მოვიაროთ რაჭა #
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
Do The Hop In Nature…. ახდა თქვენი სურვილი და ესეც 2 დღიანი რაჭა.
მივიღებთ ყველას ვისაც ულაშქრია, დაუპყრია მწვერვალები, ან თუნდაც იმათ ვინც ახლა იდგამს ნაბიჯებს ამ საქმეში, მაგრამ მთლად მკვდარი სულები, სხვის ზურგზე ამფოფხებლები, მანათობელი ბოტასებით პოდიუმზე მოსეირნე არსებები და ამისთვის ვიარეთ-ვიწვალეები თვალში არ მომხვდეთ თქვენივე ჯანმრთელობისთვის. ასე რომ, ვისაც გული გერჩით, შემოგვიერთდით და ერთად შევხვდეთ სექტემბრის დასასრულსა და ოქტომბრის დაწყებას სასიამოვნო გარემოში.
ტურის ხანგძლივობა 2 დღე ⌛
დასა-Check-ინებელი ადგილები
ნაქერალას უღელტეხილი
ცხრაჯვარი
შაორის წყალსაცავი
ნიკორწმინდა
სხვავის საყინულე
უდაბნო
წესი
ბარაკონი
მრავალძალი
ონის სინაგოგა
უწერას საამაყო წყაროები
შოვი
ასევე შეიძლება სპონტანურად დაემატოს ლოკაციები
ფეხით გასავლელი მანძილია დაახლოებით: ასე თუ ისე ცოტა :)
ზარმაცებს და მძინარებს ველოდებით 15 წუთი. ⌚ შემდეგ კი გავემართებით ჩვენს გზაზე.
თბილისში ვიქნებით მეორე დღის 23:00-23:59 სთ-ზე
ინვენტარი (კარავი, საძილე ტომარა, ქვეშაგები) შედის ფასსში
ჩვენი რეკვიზიტები
1) TBC Pay-ით გადახდის შემთხვევაში
პირადი ნომერი: 47
2) ანგარიშიდან გადმორიცხვის შემთხვევაში TBC - ბანკის ანგარიშზე.
ჩარიცხვამდე აუცილებელია დაგვიკავშირდეთ ზარით ან SMS-ით და ჩაგვაწერინოთ თქვენი სახელი და გვარი გაურკვევლობების თავიდან ასაცილებლად.
თანხა მოიცავს:
- კარავი, საძილე ტომარა, პარალონი:
- მხიარულ გამყოლებს
- მწვადებს
- ფოტოგრაფს და არა ფოტოსესიებს. რაც შეეხება ფრაზებს: "აქედან მახინჯი ვჩანვარ არ გადამიღო" ეს არის შეცდომა. ფოტო ასახავს იმას რაც ხარ :) ჩვენ ნუ დაგვაბრალებ O:)
- წუწუნ/ბუზღუნის კონტროლს: ვტოვებთ გზაში ან მიკრო ავტობუსის წინ მივაბავთ და ისე ვივლით. (ზოგი საყვარლად ბუზღუნებს ხოლმე და ეგ შეიძლება)
საჭირო დეტალები:
კვება: წამოვიღოთ იმდენი რომ 2 დღე გვეყოს (არ მოგვაქვს თევზი -_- გავისვრი თევზიანად მარშუტკიდან, ასევე მალფუჭებად საკვებსაც მოვერიდოთ.
მინიმუმ კაცზე 1 ლიტრი წყალი. ნუ რაჭაში წყალი არ გაგვიჭირდება, მაგრამ ბოთლი მაინც ხომ გვინდა რომ ავავსოთ ასე, რომ მოგვაქვს წყალი vot tak ^_^
გოგოები მოვდივართ ელვის პრესლის ბაჩიებით.
ბიჭები ყურებიანი ჩუსტებით ^_^ და ჰალსტუხით
კომფორტის რა გითხრათ, მაგრამ ყველანი ბევრს ვიცინებთ. :)
ვინმე პანდის კოსტუმით წამოვიდეს რა ^_^
წამოვიღოთ თბილი მოსაცმელი, და ერთი ხელი გამოსაცვლელი ტანსაცმელი. თორემ როცა გცივა აღარაფერი გინდა :)
საწვიმარი გამოვაყოლოთ ხელს. მაინც, რა იცი, რა ხდებას თემაა.
გთხოვთ ასევე გაეცნოთ ჩვენს კოდექს
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილას ნასვამ/გადამთვრალ/გადმომთვრალ/ნაბახუსევ მდგომარეობაში.
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულის დროს ან მარშრუტში.
არავითარ შემთხვევაში არ ვყრით ნაგავს. დაგინებულია ამაზე.
არ ვუხვევთ მარშრუტს საკუთარი ნებასურვილით!
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად. ხდება გამონაკლისები, თუ ვინმე გზაში ძირს დაეცემა და ფართხალს დაიწყებს ნუ მსგავსს სულ აღარ სჭირდება კვება და ჩვენ მეტი დაგვრჩება. :)
ალკოჰოლთან დაკავშირებით. შეგვიძლია საღამოს რომ დავბანაკდებით მივირთვათ. წამოღება ნებაყოფლობითია მაგრამ მომწერეთ მაინც რამდენი მოგაქვთ რომ უცებ ჰოპ და 15 ლიტრი ჭაჭა არ გაჩნდეს :)
არავითარ შემთხვევაში არ ვარღვევთ ზემოთ მოხსენებულს წინააღმდეგ შემთხვევაში უჩვენოდ მოგიწევთ გზის გაგძელება.
ვიყოთ ერთად და მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება ამ დღეებისგან.
Bonus Challenge - ვინც მოახერხებს და დაიკარგება შემდეგ ტურზე მიიღებს ბონუსს. ორმაგ გადასახადს ^_^