შატილი მუცო #
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურის ხანგძლივობა 1 დღე ⌛
დასა-Check-ინებელი ადგილები
დათვის ჯვრის უღელტეხილი
შატილი
ანატორის აკლდამები
მუცო
გასვლის დრო: 6:30 სთ
შეკრების ადგილი: რედისონთან „ველოსაპედი“ რომ არის იქ.
თუ გეშინიათ რომ ვერ შეგამჩნევთ და დაგტოვებთ, ველოსიპედზე დაჯექით და აუცილებლად შეგამჩნევთ...
თუ მაგისაც შეგრცხვება ჩვენს მუსიკას მაინც გაიგონებ და ეგ არის რა :)
ზარმაცებს და მძინარებს ვერ დაველოდებით. 6:30 დაიძვრება მიკროავტობუსი. ⌚
ჩვენი რეკვიზიტები
1) TBC Pay-ით გადახდის შემთხვევაში
პირადი ნომერი: 47
2) ანგარიშიდან გადმორიცხვის შემთხვევაში TBC - ბანკის ანგარიშზე.
ჩარიცხვამდე აუცილებელია დაგვიკავშირდეთ ზარით ან SMS-ით და ჩაგვაწერინოთ თქვენი სახელი და გვარი გაურკვევლობების თავიდან ასაცილებლად.
თანხა მოიცავს:
უსაფრთხო მგზავრობა/გამოცდილი მძღოლი
მხიარული სტაFFი რომელიც იზრუნებს თქვენზე
ლანჩ-პაკეტს
უკანა გზაზე შეგვიძლია "წავიტაშხინკალათელაუროთ"
სირთულეები:
1 დღე ნამდვილად ცოტაა იმისთვის რომ ეს ადგილები კარგად დავათვალიეროთ, ასე რომ შეიძლება კი არა დაგვაგვიანდება და ჩამოვალთ გვიან თბილისში.
ხევსურეთი ხშირად არაპროგნოზირებადი არს ამინდის მიმართ, ამიტომ წვიმისთვის მზად ვიყოთ ^_^
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილას ნასვამ/გადამთვრალ/გადმომთვრალ/ნაბახუსევ მდგომარეობაში.
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულის დროს ან მარშრუტში.
არავითარ შემთხვევაში არ ვყრით ნაგავს. დაგინებულია ამაზე.
არ ვუხვევთ მარშრუტს საკუთარი ნებასურვილით!
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად. ხდება გამონაკლისები, თუ ვინმე გზაში ძირს დაეცემა და ფართხალს დაიწყებს ნუ მსგავსს სულ აღარ სჭირდება კვება და ჩვენ მეტი დაგვრჩება. :)
არავითარ შემთხვევაში არ ვარღვევთ ზემოთ მოხსენებულს წინააღმდეგ შემთხვევაში უჩვენოდ მოგიწევთ გზის გაგძელება.
ვიყოთ ერთად და მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება ამ დღისგან.
Bonus Challenge - ვინც მოახერხებს და დაიკარგება შემდეგ ტურზე მიიღებს ბონუსს. ორმაგ გადასახადს ^_^