმავალ გზაზე, ზაფხულში ბანაობენ
  • ბოჭორმის ციხე — X–XI საუკუნის ციხე-სიმაგრე მრგვალი ეკლესიით ივრის ხეობაში
  • ერწოს ციხე — სამსართულიანი ციხე-კოშკი სოფელ მელიასხევთან
  • საბადურის ტყე — ფიჭვნარი და წიფლნარი სასეირნო ბილიკებით, თბილისის გზაზე
  • ჯალეთის ბაზილიკა — ძველი ეკლესია ივრის ხეობაში
  • თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ფშავისა და ერწო-თიანეთის ყოფა და არქეოლოგია

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 78 კმ-ია უჯარმისა და სიონის წყალსაცავის გავლით, 1,5 საათამდე. მარშრუტკა თიანეთში ისნის (სამგორის) სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ვაზიანი–უჯარმა–სიონის გზით; ალტერნატივა — სამხედრო გზა ჟინვალამდე და იქიდან ბაზალეთის გავლით.
სად დავრჩეთ: საოჯახო სასტუმროები და კოტეჯები დაბასა და ახლომდებარე სოფლებში.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი საღამოსთვის, ზაფხულშიც; ბოჭორმისთვის — მაღალი გამავლობის მანქანა.
კავშირი: დაბაში ინტერნეტი კარგია, შორეულ სოფლებსა და ტყეში — არასტაბილური.

თიანეთი: გზამკვლევი
თიანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება თიანეთს?
სიონი და თიანეთი ერთ დღეში ჯდება. ბოჭორმისა და ერწოს დასამატებლად ერთი ღამე სჯობს.
როგორ მივიდე ბოჭორმის ციხემდე?
ბოლო მონაკვეთი გრუნტის, ადგილ-ადგილ რთული გზაა — სჯობს მაღალი გამავლობის მანქანა ან ადგილობრივი მძღოლი. წვიმის შემდეგ გზა შეიძლება ძნელად სავალი იყოს.
ბავშვებთან ერთად შეიძლება?
კი, ზაფხულში თიანეთი გრილი და მშვიდია: ტყეში სეირნობა, სიონის ტბა და მდინარე ბავშვებს მოსწონთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.