national delicacy

ტური ☛ ბატეთის ტბაზე 19 ნოემბერს

  • ID: 36285
  • ნახვები: 8504
complogo
ივერ ტური
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/11/17
    დაბრუნება
    • 19/11/17
დამატებითი ინფორმაცია

ტურისტული კომპანია "IVER TOUR"-ი და “X TOUR”-ი გთავაზობთ 1 დღიან ტურს ბატეთის ტბაზე 19 ნოემბერს

მოსანახულებელი ადგილებია:

✔ ყინწვისის სამონასტრო ანსამბლი - რომლის ნაგებობათაგან დღემდე თითქმის თავდაპირველი სახით შემორჩა XIII საუკუნის დასაწყისის წმ. ნიკოლოზის ჯვაროვან-გუმბათოვანი, გეგმით მართკუთხა ტაძარი.

✔ ღირსი შიოს დიდი საკვირველთმოქმედის სახელობის სარკინეთის კლდეში ნაკვეთი მამათა მონასტერი - XIV საუკუნის შემდეგ ეს გახლავთ პირველი კლდეში ნაკვეთი ტაძარი: რომლის სიმაღლე 7,5 მეტრს, სიგრძე 13 მეტრს, ხოლო სიგანე 6 მეტრს შეადგენს. ტაძარში მოხვედრა 5 მ-იანი დერეფნის გავლითაა შესაძლებელი. დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს,

✔ ბატეთის ტბა - კლასიკური მეწყრული ტბაა, სარკის ფართობი 0,02 კვ. კმ, მაქსიმალური სიღრმე - 12 მ, სიგრძე - 190 მ, სიგანე - 150 მ. გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით შემოსილი ფერდობებით. წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი. ტბიდან გამოდის ნაკადული. ტბაში ბინადრობს საქართველოს წითელ წიგნში შესული მცირეაზიური ტრიტონი (წითელი წიგნის მონაცემებით კალმახიც).

• ფეხით გასავლელი მანძილი მთლიანობაში 5 კმ.

• ტურის ღირებულება – 20 ლარი

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ კომფორტული მიკროავტობუსით მგზავრობა.
✔ გამყოლი
✔ ფოტოგადაღება

• ტურის ღირებულებაში არ შედის - კვება. (ინდივიდუალურად ვაგვარებთ). თან იქონიეთ საგზალი და ლანჩპაკეტი. 

• შეკრების ადგილი ვარდების მოედანი, რედისონთან.

• შეკრების დრო – 07:30 სთ.
• გასვლის დრო – 08:00 სთ.
• ჩამოსვლის დრო – 21:00 სთ.

• ადგილების დაჯავშნა დაწყებულია . დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დარეკეთ ტელ: 574 33 11 35 ლაშა. 571 170 150 ნინო

წამომსვლელთა საყურადღებოდ:
• გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).
 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
ივერ ტური
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/11/17
    დაბრუნება
    • 19/11/17