აჭარა
ფოტო: Dmitry A. Mottl · CC BY-SA 4.0; Krzysztof Ziarnek, Kenraiz · CC BY-SA 4.0; კოლხი · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
-მტირალას ეროვნული პარკი
-ბოტანიკური ბაღი
-გონიოს ციხე
-სარფი (სოფ-კალანდარი)
-მახუნცენთის ჩანჩქერი
-მახუნცენთის გვირაბი
-თამარის ხიდი (სოფ.ზამლეთში)
-სხალთის ეკლესია
-ხიხანის ციხე (ხიხაძირის ხეობაში)
-ბეშუმი
-გოდერძის უღელტეხილი
-მწვანე ტბა
პირველი დღე
-10-00 საათზე გავდივართ ჩაქვის მიმართულებით და მოვინახულებთ მტირალას ეროვნულ პარკს
-12-00 საათისთვის ვათვალიერებთ ბოტანიკურ ბაღს
-14-00 საათისთვის ვათვალიერებთ გონიოს ციხეს
-16-00 საათისთვის სარფიდან ავდივართ სოფ.კალანდარში და ზემოდან ვტკბებით ზღვის ხედით.
-17-00 საათისთვის ჩამოვდივართ სარფში. ვბანაობთ ზღვაში. დავისვენებთ.გავირუჯებით
-20-00 საათისთვის ვბრუნდებით ბათუმში მივირთმევთ ვახშამს (ლანჩი) და დავბინავდებით სასტუმროში ამის შემდეგ შესაძლებელია ბათუმის საბაგიროთი გასაერნება და ღამის ბათუმის დათვალიერება ( თუ ამის საერთო სურვილი იქნება)
მეოერე დღე
-06-00 საათზე გავდივართ ხიხანის ხეობის მიმართულებით
-07-30 საათისთვის მოვინახულებთ მახუნცეთის ჩანჩქერს
-08-30 საათისთვის მახუნცენთის გვირაბს სადაც შესაძლებელი იქნება გვირაბზე ზემოდან ასვლა და ბუნებაში სურათების გადაღება. აქვე მივირთმევთ საუზმეს
-10-00 საათისთვის მოვინახულებთ თამარის ხიდს (სოფ.ზამლეთი)
-11-00 საათისთვის მოვინახულებთ სხალთის ეკლესიას
-13-00 საათისთვის ვიქნებით ხიხანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე. საიდანაც გზას გავაგრძელებთ ფეხით ხიხანის ციხისკენ მიმავალი ბილიკით
-19-00 საათისთვის ვბრუნდებით უკან სოფ. ბაკი. ბაკოში და დავბინავდებით საოჯახო სასტუმროში აქვე მივირთმევთ ვახშამს (აჭარული კერძები) ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სოფ.მთის უბანში მოვინახულოთ ბუნებრივი მაცივარი ( თუ ამის საერთო სურვილი იქნება )
მესამე დღე
-08-00 საათზე საუზმე
-09-00 საათისთვის ხიხანის ციხის მიმდებარე ტერიტორიდან გადავდივართ კურორტ ბეშუმში სადაც გავჩერდებით დავათვალიერებთ. რის შემდეგაც მოვინახულებთ მწვანე ტბას. შემდეგ გოდერძის უღელტეხილით ჩამოვდივართ ხულოს რაიონში, გავისეირნებთ მთიან საბაგიროზე რის შემდეგაც ვაგრძელებთ ბათმისკენ გზას.. კვლავ მოვინახულებთ მახუნცენთის ჩანჩქერს ვიბანავებთ მთის მდინარეში და ვისადილებთ
20-00 საათისთვის ვჩერდებით ბათუმში ერას მოედანზე
შეხვედრის ადგილი; ქ.ბათუმი ერას მოედანი 9-00 საათი
ტურის ღრებულება; ერთი ადამიანი
კვება-ზემოთ აღნიშნული განრიგის მიხედვით
გასათვალისწინებელი პირობები;
მარშუტი გადის მაღალ მთიან ადგილებში
არ ვიმყოფებით ნასვამ მდგომარეობაში
გზაში არ ვსვამთ ალკოჰოლს (ტურის დასრულებამდე)
არ ვანაგვიანებთ გარემოს
ვემორჩილებით ხემძღვანელ პირს
შ ე ნ ი შ ვ ნ ა
ამასთან ერთად დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ კარგ დასვენებას საზღვაო კურორტ ბათუმში თავისი ღირსშესანიშნაობების ნახვით, სასტუმროთი და სამჯერადი კვებით. დღეების რაოდენობა განუსაზღვრელია. ფასი შეთანხმებით.
