დღე თუშეთში თუშ გიდ
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Abramia Giorgi · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
2 დღიანი ჯიპ ტური თუშეთში
1) დ ღ ე: კახეთიდან მდინარე სტორის ულამაზესი ხეობის გავლით ავდივართ ში ყველაზე მაღალ თორღვას აბანოს სამანქანე უღელტეხილზე (ზ.დ 2900 მ). აქედან კახეთის და თუშეთის ულამაზესი ხედები იშლება. გზაზე საშუალება გვექნება ვნახოთ ჩანჩქერები, ზვავები, სუბალპური და ალპური მდელოები, ცენტრალური კავკასიონის ქედის ულამაზესი, დათოვლილი მწვერვალები. შევივლით სოფელ ომალოში თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობის ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრში, დავათვალიერებთ მცირე მუზეუმს. ფოტო გალერეის მეშვეობით გავეცნობით თუშურ კულტურას და ტრადიციებს. გავალთ გომეწრის ალაზნის გადასახედზე. საოჯახო სასტუმროში სადილის შემდეგ დავათვალიერებთ სოფელ შენაქოს, წმ. სამების ტაძარს, ტრადიციულ ლუდსახარშს, ვნახავთ ნასოფლარ აგეურთას. შემდეგ სოფელს დიკლოს და ბიჭეხის ციხის კომპლექსს დაღესტნის საზღვარზე. საღამოს ტრადიციულ, თუშურ ხინკალს მივირთმევთ.
2) დღე: გავემგზავრებით პირიქითის ხეობაში და ვნახავთ შემდეგ სოფლებს: თუშეთის არქიტექტურულ მუზეუმს-ულამაზეს დართლოს (იუნესკოს საცდელი ვერსია), კვავლოს, ჭეშოს, ფარსმას. ავალთ ნაყაიჩოს ქედის დასაწყისში ყვავილებით მოფენილ ალპურ მდელოზე (ზ.დ.2500) მ აქედან თუშეთის უდიდესი ნაწილი მოსჩანს. უკან დაბრუნებისას გავჩერდებით ქუეს გადასახედზე, რომელიც თუშეთის ალაზნის ხეობას გადაჰყურებს. ბოლოს ზემო ომალოს და იქ მდებარე კესელოს ციხე-კოშკების კომპლექსს (ზ.დ.2100მ)
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.