შენი საუკეთესო მეგზური თუშეთში

ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Abramia Giorgi · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათუშეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID32496

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

შენი საუკეთესო მეგზური თუშეთში
მარშრუტი: თბილისი - ალვანი - ომალო - შენაქო - დიკლო - დართლო - ფარსმა - დოჭუ - თელავი - თბილისი;
ტურის სახეობა: სათავგადასავლო ჯიპ-ტური;
სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica 4X4
კვება: სამჯერადი (გზის კვების გარდა);
განთავსება: საოჯახო სასტუმრო "კამსური" ან კარვები;
ტურის ხანგძლიობა: 2 ღამე / 3 დღე;
მანძილი: ერთი მიმართულებით 280 კმ.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, Radisson Blu Iveria - სთან (ველოსიპედის წინ);
ტურის დეტალური აღწერა
პირველი დღე: თბილისი - ქვემო ალვანი - ფშაველები - აბანოს უღელტეხილი - ომალო - შენაქო - დიკლო - ომალო
პირველ დღეს ვნახავთ სოფლებს: შენაქო, დიკლო, ომალო.
07:00 გასვლა თბილისიდან თუშეთს მიმართულებით;
12:00 - 13:00 სადილი აბანოს უღელტეხილზე;
15:00 - ომალო. დაბინავება სასტუმროში (ერთი საათით შესვენება).
17:00 გაღმა თუშეთი - სოფელი შენაქო;
18:00 მცირე საფეხმავლო ტური ძველი დიკლოს მიმართულებით;
20:00 დაბრუნება ომალოში. თუშური ვახშამი. ღამისთევა.
ფეხით სავალი მონაკვეთები: დიკლოში 800 მეტრი.
მეორე დღე: ომალო - დართლო - კვავლო - ფარსმა - გირევი - ჰეღო
მეორე დღეს ნახავთ სოფლებს: ძველი ომალო, კესელოს ციხეები, დართლო, კვავლო, ფარსმა, გირევი, ჰეღო.
09:00 საუზმე სასტუმროში;
10:00 ექსკურსია ძველ ომალოში კესელოს კოშკები და მუზეუმი;
11:00 გამგზავრება პირიქითა თუშეთში;
12:00 - 18:00 დართლო, კვავლო, ფარსმა, გირევი, ჰეღო.
13:00 სადილი დართლოში.
20:00 დაბრუნება ომალოში. თუშური ვახშამი. ღამისთევა.
ფეხით სავალი მონაკვეთი: კვავლოში 1 კილომეტრი.
მესამე დღე: ომალო - დოჭუ - ჯვარბოსელი - ილიურთა - ომალო - თელავი - თბილისი
მესამე დღეს ნახავთ სოფლებს: დოჭუ, ჯვარბოსელი, ილიურთა (სამივე სოფელი მდრებარეობს ულამაზეს გომეწრის ხეობაში).
08:00 საუზმე სასტუმროში;
09:00 გამგზავრება გომეწრის ხეობისკენ.
11:00 - 15:00 ჯვარბოსელა, დოჭუ, ილიურთა;
15:00 სადილი ომალოში და გამომგზავრება თბილისის მიმართულებით;
21:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
ტრანპორტირება კომფორტული ჯიპით Mistubishi Delica 4X4;
ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში 2 ღამე;
სამჯერადი კვება (გზის კვების გარდა);
ინგლისური და რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა;
მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები;
ალკოჰოლური სასმელი

დამატებითი ინფორმაცია
 ჯიპ-ტურში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 კაცს. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
 ჯიპის გარდა სხვა მანქანით თუშეთში ასვლა შეუძლებელია გზების მდგომარეობიდან გამომდინარე.
 ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: მაისიდან სექტემბრის ჩათვლით.
 კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - თუშეთი - თბილისი 700 კმ.
საჭირო ეკიპირება
 მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი;
 წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი;
 წყლისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჭურჭელი;
 მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.

თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ

თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.

რა ვნახოთ

  • ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
  • დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
  • შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
  • დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
  • ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
  • თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.

თუშეთი: გზამკვლევი
თუშეთი

ხშირი კითხვები

როდის არის ღია თუშეთის გზა?
ჩვეულებრივ მაისის ბოლოდან ან ივნისიდან ოქტომბრამდე, თოვლის მიხედვით. წვიმის შემდეგ მეწყერის გამო გზა შეიძლება დროებით დაიკეტოს, ამიტომ წასვლამდე სტატუსი გადაამოწმეთ.
შემიძლია ჩემი მანქანით წასვლა?
მხოლოდ მაღალი გამავლობის 4x4-ით და მთის გზაზე სიარულის გამოცდილებით. უმეტესობა ადგილობრივ ჯიპ-ტაქსს ირჩევს — მძღოლებმა გზის ყველა მოსახვევი იციან.
რამდენი დღე სჭირდება თუშეთს?
მინიმუმ 3 დღე: გზაზე ორივე მიმართულებით თითო დღე მიდის. ომალოს, დართლოსა და შენაქოსთვის 3–4 დღე საკმარისია, ლაშქრობებით — ერთი კვირა.
რა არის თუშეთობა?
ზაფხულის დღესასწაული ომალოში, ჩვეულებრივ აგვისტოში: ცხენების დოღი, თუშური სიმღერა და ცეკვა, ყველი და ხინკალი. ამ დღეებში გესტჰაუსები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.
შეიძლება ბავშვებთან ერთად?
კი, თუ ბავშვი გრძელ და დაკლაკნილ მგზავრობას იტანს. სოფლებს შორის მოკლე გასეირნებები ბავშვებისთვისაც იოლია, დიდი ლაშქრობები — უფრო მოზრდილებისთვის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.