მარტვილი,ოკაცე,კინჩხა.
ფოტო: Neide18701 · CC BY-SA 4.0; Stratovara · CC BY-SA 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
კონტაქტი, ლევანი
ჩვენი ტურისტული გეგმა ასეთია:
1.შეხვედრისა და გასვლის ადგილი: ქ.თბილისი,სააკაძის მოედანი,ტექნიკური უნივერსიტეტის მხარეს,გაჩერებასთან.
2.გასვლის დრო: 07:00სთ-ზე.
3.უკან დაბრუნების ადგილი სააკაძის მოედანი, სავარაუდო დრო: 23:30-სთ-ზე.
4.მოსანახულებელი ადილები:მარტვილის კანიონი,ოკაცეს კანიონი და კინჩხას ჩანჩქერი.
5.ფეხით სავალი მანძილი: 6-კმ ჯამში.
8.გასვლისას,საკვების შესაძენად,გავჩერდებით სუპერმარკეტთან.
9.ტურის სირთულე: საშუალო სირთულის.
10.ტურის სახეობა: სათავგადასავლო – შემეცნებითი.
11.თან იქონიეთ თბილი მოსაცმელი,საწვიმარი,სალაშქრო ფეხსაცმელი და დამატებით ერთი წყვილი გამოსაცვლელი ტანსაცმელი.
12.ტრანსპორტირება კონფორტული მიკროავტობუსით.
* კანიონებზე შესვლის საფასური:
* მარტვილის კანიონი (სტუდენტები და მოსწავლეები )
* მარტვილის კანიონზე ნავით გასეირნება
* ოკაცეს კანიონი (სტუდენტები და მოსწავლეები )
* მარტვილსა და ოკაცეს კანიონებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესვლა .
წესები:
1.არ დავდივართ ცალ-ცალკე
2.არავინ არ უხვევს მითითებულ მარშრუტს თავისი სურვილისამებრ
3.არ ვსვავთ მიკროავტობუსში და არ ვეწევით
4.არ ვაბინძურებთ ბუნებას
5.ვმოქმედებთ გუნდურად
6.არ მოვდივართ შეკრების ადგილას ნაბახუსევ მდგომარეობაში
სიაში ჩაწერა ხდება თანხის ჩარიცხვის შემდეგ:
>მიმღები ბანკი: "ს ბანკი", ბანკის კოდი: BAGAGE22
>მიმღების დასახელება: ლევანი კოტორაშვილი
>ასევე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია,ს ბანკის აპარატებიდან,პირადი ნომრით, პ/ნ: 06
> 3 დღით ადრე ჩარიცხული თანხა უკან არ დაბრუნდება რათა ტური არ ჩაიშალოს.
> სიაში ჩაწერის ბოლო დღე (პარასკევი).
პირობები:ვფიქრობთ, რომ მეტად მისაღები და ხელსაყრელია, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე რომ უკლებლივ ყველა გამყოლი მოლაშქრე, დღის ბოლოს დარჩეს კმაყოფილი და ნასიამოვნები.
სამეგრელო — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამეგრელოში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდი, მეგრული სადილი და ღამისთევა ზუგდიდში ან მარტვილთან. სვანეთთან ერთადაც შეგვიძლია დაგეგმოთ, ზუგდიდიდან მესტიის გზით — თარიღებს თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
კანიონებისა და მონასტრებისთვის საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 22–27°.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30°-ზე მეტი — ამ დროს ანაკლიასა და განმუხურში ზღვაზე მიდიან.
ზამთარი რბილია, მაგრამ წვიმიანი; კანიონებში ნავით გასეირნება ცივ და წყალდიდობის დღეებში შეიძლება შეჩერდეს.
რა ვნახოთ
- მარტვილის კანიონი — ზურმუხტისფერი მდინარე ვიწრო კლდეებს შორის, ნავით გასეირნება და ჩანჩქერები
- მარტვილის მონასტერი — ჭყონდიდის ტაძარი გორაზე, X საუკუნიდან
- დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი ზუგდიდში, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და ბოტანიკური ბაღით
- ნოქალაქევი — ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ნანგრევები, კედლებით და აბანოებით
- ბალდის კანიონი — ცისფერი წყალი და ტყის ბილიკი ოდიშის მთებში, მარტვილის ახლოს
- ანაკლია და განმუხური — ზღვის სანაპირო ენგურის შესართავთან, ხის ბულვარით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდამდე დაახლოებით 320 კმ-ია (4–5 საათი), მარტვილამდე — 280 კმ-მდე (დაახლოებით 3,5 საათი). ზუგდიდამდე მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, მარშრუტკები დიდუბიდან გადის; ქუთაისის აეროპორტიდან მარტვილის კანიონამდე საათზე ცოტა მეტია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ სენაკის გავლით ზუგდიდამდე; მარტვილი და ბალდა ქუთაისიდან უფრო ახლოსაა.
სად დავრჩეთ: ზუგდიდში — სასტუმროები და გესტჰაუსები; მარტვილთან — საოჯახო სახლები; ანაკლიაში — სასტუმროები ზღვასთან.
რა წავიღოთ: ზაფხულში — მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება; კანიონისთვის — წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქებში და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.