ჯუთას ჭიუხები

ამ ტურის თარიღები გასულია

მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.

ფასიფასი — მოთხოვნით
ID33845

ტურის შესახებ

წამოხვალ? - მე უნდა წავიდე.
ბარს ვტოვებ, ქვეყანას კი არა.
იქ, მთებში, მეძახის მთის სული,
ფრიალებს ნისლების ტიარა.
წამოხვალ? - მე ვეღარ დავრჩები,
მომბეზრდა სიტყვებით თამაში.
წავალ იქ, სადაც მზე ვარვარებს,
ვით თონეს მიკრული ლავაში.
ცხოვრება ჰა და ჰაა, გავიდა...
მე კი აქ ბუსავით ვბერდები...
იქ მინდა, სადაც ცას კოცნიან
დათოვლილ მწვერვალთა კერტები.
იქ მინდა, სად ფერი, ცისფერი,
კლდეთა ზოლს მიჰყვება არშიად,
იქ, სადაც მუხლებზე დავდგები
და ღმერთებს გავანდობ ხვაშიადს ...
წამოხვალ?.. მე უნდა წავიდე,
სულ რიდით ცხოვრება ძნელია.
წავიდეთ იქ, სადაც მთა გვიხმობს,
იქ, სადაც შურთხები გველიან

გასვლა 8 სთ-ზე ველოსიპედის ძეგლიდან

გზა 3-3.5 საათი

ადგილზე ულამაზესი ხედებით დატკბობა

პიკნიკი და ურთიერთობა

საღამოს 6 6 სთ-ზე უკან წამოსვლა

9 სთ-ზე ველოსიპედის ძეგლთან ჩამოსვლა

სიგარეტს მანქანაში არ ვეწევით, გარემოს არ ვაბინძურებთ, ვტკბებით ცხოვრებით.

მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.