national delicacy

2 დღე თუშეთში

  • ID: 32700
  • ნახვები: 3939
complogo
ტურები თუშეთში. 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება თუშ გიდთან ერთად
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/07/17
    დაბრუნება
    • 09/07/17
დამატებითი ინფორმაცია

1) დ ღ ე: კახეთიდან მდინარე სტორის ულამაზესი ხეობის გავლით ავდივართ საქართველოში ყველაზე მაღალ თორღვას აბანოს სამანქანე უღელტეხილზე (ზ.დ 2900 მ). აქედან კახეთის და თუშეთის ულამაზესი ხედები იშლება. გზაზე საშუალება გვექნება ვნახოთ ჩანჩქერები, ზვავები, სუბალპური და ალპური მდელოები, ცენტრალური კავკასიონის ქედის ულამაზესი, დათოვლილი მწვერვალები. შევივლით სოფელ ომალოში თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობის ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრში, დავათვალიერებთ მცირე მუზეუმს. ფოტო გალერეის მეშვეობით გავეცნობით თუშურ კულტურას და ტრადიციებს. გავალთ გომეწრის ალაზნის გადასახედზე. საოჯახო სასტუმროში სადილის შემდეგ დავათვალიერებთ სოფელ შენაქოს, წმ. სამების ტაძარს, ტრადიციულ ლუდსახარშს, ვნახავთ ნასოფლარ აგეურთას. შემდეგ სოფელს დიკლოს და ბიჭეხის ციხის კომპლექსს დაღესტნის საზღვარზე. საღამოს ტრადიციულ, თუშურ ხინკალს მივირთმევთ.

2) დღე: გავემგზავრებით პირიქითის ხეობაში და ვნახავთ შემდეგ სოფლებს: თუშეთის არქიტექტურულ მუზეუმს-ულამაზეს დართლოს (იუნესკოს საცდელი ვერსია), კვავლოს, ჭეშოს, ფარსმას და მის კოშკებს. ავალთ ნაყაიჩოს ქედის დასაწყისში ყვავილებით მოფენილ ალპურ მდელოზე (ზ.დ.2500) მ აქედან თუშეთის უდიდესი ნაწილი მოსჩანს. უკან დაბრუნებისას გავჩერდებით ქუეს გადასახედზე, რომელიც თუშეთის ალაზნის ხეობას გადაჰყურებს. ბოლოს ვნახავთ ზემო ომალოში და იქ მდებარე კესელოს ციხე-კოშკების კომპლექსზე ავალთ (ზ.დ.2100მ)

ტურის ღირებულება ერთი ადამიანისთვის: 160 ლარი. ღირებულებაში შედის: კვება: 1) დღე-სადილი და ვახშამი, 2 დღე-საუზმე და სადილი; ტრანსპორტი, სასტუმრო, გიდი. ტურები მაისის ბოლოდან გრძელდება სექტემბრის ბოლომდე.

გასვლა: 07:00 მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორია.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე160.00
ტურები თუშეთში. 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება თუშ გიდთან ერთად
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/07/17
    დაბრუნება
    • 09/07/17