რაჭა

ფასიფასი — მოთხოვნით
ID36033

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

მოსანახულებელი ადგილები:

* ნაქერალას უღელტეხილი

* შაორის წყალსაცავი

* ნიკორწმინდა

* ყინულის ქვაბული

* ცხრა ჯვარი

* მგზავრობა მიკროავტობუსით

* გამყოლი

ტურის აღწერა:

7 საათზე მიკროავტობუსით გავემართებით თბილისიდან მოვინახულებთ რაჭის ულამაზეს ადგილებს: ნაქერალას უღელტეხილს, შაორის წყალსაცავს, ნიკორწმინდას, ჭელიშის უდაბნოს, ყინულის ქვაბულს და სასიამოვნოდ გატარებული დღის შემდეგ დავბრუნდებით თბილისში.

ღირსშესანიშნაობები:

შაორის წყალსაცავი მდებარეობს შაორის ქვაბულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რომელიც აგებულია ალუვიური ნაფენებით დაფარული კარბონატული ქანებით. წყალსაცავს აქვს სამკუთხედის ფორმა, რომლის წვეროებშიც არის ორი ვიწრო პერევისას და ხვრელიეთის ყურეები. წყალსაცავის სამხრეთ-აღმოსავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ნაპირები ძლიერ დანაწევრებულია და წყლის მაღალი დონის დროს წარმოიქმნება მრავალი პატარა ყურე.

დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით, ტაძარი აშენებულია 1010 - 1014 წლებში. Mმისი მშენებლობა მეფე ბაგრატ III კურაპალატის მეფობის ხანაში დაუმთავრებიათ და წმინდა ნიკოლოზის სახელზე უკურთხებიათ. აქედან უნდა იყოს წარმოშობილი ტაძრის სახელწოდებაც. XVI საუკუნემდე ნიკორწმინდა მონასტერს წარმოადგენდა. 1534 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III განაახლა ეკლესია და იქ საეპისკოპო კათედრა დაარსა, აქედან მოყოლებული ნიკორწმინდა რაჭის საეპისკოპოსო ტაძრად მოიხსენიება. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ტაძრის ეზოში სამსართულიანი სამრეკლო აღმართეს.

მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.