ლაშქრობა ბატეთის ტბაზე
ფოტო: Armineaghayan · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მოსანახულებელი ადგილები:
ქარელი
ორთუბანი
სარკინეთი
ტბეთის მამათა მონასტერი
ბატეთის ტბა
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
გამყოლი გიდი.
ფოტო/ვიდეო
ბევრი გართობა
ტურის ღრებულებაში არ შედის:
* კვება
* ნერვების შლა
* უარყოფითი განწყობა
* წუწუნი
სპეციალურად ბუზღუნი ტურისტებისთვის გვაქვს "ბუზღუნპაკეტები"
. - იშვიათი ბუზღუნი
. - ბუზღუნი 2სთ და 25წთ
. - ბუზღუნი შესვენების მომენტში.
. - ულიმიტო ბუზღუნი. მთელი დღის განმავლობაში ^_^
დღის გეგმა:
►დილის 08:45 საათზე მარჯანიშვილის მეტროს წინ,გასვლა იქნება ასევე რუსთავიდანაც,შარტავას ძეგლი - 08:00 ,შევიკრიბებით და გავემართებით (ვისაც ჩაეძინება დავტოვებთ).
წესები: 7 მცნება, რომლებსაც ვემორჩილებით თითოეული ტურის მონაწილე:
1. არ ვყრით ნაგავს არსად და არ ვაბინძურებთ გარემოს (არც მარშუტკაში).
2. ტურის ორგანიზატორი არის უზენაესი პირი და ყველანი ვემორჩილებით ორგანიზატორების მითითებებს.
3. არ ვბილწსიტყვაობთ.
4. პატივს ვცემთ ერთმანეთის მოსაზრებებს და არ ვკამათობთ აზრთა სხვადასხვაობის გამო.
5. შეკრების ადგილზე არ მოვდივართ არაფხიზელ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი პირები ტურზე არ დაიშვებიან.
6. არ ვღებულობთ ალკოჰოლს ორგანიზატორთან შეთანხმების გარეშე.
7. ტურზე არ მოგვყავს ცხოველები: ლამა, მარტორქა,ანტილოპაღლუ და სხვა (საქონელი მეგობრის წამოყვანა შეიძლება) ...
შ ე ნ ი შ ვ ნ ა
თანხის ჩარიცხვა მოხდება წინასწარ რამდენმე დღით ადრე.
:
შიდა ქართლი — რა ტურებს გთავაზობთ
შიდა ქართლის ტური ერთ დღეში ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, უფლისციხე, გორი და ატენის სიონი, სურვილით — სამთავისი და ყინწვისი. თუ ბორჯომისკენ აგრძელებთ, ორდღიან მარშრუტს შეგიდგენთ თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ხილისა და ატენური ღვინის დრო; ტემპერატურა 18–25°-ია.
ივლისი–აგვისტოში გორსა და უფლისციხეში 32–34°-მდეა, ხოლო უფლისციხის კლდეზე ჩრდილი თითქმის არ არის — სჯობს დილით მიხვიდეთ.
ზამთარი ზომიერია, ხშირად ნისლიანი; ძეგლები ღიაა, მაგრამ გუმბათიან ეკლესიებში ფრესკების დასათვალიერებლად შუადღე სჯობს, როცა სინათლე მეტია.
რა ვნახოთ
- უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ძველი ქალაქი, ძვ. წ. I ათასწლეულიდან; დარბაზები, მარნები, თეატრი და უფლისციხის ეკლესია, გორიდან 12 კმ-ში
- გორის ციხე — შუა საუკუნეების ციხე ქალაქის შუაგულში, მთაზე, საიდანაც მთელი ველი ჩანს
- სტალინის მუზეუმი — საბჭოთა ეპოქის დიდი მუზეუმი, დაბადების სახლი და პირადი ვაგონი, გორის ცენტრში
- ატენის სიონი — VII საუკუნის ტაძარი XI საუკუნის ფრესკებით, ატენის ხეობაში, ვენახების გარემოცვაში; გორიდან 10 კმ
- სამთავისი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი მდიდრული ქვის ორნამენტით, იგოეთთან, მაგისტრალის მახლობლად
- ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ფრესკები, მათ შორის თამარ მეფის პორტრეტი, ქარელის მუნიციპალიტეტში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან გორამდე 85 კმ-ია (1 საათი–1 საათი და 15 წუთი), უფლისციხემდე — დაახლოებით 100 კმ, სურამამდე — 130 კმ-მდე (1,5–2 საათი). გორში ჩერდება ელმატარებელი და დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელი (1–1,5 საათი), მარშრუტკები კი დიდუბის სადგურიდან ხშირად გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტომაგისტრალი (E60) გორს, ქარელსა და ხაშურს უერთდება; უფლისციხე, ატენი და მონასტრები მაგისტრალიდან 10–20 კმ-ში, მოასფალტებული გზებითაა.
სად დავრჩეთ: გორში — სასტუმროები და გესტჰაუსები, სურამში — ძველი კურორტის სასტუმროები ფიჭვნარში; ბევრი რეგიონს თბილისიდან ერთდღიან გასვლად ნახულობს.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი უფლისციხის კლდეზე სასიარულოდ, ქუდი და წყალი ზაფხულში; ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი რეგიონში თითქმის ყველგან კარგად მუშაობს.