შატო მუხრანის სასახლე - გუდამაყარი ( ნოემბერი, კვირა)
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გასვლა ველოსიპედის ძეგლიდან - 08:00 საათი
გუდამაყარში ჩასვლა 10:00 საათისთვის
მოვინახულებთ:
გუდამაყრის ხეობის უმშვენიერეს ბუნებას
პირიმზის ფუძის ანგელოზს
გოდერძი ჩოხელის ნასახლარს
ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავს
გუდამაყარში ტურს ვასრულებთ 13:30 საათისთვის და 15:15 საათისთვის ვიქნებით "შატო მუხრანის სასახლეში.
"შატო მუხრანის" სასახლე - (15:15 საათიდან - 18:00 საათამდე თავისუფალი დრო) სადაც შეგიძლიათ გაისეირნოთ და დატკბეთ აქაური გარემოთი, სურვილიდან გამომდინარე კი ადგილობრივ გიდთან ერთად შეგიძლიათ მოინახულოთ ”შატო მუხრანის” ღვინის ქარხანა, (უნიკალური სარდაფები) სადაც გაეცნობით ღვინის დაყენების ხელოვნებას. „შატო მუხრანი“ სწორედ ის ადგილია, რომელსაც ღვინის მოყვარულები, თავგადასავლების მაძიებელი ჯგუფები თუ რომანტიული წყვილები სტუმრობენ.
დაბრუნება ველოსიპედის ძეგლთან - 19:00 საათი
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
გიდი
--------------------------------------------------------------------------
მეგობრებო გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).