national delicacy

მოირონინე 7 ოქტომბერს ძამას ხეობის ტაძრები 17 ლარად

  • ID: 35147
  • ნახვები: 7488
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/10/17
    დაბრუნება
    • 07/10/17
დამატებითი ინფორმაცია

7 ოქტომბერს მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთავაზობთ ერთდღიან ტურს ძამას ხეობაში


 შეკრების ადგილი და დრო:
 დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)
 შეკრების დრო: 06:45 სთ. 
 გასვლა: 07:00 სთ.


 მოსანახულებელი ადგილები:
1. სამწევრისის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერი - გაიხსნა 1997 წლის 31 ოქტომბერს, მეუფე იობის ლოცვა - კურთხევით. ტაძარი აგებულია XVI- XVII სს-ში ძველი ეკლესიის ფუძეზე, დარბაზულია და ნეგებია ნატეხი ქვით.
2. ორთუბნის დედათა მონასტერი - ორთუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით ამოქმედდა 1997 წლის 27 ივნისს. ტაძარი XVII საუკუნით თარიღდება, ხოლო XVIII საუკუნის II ნახევარში ტაძრის დასავლეთ კედელზე სამსართულიანი სამრეკვლო მიუშენებიათ
3. სარკინეთის შიო მღვიმელის მამათა მონასტერი - ეს ეკლესიის გაიხსნა და იკურთხა 2011 წლის 20 ოქტომბერს, მიტროპოლიტ იობის მიერ. სარკინეთის შიო მღვიმელის ეკლესია XIV საუკუნის შემდეგ პირველია, რომელიც კლდის გამოქვაბულში აშენდა.
4. მზოვრეთის ციხე და მონასტერი - ციხე-დარბაზის აგება უშუალოდ დაკავშირებულია XVII საუკუნის დასაწყისში ფანასკერტელ-ციციშვილთა საფეოდალოს ცენტრის სამწევრისიდან მზოვრეთში (ზოვრეთი) გადმოტანასთან.
6. ყინწვისის მონასტერი - სამონასტრო ანსამბლი, რომლის ნაგებობათაგან დღემდე თითქმის თავდაპირველი სახით შემორჩა წმ. ნიკოლოზის ეკლესია, თრიღდება XII-XIII სს.
კომპლექსის ნაგებობათაგან შემორჩა აგრეთვე XIII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები (ფრესკებითა და კანკელით), განვითარებულია შუა საუკუნეების მცირე ეკლესია და გვიანდელი შუა საუკუნეების სხვა ნაგებობანი.


 ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 17 ლარი.


 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
 თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 72 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
 ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

 ფასში შედის:
1.ტრანსპორტირება 
2.გამყოლი 
3.ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური) 

 ფასში არ შედის:
კვება, საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და შემდეგ იქ ერთად მოვაწყობთ პიკნიკს.

 თქვენივე კომფორტისთვის გირჩევთ:
სასურველია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი და წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისათვის...

 ფეხით გასავლელი მანძილი 4 კმ. მარტივი.

 გთხოვთ:
 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
 ნუ დააბინძურებთ გარემოს;
 ნუ დატოვებთ ინიციალებს კულტურულ ძეგლებზე;
 ყველა ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორს!!!

 დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ: 599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე17.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/10/17
    დაბრუნება
    • 07/10/17