დღე თუშეთში კვებით
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Abramia Giorgi · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ჩვენთან ერთად იმგზავრებთ და დაისვენებთ საიმედოდ და კომფორტულად!
სანახავი ობიექტები:
პირველი დღე:
1. ალავერდის ტაძარი;
2. ქვემო ალვანი;
3. აბანოსუღელტეხილი (ზღვის დონიდან 2950 მ.);
4. რეინჯერების სახლი;
5. ვიზიტორთა ცენტრი;
6. ბოსლები (ქვემო ომალო);
7. შენაქო;
8. დიკლო;
9. დაბინავება სასტუმროში
მეორე დღე:
1. დართლო;
2. კვავლო ( 1-2 კმ ფეხით სასიარულო,მარტივი);
3. დანო;
4. ფარსმა;
5. ჭეშო;
6. გირევი;
7. დაბრუნება სასტუმროში
მესამე დღე
1. კესელოს კოშკები;
2. ნიამორების გადასახედი;
3. ბოჭორნა (2345მ);
4. დოჭუ;
5. გამომგზავრება თბილისში.
· მგზავრობა MITSUBISHI DELICA;
· საიმედო და გამოცდილი მძღოლი-გამყოლი;
· ფოტოგადაღება;
· საოჯახო-სასტუმრო სამჯერადი კვებით ორჯერადი კვებით
ფასები გათვლილია 7 კაციან ჯგუფზე.
რეკომენდაციები:
წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი, კეპი, საწვიმარი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, მზისგანდამცავი კრემი.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია! დასაჯავშნად აუცილებელია ბეს სახით ანგარიშის ნომერზე გადმორიცხოთ თანხა.
1 მანქანის ტევადობა 7 ადამიანი.
ასევე გთავაზობთ ტურებს და სატრანსპორტო მომსახურებას ს ნებისმიერ კუთხეში.
საკონტაქტო ნომერი:
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.