national delicacy

2 დღიანი ტური თუშეთში

  • ID: 32581
  • ნახვები: 8138
complogo
ასტერიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/06/18
    დაბრუნება
    • 10/06/18
დამატებითი ინფორმაცია

ტური მოუცლელთათვის! დააღწიე თავი დამღლელ სამსახურს, მოწყდი რეალობას და იმოგზაურე ზღაპარში! სპეციალური პროგრამით 2დღიანი ტური თუშეთში!

 

თუშეთის გზა შედის მსოფლიოს საშიში საავტომობილო გზების ათეულში, რის გამოც 4x4 მანქანის და ვერტმფრენის გარდა სხვა საშუალებით მოხვედრა შეუძლებელია, შესაბამისად მოგემსახურებათ გამოცდილი მძღოლები მაღალი გამავლობის ა.მ. Mitsubishi Delica

ავდივართ აბანოს უღელტეხილით, რომელიც 3000 მეტრია ზღვის დონიდან!

მოვინახულებთ სოფლებს: ხისო, ომალო, შენაქო დიკლო, დართლო, დანო კვავლო, ბოჭორნა, დოჭუ. ასევე ვნახავთ ომალოში კესელოს ციხეებს, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები და ასევე ვიზიტორთა ცენტრის გავლით დავინახავთ ქუმელაურთას, ჩიღოს ვნახავთ ბოჭორნას (ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებულ პუნქტს ევროპაში!) ასევე დართლოს (ანუ სოფელ მუზეუმს) რომელიც შედის იუნესკოს მსოფლიო ისტორიული მემკვიდრეობის სიაში. გზად ჩვენ შევხვდებით უამრავ გადასახედებსა და თვალუწვდენელ ბუნების ხედებს!

აუცილებელი აღჭურვილობა:

სალაშქრო ზურგჩანთა; თბილი ქურთუკი; სალაშქრო ფეხსაცმელი; გამოსაცვლელი ტანსაცმელი, პირველ რიგში წინდები (მინ. 2, რაც მეტი მით უკეთესი); 2 დღის სამყოფი წყალი და საკვები; სალაშქრო ჭურჭელი ! (ჯამი, ჭიქა, კოვზი, დანა-ჩანგალი და ა.შ.) ფანარი !

კარავში ღამისთევის მსურველებისთვის აუცილებელია:ღამის გასათევი აღჭურვილობა (კარავი, საგებელი, თბილი საძილე);

სასურველია გქონდეთ: საწვიმარი; წყალგაუმტარი ფეხსაცმელი; სალაშქრო ჯოხები; მზის სათვალე; მზისგან დამცავი საშუალებები; ინდივიდუალური აფთიაქი

PS ვისაც ჩამოთვლილიდან რომელიმე აკლია შეგვიძლია უსასყიდლოდ ვათხოვოთ

ტურის ღირებულება კარვებში ღამისთევით 100 ₾
ტურის ღირებულება საოჯახო სასტუმროში ღამისთევით 130 ₾

ანგარიშსწორება: წამოსვლის მსურველებმა მოგვწერეთ გვერდის პირად შეტყობინებებში რათა დაგიკავშირდნენ ადმინები და მოგაწოდონ საბანკო რეკვიზიტები. გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე ორი დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!

PPS ასევე შესაძლებელია ტურის დეტალების ინდივიდუალურად მორგება და კორექტირება, რის შესახებაც შეგიძლიათ წინასწარ გვაცნობოთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე100.00
ასტერიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/06/18
    დაბრუნება
    • 10/06/18