national delicacy

ლაშქრობა კლდეკარიდან რკონში (30/09-01/10)

  • ID: 35149
  • ნახვები: 6995
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/09/17
    დაბრუნება
    • 01/10/17
დამატებითი ინფორმაცია

30 სექტემბერს მოლაშქრეთა კლუბი რონინი  გთავაზობთ 2 დღიან სათავგადასავლო ლაშქრობას კლდეკარიდან რკონში

შეკრების ადგილი და დრო:
შეკრების დრო: 6:00 სთ
გასვლა: 6:20 სთ.
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)

მოსანახულებელი ადგილები:
1. სოფ. ჩოლიანი 
2. კლდეკარის ციხე 
3. საბოლიას ხეობა
4.სვიმონ მესვეტის კოშკი
5. რკონის ქვახიდა 
6. რკონის სამონასტრო კომპლექსი 


ლაშქრობის დეტალური აღწერა:
პირველ დღეს, მივალთ ჩვენი ტრანსპორტით სოფ. ჩოლიანში საიდანაც ვიწყებთ ფეხ ტურს კლდეკარის ციხისაკენ,მისი მონახულების შემდეგ საბოლიას ხეობას ვსტუმრობთ სადაც ვბანაკდებით.მეორე დღეს თეძმის ხეობით ჩავალთ რკონში.ტურის მანძილზე 
გზად გავივლით ულამაზეს ხეობებს, მრავალფეროვან ტყის მასივებს და მდინარეებს.ვისიამოვნებთ ხედებით და გავერთობით ბოლომდეეე.. ;) იქიდან კი ემოციებით დატვირთულნი დავბრუნდებით დედაქალაქში.


მარშრუტის სირთულე: 
საშუალო.

ფეხით გასავლელი მანძილი: 
25 კმ.


ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 45 ლარი.
ერთი ოჯახიდან წყვილად წამოსულთათვის 40 ლარი

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 120 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

ფასში შედის:
1.ტრანსპორტირება 
2.გამყოლი 
3.ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური) 
4.პრიმუსი (ცხელი სასმელისთვის)
5. სალაშქრო აღჭურვილობა (კარავი,საძილე ტომარა,საგებელი(პარალონი) )
უმჯობესია გქონდეთ თქვენი,თუ ვერ იშოვით ჩვენ უზრუნველგყოფთ.

ფასში არ შედის:
ორი დღის სამყოფი საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად)

საჭირო ინვენტარი:
აუცილებელია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი, წამოიღოთ საწვიმარი, სალაშქრო ჯოხი.
აფთიაქი თუ იცით რომ რამეს უჩივით ან გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის.


გთხოვთ:

ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს.


დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე45.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/09/17
    დაბრუნება
    • 01/10/17