national delicacy

სამდღიანი ტური თუშეთში 14-15-16 ივლისს!!!

  • ID: 33021
  • ნახვები: 5325
complogo
ვექო თრეველი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/07/17
    დაბრუნება
    • 27/07/17
დამატებითი ინფორმაცია

თუშეთი ეს სხვა საქართველოა!!!
ჩენ ყოველ კვირა აქ ვართ!!!
14 ივლისს მივემართებით კვლავ თუშეთისკენ!!!
სამდღიანი ტური თუშეთში!!!
შეკრების ადგილი: ველოსიპედების ძეგლი 07:00 საათზე;
ტურის ხანგრძლივობა: 3 დღე/2 ღამე;
ტურის გამართვის თარიღები:
14-15-16 ივლისი
21-22-23 ივლისი
24-25-26 ივლისი
28-29-30 ივლისი
1-2-3 აგვისტო
4-5-6 აგვისტო
7-8-9 აგვისტო
11-12-13 აგვისტო
14-15-16 აგვისტო
18-19-20 აგვისტო
21-22-23 აგვისტო
25-26-27 აგვისტო
26-27-28 აგვისტო

იმოგზაურეთ ჩვენს მოძრავ ბანაკთან ერთად, ბანაკი აღჭურვილია:
• უფასო ინტერნეტით
• ელექტროენერგიით 
• კარვებით
• პარალონებით

მათ ვისაც კარავში ღამისთევა არ სურთ შეუძლიათ სასტუმროში ღამისთევა
გასვლა:
• რუსთავიდან: 06:00 საათზე
• თბილისიდან: 07:00 საათზე
• თელავიდან: 09:00 საათზე

ღირებულება:
• კარვის შემთხვევაში: 120 ლარი.
• კარავი ორჯერადი კვებით 160 ლარი
• სასტუმროს შემთხვევაში: 160 ლარი.
• სასტუმრო ორჯერადი კვებით 200 ლარი

პირველი დღე: თბილისი - ქვემო ალვანი - აბანოს უღელტეხილი(ზ.დ 2970 მ) - ომალო - შენაქო - დიკლო - ომალო 212კმ.
პირველ დღეს სანახავი ობიექტები: თორღვას აბანოები, აბანოს უღელტეხილი(ზ.დ 2970მ), ომალო, შენაქო, დიკლო, ძველი დიკლოს ციხეები.
06:00 გასვლა თბილისიდან ომალოს(ზ.დ 1880 მ) მიმართულებით
12:00 განთავსება სასტუმროში
13:30 ომალო - შენაქო(ზ.დ 2080 მ)
14:30 შენაქო - დიკლო
16:00 მსურველთათვის საფეხავლო ტური დიკლოს ციხეზე 1.5 კმ.
18:00 დაბრუნება ომალოში სურვილის მიხედვით განთავსება კარავში ან სასტუმროში. სურვილის მიხედვით ვახშამი ტრადიციული თუშური ხინკლის, ხავიწის და კოტორის თანხლებით.

მეორე დღე: ომალო - დართლო - კვავლო - ფარსმა - გირევი - ომალო 45კმ.
მეორე დღეს სანახავი ობიექტები: ძველი ომალო(კესელოს ციხე კოშკები), თუშეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, დართლო, კვავლო, დანო, ჭეშო,ფარსმა, გირევი
09:00 სურვილის მიხედვით საუზმე სასტუმროში
09:30 ძველი ომალო (კესელოს ციხე კოშკები), თუშეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ქუეს გადასახედი
10:20 ძველი ომალო - დართლო (ზ.დ 2000 მ).
12:30 დართლო - კვავლო (საფეხმავლო ტური მსურველთათვის 800 მ)
14:00 დართლო - დანო(ზ.დ 2040 მ)
14:30 დანო - ჭეშო
15:30 ჭეშო - ფარსმა
16:30 ფარსმა - გირევი
17:30 გირევი - ომალო
18:30 დაბრუნება ომალოში და სურვილის მიხედვით ვახშამი სასტუმროში ტრადიციული თუშური კერძების თანხლებით.

