დღე თუშეთში
ფოტო: Alex Maisuradze · CC BY-SA 3.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
თუშეთი დაუვიწყარი 3 დღიანი ტური .
იხილეთ სამოთხე დედამიწაზე.
შეიგრძენით ბუნებისა და მთების სიდიადე
დაათვალიერეთ ულამაზესი თუშეთის სოფლები , კოშკებ , ციხესიმაგრე , აკლდამები და დატკბით ბუნების პეიზაჟებით.
3 დღე და 2 ღამე
1: დღე
1. ალავერდის მონასტერი
2. აბანოს უღელტეხილი ( ზღვის დონიდან 2950 მეტრი )
3. შენაქო
4. დიკლო
5. ომალო ( სადაც დავბანაკდებით კარვებში ) (სასტუმრო სურვილისამებრ)
2: დღე
1. ძველი ომალო ( კესელოს კოშკები )
2. დართლო
3. დანო
4. ყვავლო ( ფეხით სასიარულო )
5. დაბრუნება ომალოში დასაბანაკებლად (სურვილისამებრ დავაგემოვნებთ თუშურ ხინკალს)
3: დღე
1. დოჭუ ( ფეხით სასიარულო 4 კმ )( ლეგენდის თანახმად ამ სოფელში ბავშვებს ჯაჭვით აბამდნენ რათა კლდიდან არ გადავარდნილიყვნენ )
2. ბოჭორმა
3. დაბრუნება თბილისში.
რეკომენდაცია .
1. მოგაქვს 3 დღის საკმარი წყალი და საჭმელი სიგარეთი
2. ვიცმევთ ლაშქრობისათვის მოხერხებულ სპორტულ ტასაცმელსა და ფეხსაცმელს , აგრეთვე მოგვაქვს თბილი მოსაცმელი
3. მოგვაქვს სალაშქრო ახჭურვილობა .
კარავი
პარალონი
საძილე ტომარა
საწვიმარ ლაბადა
ფანარი
სელფის ჯოხი ????
( ვისაც არააქვს ახჭურვილობა შესაძლებელია ქირაობა Tent ge სგან "არ არს ძვირი" )
აკრძალვები .
1. თუშური ტრადიციის თანახმად თუშეთში ღორის ხორცის შეტანა და მირთმევა აკრძალულია
2. ავტომობილში ალკოჰოლის მიღება არშეიძლება
3. სიგარეტის მოწევა ავტომობილში დასაშვებია " მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველა მგზავრი თანახმაა"
4. არ ვაბინძურებთ გარემოს
გამგზავრების დრო და ადგილი.
მეტრო რუსთაველის მოპირდაპირედ ველოსიპედთან
ერთ პერსონაზე
ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის ჯიპით
MITSUBISHI DELICA 4 x4
საკონტაკტო
მერაბ
მიმღები მერაბ ხარაზიშვილი
დანიშნულება, თუშეთი სახელი და გვარი
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.