ეგზოტიკური და დაუვიწყარი ტური მარტვილის კანიონზე- ლ.
ფოტო: Lasha ge · CC BY-SA 4.0; David1010 · CC BY-SA 4.0; Neide18701 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ნუ დარჩები სახლში!
წამოდი ჩვებთან ერთად მარტვილის კანიონზე! თავი დააღწიე გამტანჯველ სიცხეს! მოინახულე ულამაზესი უნიკალური ბუნების ძეგლები! გაცურე ნავით მდინარე აბაშაზე, შენი თვალით იხილე 25 მილიონი წლის წინანდელი ცხოველების ძვლების ნაშთები და ნაფეხურები! დატკბი ჩანჩქერების და კანიონების ფონზე თვალწარმტაცი ბუნებით! მოილოცე მარტვილის ულამაზესი და წმინდა მონასტერი!
მარშუტი: თბილისი-მარტვილი-თბილისი
გასვლა დილას:ვიკრიბებით 6:00-სთ, გავდივართ 06:30 სთ-ზე. ველოსიპედის ძეგლიდან (რედისონის ტერიტორია)
უკან დაბრინება 23:00 სთ.
ტურის სირთულე: მარტივი
მოსანახულებელი ადგილები:
1) მისტიური მარტვილის კანიონი (თუ მოვასწარით, გავგრილდებით დადიანების საბანაოზეც)
2) მარტვილის მონასტერი
3) დადიანების სასახლე (სალხინოში)
ტურის მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა 16 ადამიანი, მაქსიმალური 21 ადამიანი.
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით;
გიდი, გამყოლი;
ფოტო გადაღება;
მინერალური წყალი და ერთჯერადი ჭურჭელი;
სიურპრიზი-(გათამაშება)!
კვება, ამ საკითხზე ტურის თითოეული მონაწილე ზრუნავს ინდივიდუალურად და შემდეგ ვპიკნიკობთ ყველა ერთად.
მარტვილის კანიონის დათვალიერება, ბილეთის ფასი ერთ ადამიანზე - შესვლა (მოსწავლე და სტუდენტი ) ნავით სეირნობა .
დადიანების სასახლე ბილეთების .
უცხოენოვანი გიდი მოთხოვნის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ:
* არ ვანაგვიანებთ გარემოს!
* არ ვიგვიანებთ შეკრების ადგილზე!
* არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში ან ნაბახუსევი!
* არ ვიღებთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!
* ვუჯერებთ ტურის გამყოლ-ორგანიზატორებს!
* საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და ერთად ვაწყობთ პიკნიკს!
თანხას ვრიცხავთ წინასწარ, შემდეგ ანგარიშის ნომერზე:
დანიშნულებაში მიუთითეთ: თქვენი სახელი გვარი, ,,მარტვილის კანიონი“
ს.ს."თიბისი ბანკი "
AKAKI LOMITASHVILI
TBCPaybox -აპარატებიდან: პ/ნ:68. მიმღები -AKAKI
სამეგრელო — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამეგრელოში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდი, მეგრული სადილი და ღამისთევა ზუგდიდში ან მარტვილთან. სვანეთთან ერთადაც შეგვიძლია დაგეგმოთ, ზუგდიდიდან მესტიის გზით — თარიღებს თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
კანიონებისა და მონასტრებისთვის საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 22–27°.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30°-ზე მეტი — ამ დროს ანაკლიასა და განმუხურში ზღვაზე მიდიან.
ზამთარი რბილია, მაგრამ წვიმიანი; კანიონებში ნავით გასეირნება ცივ და წყალდიდობის დღეებში შეიძლება შეჩერდეს.
რა ვნახოთ
- მარტვილის კანიონი — ზურმუხტისფერი მდინარე ვიწრო კლდეებს შორის, ნავით გასეირნება და ჩანჩქერები
- მარტვილის მონასტერი — ჭყონდიდის ტაძარი გორაზე, X საუკუნიდან
- დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი ზუგდიდში, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და ბოტანიკური ბაღით
- ნოქალაქევი — ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ნანგრევები, კედლებით და აბანოებით
- ბალდის კანიონი — ცისფერი წყალი და ტყის ბილიკი ოდიშის მთებში, მარტვილის ახლოს
- ანაკლია და განმუხური — ზღვის სანაპირო ენგურის შესართავთან, ხის ბულვარით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდამდე დაახლოებით 320 კმ-ია (4–5 საათი), მარტვილამდე — 280 კმ-მდე (დაახლოებით 3,5 საათი). ზუგდიდამდე მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, მარშრუტკები დიდუბიდან გადის; ქუთაისის აეროპორტიდან მარტვილის კანიონამდე საათზე ცოტა მეტია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ სენაკის გავლით ზუგდიდამდე; მარტვილი და ბალდა ქუთაისიდან უფრო ახლოსაა.
სად დავრჩეთ: ზუგდიდში — სასტუმროები და გესტჰაუსები; მარტვილთან — საოჯახო სახლები; ანაკლიაში — სასტუმროები ზღვასთან.
რა წავიღოთ: ზაფხულში — მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება; კანიონისთვის — წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქებში და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.