აჭარა — რა ტურებს გთავაზობთ
ტური აჭარაში — ტრანსპორტი ან მატარებლის ბილეთი, სასტუმრო ზღვასთან და, სურვილისამებრ, ექსკურსიები მთიან აჭარასა და ბოტანიკურ ბაღში; ზამთარში კი გოდერძი თხილამურით. ზაფხულში ნომრები სწრაფად ივსება, ამიტომ თქვენს თარიღებზე ადრევე შეგირჩევთ.
როდის წავიდეთ
საზღვაო სეზონი ივლისიდან სექტემბრამდეა: ჰაერი 27–30°, წყალი 24–26°. სექტემბერში ზღვა ჯერ კიდევ თბილია, ხალხი კი ნაკლები.
მაისი–ივნისი და ოქტომბერი კარგია ბოტანიკური ბაღისა და მთიანი აჭარისთვის, მაგრამ აჭარა საქართველოს ყველაზე წვიმიანი კუთხეა — ქოლგა ყოველთვის გამოგადგებათ.
ზამთარში ბათუმი წყნარია და იაფი (8–12°), გოდერძზე კი დეკემბრიდან მარტამდე თხილამურით სრიალებენ.
რა ვნახოთ
- ბათუმის ბულვარი და ძველი ქალაქი — 7 კმ-იანი სანაპირო ველობილიკით, ევროპის მოედანი, ალი და ნინო, ანბანის კოშკი და არგოს საბაგირო
- ბოტანიკური ბაღი — მწვანე კონცხზე, ბათუმიდან 9 კმ-ში: 100 ჰექტარზე მეტი ბაღი ზღვის თავზე სხვადასხვა კონტინენტის მცენარეებით
- გონიოს ციხე — რომაული და ბიზანტიური ციხე-სიმაგრე, ბათუმიდან 12 კმ-ში; ტრადიციით აქ მოციქულ მატათას საფლავია
- მაჭახელას ხეობა და მახუნცეთის ჩანჩქერი — ბათუმიდან 30 კმ-ში, თამარის თაღოვანი ხიდით და ღვინის მარნებით გზის პირას
- მტირალას ეროვნული პარკი — კოლხური ტყე, ბილიკები ჩანჩქერებამდე, ჩაქვთან
- პეტრას ციხე და ქობულეთის პლაჟი — ბიზანტიური ციხის ნანგრევები ზღვის თავზე ციხისძირში და გრძელი კენჭიანი პლაჟი
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ბათუმამდე Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით 360 კმ-მდე და დაახლოებით 5 საათი; ზაფხულში დამატებით რეისებს ნიშნავენ, ამიტომ ბილეთი ადრე იყიდეთ. ქობულეთი ბათუმამდე 25 კმ-ით ადრეა, ხოლო მარშრუტკები და ავტობუსები ბათუმში დიდუბისა და ორთაჭალის სადგურებიდან გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან რიკოთის ახალი გზით ქუთაისის გავლით, ბოლო მონაკვეთი კობულეთის შემოვლითი ტრასაა; მთიან აჭარაში, ხულოსა და გოდერძისკენ, გზა ვიწრო და დაკლაკნილია.
სად დავრჩეთ: ბათუმში — სასტუმროები და ბინები ბულვართან ან ძველ ქალაქში, ქობულეთსა და გონიოში — უფრო მშვიდი სასტუმროები პლაჟთან, მთაში — საოჯახო გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: საწვიმარი ან ქოლგა ნებისმიერ სეზონზე, სანდლები კენჭიანი პლაჟისთვის.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი ყველგან კარგია, მთიან სოფლებში — ადგილ-ადგილ.