national delicacy

შემოდგომის რაჭა! ორდღიანი ტური რაჭაში - 16-17 სექტემბერი 19-20 აგვისტო - ქვემო და ზემო რაჭა

  • ID: 33906
  • ნახვები: 10816
complogo
ბონ ვოიაჟ
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/09/17
    დაბრუნება
    • 17/09/17
დამატებითი ინფორმაცია

ვისაც შემოდგომის რაჭა უნახავს ბედნიერია! ვისაც არა, უფრო ბედნიერი. რადგან თქვენ გელოდებათ პირველად ნახვის, გულის აჩქროლების და შეყვარების ჭრელი გრძნობები:)

 

 

გასვლის ადგილი და დრო - თბილისი - სააკაძის მოედანი - 07:00 საათი.

 

მოსანახულებელი ადგილები:
✓ ცხრაჯვარი (ფეხით გასავლელი მანძილი 9 კმ. ორივე გზა)
✓ შაორის წყალსაცავი
✓ ნიკროწმინდა
✓ საყინულეს მღვიმე
✓ ამბროლაური
✓ ბარაკონი
✓ ონის სინაგოგა
✓ უწერა (ბეწვის ხიდი, მინერალური წყლები)
✓ კურორტი შოვი (მჟავე წყლები)

 

1 დღე:

 

რაჭისკენ გავემართებით დილის 07:00 საათზე. ჩვენი პირველი სამიზნე მისტიური ცხრაჯვარია, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1569 მეტრია. მისი კლდოვანი გადმოსახედიდან კოლხეთის დაბლობის ულამაზესი ხედები იშლება. ლეგენდას, თუ რატომ დაერქვა ამ ადგილს ცხრაჯვარი იქვე, ციდან რამდენიმე მეტრზე გიამბობთ :).

შემდეგ შაორის წყალსაცავისკენ გავეშურებით, რომელიც რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში მდებარეობს და თვალისმომჭრელ სანახოაბს გვპირდება.

შაორზე ხედებით ტკბობისა და ცოტაოდენი შესვენების შემდეგ, სწორედ იმ ტაძარს ვეწვევით, რომელმაც თავისი დიდებულებით, თვით საქართველოს მეფე-პოეტი გალაკტიონი აღაფრთოვანა. დიახ, ეს ნიკორწმინდის გასაოცარი ტაძარია. მოვილოცავთ, თვალს შევავლებთ მის გრძნეულ ჩუქურთმებს და მჟღერ ქვის ჰარმონიას და გულში რამდენიმე ტაეპიც გამოკრთება თავისით:)

ნიკორწმინდის მონახულების შემდეგ გავილაშქრებთ საყინულეს მღვიმის მიმართულებით, რომელიც ზღვის დონიდან 1310 მეტრზე მდებარეობს და ზაფხულის დაუნდობელ სიცხეებში ყველაზე ძვირფასს - საოცარ სიგრილეს გვაჩუქებს.

ტურის პირველ დღეს დავასრულებთ რაჭის გულში - ამბროლაურში. დავბინავდებით  საოჯახო სასტუმროში, სადაც ერთმანეთს გავუზიარებთ მიღებულ შთაბეჭიდლებებს, რა თქმა უნდა მცირე ალკოჰოლისა (აქ უკვე დარდებიც შეგვიძლია გავაზიაროთ) და მწვადის თანხლებით (სხვათაშორის რაჭული ღორიც ლეგენდარულია :).

 

2 დღე:

 

სისხამ დილით, მზის ამოსვლამდე და მამლის ყივილამდე, მოვიფშვნეტთ თვალებს, გავივლით ცვრიან ბალახზე, ცოტა გამოვფხიზლდებით და სადმე ხის ძირში წამოვგორდებით, მოვიშუშებთ წინა ღამის იარებს, ავლაგ-ჩავლაგდებით და გავემართებით ონის მიმართულებით. გზად, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უძველესს ძეგლს ბარაკონს მოვინახულებთ, რომელიც სოფელ წესში მდებარეობს.

შემდეგ ვეწვევით ონს და მოვინახულებთ ერთ-ერთ უძველეს და საქართველოში სიდიდით მესამე სინაგოგას.

აქედან გეზს ავიღებთ უმშვენიერესი კურორტის - უწერას მიმართულებით. გავივლით ბეწვის ხიდზე და დავაგემოვნებთ სახელგანთქმულ მინერალურ წყლებს.

დღის ბოლოს კი გავემართებით შოვისაკენ, სადაც, ასევე, დავაგემოვნებთ განსხვავებულ მჟავე წყლებს და მთის სუფთა ჰაერს.

სწორედ აქ, ნაძვების კორიანტელში, დაგავიწყდებათ ფარენგეიტიც და ცელსიუსიც, წამოწვები ცამდე აზიდულ ფიჭვნარში და იგრძნობთ - როგორ ივსება ფილტვები გრილი ჰაერით, იცლება, ისევ ივსება და ასე ძალიან ბევრჯერ...

 

სწორედ ასეთი ამბებისთვის, შეკარით ჩანთები, მომართეთ მაღვიძარები და მოემზადეთ დაუვიწყარი ტურისთვის. ბოლო-ბოლო პირადად  ავუხსნათ რომ ის ჩვენი სიყვარულია :)


ტურის ღირებულება: 
ერთი ადამიანი 150 ლარი!

ღირებულება მოიცავს:
✓ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (ორი კონდინციონერით)
✓ საოჯახო სასტუმრო
✓ გიდის მომსახურება
✓ ფოტოგადაღება, დაუვიწყარი ფოტოები
✓ მწვადები, მცირე ალკოჰოლი
✓ ჩაი/ყავა

 

 


"ბონ ვოიაჟ"

☎ ტურის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:  

Phone:  593 22 54 88

Email:  info@bvtours.ge

Facebook: https://www.facebook.com/BonVoyageToursGeorgia/

 

თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშზე:

შპს თრეველ სერვისი

მომსახურე ბანკის კოდი          BAGAGE22

ანგარიშის ნომერი       GE46BG0000000142327500

საიდენტიფიკაციო კოდი        444959172

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე150.00
ბონ ვოიაჟ
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/09/17
    დაბრუნება
    • 17/09/17