მარტვილის კანიონი და სალხინო <
ფოტო: Neide18701 · CC BY-SA 4.0; Stratovara · CC BY-SA 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მოგესალმებით:
∫ - გთავაზობთ ერთდღიან ულამაზეს და დაუვიწყარ ტურს მარტვილის კანიონში .
მოვინახულებთ:
∫ - მარტვილის მონასტერს
∫ - მარტვილის კანიონს
∫ - გაჭედილის კანიონის ჰესს
∫ - სალხინოს დადიანების სასახლეს
∫ - შეხვედრის დრო: 06:30 სთ / გასვლის დრო: 07:00 სთ:
∫ - შეხვედრის ადგილი მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია:
∫ - მგზავრობა: კომფორტული მიკროავტობუსით.
∫ - ტურის სირთულე: მარტივი.
∫ - მარტვილის კანიონში შესვლის საფასური . (ზრდასრული).
სტუდენტის და სკოლის მოსწავლის საფასური .
ნავებით გასეირნება 1 ადამიანი .
∫ - საკვები, რომელიც ყველას მოგვაქვს ინდივიდუალურად
∫ - და ყველა ერთად ვაწყობთ პიკნიკს
∫ - ტრანსპორტირება
∫ - გამყოლი(გიდი)
∫ - ფოტო გადაღება
∫ - პირველადიდახმარება (საჭიროებისშემთხვევაში).
∫ - ჩაი, ყავა და ცხელი წყალი.
გასათვალისწინებელი პირობები :
∫ - შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ!
∫ - აკრძალულია შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში მოსვლა
∫ - აკრძალულია ალკოჰოლის მიღება სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
∫ - არ ვეწევით ტრანსპორტში!
∫ - საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდაიმშემთხვევისა, თუვინმეშეუძლოდგახდა)!
∫ - არვყრითნაგავს !
∫ - არვბილწსიტყავობთ !
∫ - აკრძალულია დაგეგმილი მარშრუტის საკუთარინება-სურვილით გადახვევა!
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ და თბილ გარემოს
∫ - აუცილებლად ვემორჩილებით ორგანიზატორს
∫ - ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად . -20*/* ის გარდა.
∫ - ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას!.
∫ - ჩვენი რჩევა:გასათვალისწინებელი პირობები .
1.ჩავიცვათ მოხერხებულად და სპორტულად.(აუცილებელია).
2.გვეცვას სალაშქრო ფეხსაცმელი და არა"წკეტასები".(მიზანშეწონილია).
3.საწვიმარი (ყოველი შემთხვევისათვის).
4.გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, ნასკები და შარვალი, ჯემპრი..(აუცილებელია).
5.გვქონდეს მზის სათვალე.(მიზანშეწონილია). 6.კეპი.(აუცილებელია).
7.მზისგან დამცავი საშუალებები.(მიზანშეწონილია).
8.მინიმუმ წყალი.(აუცილებელია).
9.1 დღისთვის სამყოფი საკვები .(აუცილებელი).
10.სალაშქრო ჯოხი(მიზანშეწონილია).
11.ფანარი(აუცილებელია).
12.პირადი აფთიაქი(მიზანშეწონილია)
∫ - დავითი:
∫ - ვანო:
რეკვიზიტები:
ს ბანკი:
ანგარიშის ნომერი:GEL
აპარატიდან გადახდის შემთცვევაში:
პირადინომერი: 40
მიმღები: დავითი კვიციანი
ბედნიერ დღეს გისურვებთ
#tour #turi #ტური #გომისმთა #მარტვილი #კანიონი #VDtour #ლაშქრობა
სამეგრელო — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამეგრელოში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდი, მეგრული სადილი და ღამისთევა ზუგდიდში ან მარტვილთან. სვანეთთან ერთადაც შეგვიძლია დაგეგმოთ, ზუგდიდიდან მესტიის გზით — თარიღებს თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
კანიონებისა და მონასტრებისთვის საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 22–27°.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30°-ზე მეტი — ამ დროს ანაკლიასა და განმუხურში ზღვაზე მიდიან.
ზამთარი რბილია, მაგრამ წვიმიანი; კანიონებში ნავით გასეირნება ცივ და წყალდიდობის დღეებში შეიძლება შეჩერდეს.
რა ვნახოთ
- მარტვილის კანიონი — ზურმუხტისფერი მდინარე ვიწრო კლდეებს შორის, ნავით გასეირნება და ჩანჩქერები
- მარტვილის მონასტერი — ჭყონდიდის ტაძარი გორაზე, X საუკუნიდან
- დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი ზუგდიდში, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და ბოტანიკური ბაღით
- ნოქალაქევი — ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ნანგრევები, კედლებით და აბანოებით
- ბალდის კანიონი — ცისფერი წყალი და ტყის ბილიკი ოდიშის მთებში, მარტვილის ახლოს
- ანაკლია და განმუხური — ზღვის სანაპირო ენგურის შესართავთან, ხის ბულვარით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდამდე დაახლოებით 320 კმ-ია (4–5 საათი), მარტვილამდე — 280 კმ-მდე (დაახლოებით 3,5 საათი). ზუგდიდამდე მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, მარშრუტკები დიდუბიდან გადის; ქუთაისის აეროპორტიდან მარტვილის კანიონამდე საათზე ცოტა მეტია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ სენაკის გავლით ზუგდიდამდე; მარტვილი და ბალდა ქუთაისიდან უფრო ახლოსაა.
სად დავრჩეთ: ზუგდიდში — სასტუმროები და გესტჰაუსები; მარტვილთან — საოჯახო სახლები; ანაკლიაში — სასტუმროები ზღვასთან.
რა წავიღოთ: ზაფხულში — მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება; კანიონისთვის — წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქებში და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.