ველოტური ატენის ხეობაში

ფოტო: This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; GuramGraphy · CC BY-SA 4.0; Armineaghayan · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაშიდა ქართლი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID36109

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

. მომსახურება მიკროავტობუსით
. ველოსიპედით უზრუნველყოფა
. დამცავი აღჭურვილობა ( ჩაფხუტი )
. ინსტრუქტორის გამყოლის მომსახურება
. ვინც სარგებლობთ საკუთარი ველოსიპედით კომფორტული ველო მზიდი ტრანსპორტირებისთვის

რეგიონი: შიდა ქართლი
მანქანით გასავლელი მანძილი: 100 კმ
ველოსიპედით დასაფარი მანძილი: 38კმ
ტურის სირთული: მარტივი გრუნტის გზა
აღმართების პროცენტულობა: დაახლოებით 20%
მოსანახულებელი კულტურული ძეგლები: ატენის სიონი

გასვლა 8:30 სთ დიდუბის მეტროს ზედა ამოსასვლეი ავტო სადგური
ველოტურის დაწყების დრო დაახლოებით 11 სთ. ვათვალიერებთ ატენის სიონის ეკლესიას. 11:30 სოფელი ბობნევთან არ მისული 5 კილომეტრში. 10 წუთიან ინსტრუქტაჟის და ეკიპირების შემდგომ მსვლელობას ვიწყებთ ატენის ხეობიაში მდინარე ტანას გასწვრივ. მიზანი სოფელ გააგლუაანთუბნამდე მიღწევა და უკან დაბრუნება. გზად გათვალისწინებული იქნება შესვენებები.
უკან დაბრუნებულები 17:30 სთ უკლებლივ ყველა მონაწილე უნდა ვიმყოფებოდეთ მიკროავტობუსთან.
თბილისში დაბრუნების სავარაუდო დრო 20:00 სთ

წესები რომლებსაც ვიცავთ!
სრულად ვითვალისწინებთ და ვემორჩლებით ტურის წესებს (
ინსტრქტორის რჩევებს და ინსტრუქტაჯს ) წინააღმდეგ შემთხვევაში ვწყვეტთ მონაწილეობას!
ყველა გადავადგილდებით ერთად!
საკვებს მივირთმევთ ერთად!
ყველა გზის გასაყართან ვჩერდებით და ველოდებით ბოლო მომსვლელ მონაწილეს!
ტურში არ მოგვაქვს ცივი იარაღი და სასმელი!
ტურში მონაწილეობას ვერ მიიღებს ნასვამი ან ნაბახუსევი ადამიანი!
წამოსვლისას არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე, ხოლო სრულწლოვნებმა უნდა იქონიოდ პირადობის მოწმობა!

საკუთარი ველოსიპედით სარგებლობის შემთხვევაში

ადგილების დაჯავშნა ხდება წინასწარ, თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე!
მიმღები: ბექა ირემაშვილი
გთხოვთ თანხის გადახდამდე გადვიკავშირდეთ.

შიდა ქართლი — რა ტურებს გთავაზობთ

შიდა ქართლის ტური ერთ დღეში ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, უფლისციხე, გორი და ატენის სიონი, სურვილით — სამთავისი და ყინწვისი. თუ ბორჯომისკენ აგრძელებთ, ორდღიან მარშრუტს შეგიდგენთ თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ხილისა და ატენური ღვინის დრო; ტემპერატურა 18–25°-ია.
ივლისი–აგვისტოში გორსა და უფლისციხეში 32–34°-მდეა, ხოლო უფლისციხის კლდეზე ჩრდილი თითქმის არ არის — სჯობს დილით მიხვიდეთ.
ზამთარი ზომიერია, ხშირად ნისლიანი; ძეგლები ღიაა, მაგრამ გუმბათიან ეკლესიებში ფრესკების დასათვალიერებლად შუადღე სჯობს, როცა სინათლე მეტია.

რა ვნახოთ

  • უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ძველი ქალაქი, ძვ. წ. I ათასწლეულიდან; დარბაზები, მარნები, თეატრი და უფლისციხის ეკლესია, გორიდან 12 კმ-ში
  • გორის ციხე — შუა საუკუნეების ციხე ქალაქის შუაგულში, მთაზე, საიდანაც მთელი ველი ჩანს
  • სტალინის მუზეუმი — საბჭოთა ეპოქის დიდი მუზეუმი, დაბადების სახლი და პირადი ვაგონი, გორის ცენტრში
  • ატენის სიონი — VII საუკუნის ტაძარი XI საუკუნის ფრესკებით, ატენის ხეობაში, ვენახების გარემოცვაში; გორიდან 10 კმ
  • სამთავისი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი მდიდრული ქვის ორნამენტით, იგოეთთან, მაგისტრალის მახლობლად
  • ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ფრესკები, მათ შორის თამარ მეფის პორტრეტი, ქარელის მუნიციპალიტეტში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან გორამდე 85 კმ-ია (1 საათი–1 საათი და 15 წუთი), უფლისციხემდე — დაახლოებით 100 კმ, სურამამდე — 130 კმ-მდე (1,5–2 საათი). გორში ჩერდება ელმატარებელი და დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელი (1–1,5 საათი), მარშრუტკები კი დიდუბის სადგურიდან ხშირად გადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტომაგისტრალი (E60) გორს, ქარელსა და ხაშურს უერთდება; უფლისციხე, ატენი და მონასტრები მაგისტრალიდან 10–20 კმ-ში, მოასფალტებული გზებითაა.
სად დავრჩეთ: გორში — სასტუმროები და გესტჰაუსები, სურამში — ძველი კურორტის სასტუმროები ფიჭვნარში; ბევრი რეგიონს თბილისიდან ერთდღიან გასვლად ნახულობს.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი უფლისციხის კლდეზე სასიარულოდ, ქუდი და წყალი ზაფხულში; ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი რეგიონში თითქმის ყველგან კარგად მუშაობს.

შიდა ქართლი: გზამკვლევი
შიდა ქართლი

ხშირი კითხვები

რამდენი დრო სჭირდება უფლისციხეს?
თავად კლდის ქალაქს 1,5–2 საათი სჭირდება, მუზეუმიანად. გორთან და ატენის სიონთან ერთად ეს სრული ერთდღიანი გასვლაა თბილისიდან.
როგორ მივიდე უფლისციხემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით?
თბილისიდან გორამდე მატარებლით ან მარშრუტკით, იქიდან კი ტაქსით (12 კმ). გორიდან უფლისციხისკენ მარშრუტკა იშვიათად დადის.
რა არის გორში სანახავი?
გორის ციხე და სტალინის მუზეუმი. ცენტრი პატარაა და ფეხით 2–3 საათში დაივლება.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: უფლისციხის გამოქვაბულები და ვიწრო გვირაბი, გორის ციხე და ატენის ხეობა ბავშვებს მოსწონთ. კლდეზე მოაჯირები ყველგან არ არის, ამიტომ პატარებს თვალი ადევნეთ.
რა ჩამოვიტანოთ შიდა ქართლიდან?
ატენური ღვინო, ხილი და ჩირი, ხოლო სურამიდან — ნაზუქი, რომელსაც გზისპირა ჯიხურებში ცხელს ყიდიან.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.