მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, კინჩხას ჩანჩქერი

ფოტო: Natia an · CC BY-SA 4.0; Neide18701 · CC BY-SA 4.0; Stratovara · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასამეგრელო
ფასიფასი — მოთხოვნით
ID33757

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ერთდღიანი დაუვიწყარი ტური ულამაზეს მარტვილისა და ოკაცეს კანიონში

სირთულე: მარტივი

ტურის ფარგლებში თქვენ ნახავთ:

ოკაცეს კანიონი (გორდის დაკიდული მოაჯირი)

კინჩხას ჩანჩქერი

მარტვილის კანიონი

აბჰესის ჩანჩქერი

გასვლი დრო და ადგილი: 08:00 , ზუგდიდის მეორე სკოლის მიმდებარე ტერიტორია
დავბრნდებით 21:00 საათისათვის იმავე ადგილზე

თუ 5 მდე ადამიანს წამოიყვან, თითოზე ჩვენგან, 5_ზე მეტი ადამიანის შემთხვევაში, თითოეულზე

ტრანსპორტირება კომფორტული მიკრო ავტობუსით.

გამოცდილი გამყოლის მომსახურება;

ფოტო გადაღება

სახალისო თამაშები

კვება, საკვებს წამოვიღებთ ინდივიდუალურად და მოვაწყობთ პიკნიკს ულამაზეს ბუნებაში. დაცული ტერიტორიის ბილეთის საფასური.

ოკაცეს კანიონში

ზრდასრული – ;

სტუდენტი და სკოლის მოსწავლე – .

(თან იქონიეთ სტუდენტის მოწმობა)

დამატებითი შეთავაზება:

სტაციონარული ფოტოგადამღები მოწყობილობით ფოტოს გადაღება – ;

შემნახველი საკანი –

მარტვილის კანიონში

შესვლა

ნავით გასეირნება

ტურზე ჩასაწერად, რეგისტრაციის გავლის შემდეგ ნაჩვენებ ანგარიშზე აუცილებელია გადმორიცხოთ მინიმუმ . ჩარიცხული თანხა 2 დღით ადრე უარის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება! (რადგან ტური არ ჩაიშალოს).

ნასვამ მდგომარეობაში ტურზე არ დაიშვებიან.

მსურველებს შეგიძლიათ წამოიღოთ პირსახოცი და გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საცურაო კოსტიუმები.

ტური რომ შედგეს აუცილებელია შეგროვდეს 12 ტურისტი.
P.S.
ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორს. ჩვენთან გელოდებათ სასიამოვნო და მეგობრული გარემო.

დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაცია ტურზე:

სამეგრელო — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სამეგრელოში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდი, მეგრული სადილი და ღამისთევა ზუგდიდში ან მარტვილთან. სვანეთთან ერთადაც შეგვიძლია დაგეგმოთ, ზუგდიდიდან მესტიის გზით — თარიღებს თქვენ ირჩევთ.

როდის წავიდეთ

კანიონებისა და მონასტრებისთვის საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 22–27°.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30°-ზე მეტი — ამ დროს ანაკლიასა და განმუხურში ზღვაზე მიდიან.
ზამთარი რბილია, მაგრამ წვიმიანი; კანიონებში ნავით გასეირნება ცივ და წყალდიდობის დღეებში შეიძლება შეჩერდეს.

რა ვნახოთ

  • მარტვილის კანიონი — ზურმუხტისფერი მდინარე ვიწრო კლდეებს შორის, ნავით გასეირნება და ჩანჩქერები
  • მარტვილის მონასტერი — ჭყონდიდის ტაძარი გორაზე, X საუკუნიდან
  • დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი ზუგდიდში, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და ბოტანიკური ბაღით
  • ნოქალაქევი — ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ნანგრევები, კედლებით და აბანოებით
  • ბალდის კანიონი — ცისფერი წყალი და ტყის ბილიკი ოდიშის მთებში, მარტვილის ახლოს
  • ანაკლია და განმუხური — ზღვის სანაპირო ენგურის შესართავთან, ხის ბულვარით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ზუგდიდამდე დაახლოებით 320 კმ-ია (4–5 საათი), მარტვილამდე — 280 კმ-მდე (დაახლოებით 3,5 საათი). ზუგდიდამდე მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, მარშრუტკები დიდუბიდან გადის; ქუთაისის აეროპორტიდან მარტვილის კანიონამდე საათზე ცოტა მეტია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ სენაკის გავლით ზუგდიდამდე; მარტვილი და ბალდა ქუთაისიდან უფრო ახლოსაა.
სად დავრჩეთ: ზუგდიდში — სასტუმროები და გესტჰაუსები; მარტვილთან — საოჯახო სახლები; ანაკლიაში — სასტუმროები ზღვასთან.
რა წავიღოთ: ზაფხულში — მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება; კანიონისთვის — წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქებში და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.

სამეგრელო: გზამკვლევი
სამეგრელო

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სამეგრელოს?
მარტვილის კანიონი, მონასტერი და ბალდა ერთ დღეში ჯდება. ზუგდიდის, ნოქალაქევისა და ანაკლიის დასამატებლად 2–3 დღე სჯობს.
როდის შეიძლება მარტვილის კანიონში ნავით გასეირნება?
ძირითადად გაზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე; ძლიერი წვიმისა და მაღალი წყლის დროს ნავები შეიძლება არ გავიდეს. ზაფხულში დილით მისვლა სჯობს — შუადღისას რიგია.
რა უნდა გავსინჯოთ?
ელარჯი, გებჟალია, მეგრული ხაჭაპური, ღომი სულგუნით და ცხარე აჯიკა. სამეგრელოს სამზარეულო საქართველოში ყველაზე ცხარეა — თუ ცხარე არ გიყვართ, წინასწარ თქვით.
შეიძლება თუ არა სამეგრელოსა და სვანეთის გაერთიანება?
კი, ზუგდიდიდან მესტიამდე დაახლოებით 130 კმ-ია, 3 საათამდე მთის გზით. ბევრი ჯერ ზუგდიდში ათევს ღამეს, მეორე დღეს კი სვანეთში აგრძელებს გზას.
როგორია ანაკლიის სანაპირო?
ქვიშიანი პლაჟია, წყალი თანდათან ღრმავდება, ამიტომ ბავშვებთან მოსახერხებელია. ურეკთან და ბათუმთან შედარებით წყნარია, სასტუმროები ძირითადად ზაფხულში მუშაობს.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.