მესამე დღე: ომალო - დოჭუ - ჯვარბოსელი - ბოჭორნა - ომალო - თბილისი 230 კმ.
მესამე დღეს სანახავი ობიექტები: დოჭუ, ბოჭორნა, ბეღელა (სამივე სოფელი მდებარეობს ულამაზეს გომეწრის ხეობაში), ალავერდი.
08:30 სურვილის მიხედვით საუზმე სასტუმროში
09:00 ომალო - ბოჭორნა
10:30 ბოჭორნა - დოჭუ
14:00 ჯვარბოსელი(თუ საკმარისი დრო გვქონდა)
გამომგზავრება თბილისის მიმართულებით და სურვილის შემთხვევაში ალავერდის მონახულება

ღირებულებაში შედის:
• ტრანსპორტირება დელიკებით
• საოჯახო სასტუმრო 
• ორჯერადი კვება
• კარავი, პარალონი.
• გიდი

დამატებითი ინფორმაცია:
• ჩვენი მოძრავი ბანაკი აღჭურვილია უფასო ინტერნეტით, ელექტროენერგიით, ორტენტიანი კარვებით, და პარალონებით.
• ჯგუფის შემთვევაში(მინიმუმ 6 ადამიანი) ტურის მოწყობა შესაძლებელია თქვენთვის სასურველ დღეებში, ასევე შესაძლებელია ტურის პროგრამის თქვენი სურვილის მიხედვით შედგენა
• მხოლოდ ძველ ომალოში და დართლოში არის კაფე
• ომალოში მსურველებს შეუძლიათ ცხენის დაქირავება, ერთი დღე 35 ლარი
• თუშეთის გზა იხსნება მხოლოდ ოთხი თვე, დანარჩენი რვა თვე ჩაკეტილია. ტურის ყველაზე აქტუალური სეზონი : მაისის ბოლო რიცხვებიდან ოქტომბრამდე
• სოფელ ფშაველებიდან იწყება მეორეხარისხოვანი გრუნტიანი საკმაოდ რთული გზა. აღნიშნული გზა იფარება 3 - 3.5 საათში
• თუშეთის ტური არის რეგულარული იმართება ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას, ტური არ უქმდება კომპანიის მხრიდან, ისეთი შემთხვევების გამო როგორიც არის: ჯგუფი არ შედგა, მძღოლს დაეძინა და ა.შ.
• ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში: მაგალითად გაფუჭდა ავტომობილი, ავტომობილი იცვლება მაქსიმუმ ერთ საათში. (კომპანიას ყავს ავტომობილები: თბილისში, სოფელ ქვემო ალვანში და ომალოში, რის შედეგადაც ყველაზე მცირე დროში ვცვლით ავტომობილს)
• თუშების საკულტო დღეობების ციკლი-ათნიგენობები აღდგომიდან მეასე დღეს იწყება და ორი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ დროს ყველა სოფლის მთავარ ჯვარში გარკვეული კალენდარული თანმიმდევრობით ტარდება კულტმსახურება. ათნიგენობის მასპინძელია "შულტა", სოფლის მიერ არჩეული ჯვარის ყმა
ჩვენ გირჩევთ, თქვენ ითვალისწინებთ!
• გთხოვთ გაითვალისწინოთ, თუშური ტრადიციების თანახმად თუშეთში იკრძალება ღორის ხორცის ან ნებისმიერი მისგან მომზადებული კერძის შეტანა
• თუშეთში არის რამდენიმე ადგილი სადაც იკრძალება მანდილოსნების შესვლა
შენიშვნა:
• სამოძრაოდ მითითებული არის დაახლოებითი დროები და მცირე ცვლილებები არ არის გამორიცხული. შესაძლებელია, რომ ტექნიკური მიზეზების ან გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო (მაგ: საგზაო სამუშაოებით გამოწვეული შეფერხება და ა.შ.) ერთ დღეში სანახავი ობიექტების რაოდენობა გაიზარდოს ან შემცირდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში სანახავი ობიექტების რაოდენობა უცვლელი რჩება, ყველა ობიექტს ვნახულობთ
------------------------------------------------------------------------------
ტურზე რეგისტრაცია დაწყებულია დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
ოპერატორი: 598 63 62 63 მარიამი
ორგანიზატორი: 595 49 16 35 გიორგი.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე120.00
ვექო თრეველი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/07/17
    დაბრუნება
    • 27/07/17