ოკაცესა და მარტვილის კანიონების განსაკუთრებულად საინტერესო ტური
ფოტო: Natia an · CC BY-SA 4.0; Neide18701 · CC BY-SA 4.0; Stratovara · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტური, რომელსაც მხოლოდ ჩვენთან ნახავ! სულ სხვა თვალით დანახული სამეგრელო და იმერეთი
შეკრების დრო / ადგილი: 06:30 ვარდების მოედანი, ველოსიპედის ძეგლი
ტურის მოკლე აღწერა:
07:00 გავემგზავრებით ხონის მიმართულებით, ვესტუმრებით სოფელ გორდს, სადაც მოვინახულებთ ულამაზეს ▼ოკაცეს კანიონსა და ▼კინჩხას ჩანჩქერს. ეს ორი ულამაზესი ადგილი იმერეთის მხარეს წარმოადგენს. შემდგომ გადავალთ სამეგრელოს კუთხეში და უმშევენიერეს ქალაქ მარტვილს მოვინახულებთ.
მარტვილი კი ისე არ უნდა დატოვო, რომ ▼მარტვილის ღვთისმშობლის მონასტერი არ მოილოცო და ექსტრემალური საბაგიროთი არ იმგზავრო.
შემდეგი მოსანახულებელი ობიექტი როგორც წესი მარტვილის კანიონია, მაგრამ აქაც პატარა გადახვევაა საჭირო და ▼მხარეთმცოდნების მუზეუმის მონახულება, რომელიც ფანტასტიურად წარმოაჩენს მეგრულ ტრადიციებსა და ამ მხარის ისტორიას. აქ ჩვენს თვალწინ გადაიშლება მარტვილის კანიონების წარმოქმნის და ფორმირების ეტაპები. სწორედ ამის შემდეგაა დრო ეწვიო ▼მარტვილის კანიონს და გაისეირნო ნავით ულამაზეს აბაშისწყლის ხეობაში.
დღეს კი ▼სალხინოს დადიანების საგაზავხულო რეზიდენციაში ღვინის დაგემოვნებით დავასრულებთ. ემოციებისაგან დაღლილებს კი ისღა დაგვრჩენია დაბრუნდეთ ჩვენს დედაქალაქში და გადავცეთ გარშემომყოფებს შთაბეჭდილებები, რომელიც ს ორი ულამაზესი კუთხის მონახულებით გაგვიჩნდა.
Price includes:
ტრანსპორტირება / Transportation
ფოტო გადაღება / Photo service
გამყოლის მომსახურება / Guide service
_______________________________________________
For reservation and more details contact us:
სამეგრელო — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამეგრელოში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდი, მეგრული სადილი და ღამისთევა ზუგდიდში ან მარტვილთან. სვანეთთან ერთადაც შეგვიძლია დაგეგმოთ, ზუგდიდიდან მესტიის გზით — თარიღებს თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
კანიონებისა და მონასტრებისთვის საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 22–27°.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30°-ზე მეტი — ამ დროს ანაკლიასა და განმუხურში ზღვაზე მიდიან.
ზამთარი რბილია, მაგრამ წვიმიანი; კანიონებში ნავით გასეირნება ცივ და წყალდიდობის დღეებში შეიძლება შეჩერდეს.
რა ვნახოთ
- მარტვილის კანიონი — ზურმუხტისფერი მდინარე ვიწრო კლდეებს შორის, ნავით გასეირნება და ჩანჩქერები
- მარტვილის მონასტერი — ჭყონდიდის ტაძარი გორაზე, X საუკუნიდან
- დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი ზუგდიდში, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და ბოტანიკური ბაღით
- ნოქალაქევი — ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ნანგრევები, კედლებით და აბანოებით
- ბალდის კანიონი — ცისფერი წყალი და ტყის ბილიკი ოდიშის მთებში, მარტვილის ახლოს
- ანაკლია და განმუხური — ზღვის სანაპირო ენგურის შესართავთან, ხის ბულვარით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდამდე დაახლოებით 320 კმ-ია (4–5 საათი), მარტვილამდე — 280 კმ-მდე (დაახლოებით 3,5 საათი). ზუგდიდამდე მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, მარშრუტკები დიდუბიდან გადის; ქუთაისის აეროპორტიდან მარტვილის კანიონამდე საათზე ცოტა მეტია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ სენაკის გავლით ზუგდიდამდე; მარტვილი და ბალდა ქუთაისიდან უფრო ახლოსაა.
სად დავრჩეთ: ზუგდიდში — სასტუმროები და გესტჰაუსები; მარტვილთან — საოჯახო სახლები; ანაკლიაში — სასტუმროები ზღვასთან.
რა წავიღოთ: ზაფხულში — მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება; კანიონისთვის — წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქებში და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.