national delicacy

მოირონინე ჯუთა 26 ნოემბერს 20 ლარად <3

  • ID: 36486
  • ნახვები: 8233
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/11/17
    დაბრუნება
    • 26/11/17
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი რონინი, 26 ნოემბერს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ჯუთაში ♥ დათოვლილი ჭაუხები გაცილებით ლამაზი და ეფექტურია ;)


შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)
შეკრების დრო: 06:30 სთ. 
გასვლა: 07:00 სთ.

მოსანახულებელი ადგილები:

გუდაურის პანორამული გადმოსახედი;
სოფელი სნო (ციხე და ეკლესია)
სოფელი ჯუთა (ზღვის დონიდან 2200 მეტრი);
ბანაკი ზეთა (ზღვის დონიდან 2300 მეტრი);
მეხუთე სეზონი ( ზღ. დ.-დან 2360 მ.-ზე)
ჯუთას ჩანჩქერი
ჯუთას ტბა
ხედი ჭიუხებზე ;) 

ტურის დეტალური აღწერა:
26 ნოემბერს, დილით 6:30 სთ-ზე ვიკრიბებით დიდუბეში სამთო ქიმიის წინ,საიდანაც მივდივართ მიკროავტობუსით ჯუთასაკენ, გზად გავჩერდებით გუდაურის გადასახედთან, რომელიც მდებარეობს ჯვრის უღელტეხილზე, გუდაურის მახლობლად, გადავიღებთ ფოტოებს და გავაგრძელებთ გზას. შემდეგ ვნახავთ სოფელ სნოს XVI საუკუნის ციხეს და ვახტანგ გორგასლის სახელობის ახალაშენებულ ეკლესიას, მერე კი მიკროავტობუსი მიგვიყვანს სოფელ ჯუთაში საიდანაც ფეხით გავემართებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილისკენ მეხუთე სეზონისკენ, აქ დავტკბებით შესანიშნავი ხედებით, შემდეგ გავემართებით ჯუთას ტბისკენ და აქაც ასევე გადავიღებთ ძალიან ბევრ ფოტოს :) პიკნიკს კი გავმართავთ ჭაუხის ძირში ♥ შემდეგ კი ემოციებით დატვირთული დავბრუნდებით დედაქალაქში ;) 

ფეხით გასავლელი მანძილი სულ 10 კმ.


ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 20 ლარი

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.

თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 72 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლის მომსახურება 
ფოტოგადაღება

ფასში არ შედის:
კვება, საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და შემდეგ იქ ერთად მოვაწყობთ პიკნიკს.


თქვენივე კომფორტისთვის გირჩევთ:
სასურველია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი და წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისათვის...

გთხოვთ:
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ნუ დატოვებთ ინიციალებს კულტურულ ძეგლებზე;

ყველა ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორს!!!

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/11/17
    დაბრუნება
    • 26/11/17