მოგზაურობა სამოთხეში (თუშეთი)
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Abramia Giorgi · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გასვლის დრო და ადგილი:
05:00 ველოსიპედთან სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორია.
ხანგრძლივობა სამი დღე:
სანახავი ობიექტები:
პირველი დღე
1.აბანოსუღელტეხილი (ზღვის დონიდან 2950 მ.
2.ომალო
3.შენაქო
4.დიკლო
5.კესელოს ციხეები
6.ქუეს გადასახედი
7. დაბინავება სასტუმრო მირგველაში
მეორე დღე:
1.დართლო
2.კვავლო ( 600-700 მ ფეხით სასიარულო,აღმართზე,მაგრამ არა რთული)
3.ფარსმა
4. ჭეშო
5..გირევი
6.დაბინავება სასტუმროში
მესამე დღე
1. ბოჭორნა
2.დოჭუ
3.ნიამორების გადასახედი
4. ომალოს მუზეუმი
ტევადობა დელიკაში 7 კაცი.
ტრანსპორტირება მიცუბიში დელიკათი,
ღამისთევა სასტუმრო მირგველაში.
მეგზური.
კვებას ვაგვარებთ ინდივიდუალურად, თან უნდა გვქონდეს სამი დღის სამყოფი საკვები.
რეკომენდაციები: წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი, კეპი საწვიმარი, გამოსაცვლელები.
სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშიირდით ლაშა
თანხა უნდა ჩარიცხოთ ანგარიშის ნომერზეე ერთი კვირით ადრე
რომელსაც წამომსვლელებს მოგწერთ პირადად
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადმორიცხული თანხა ტურამდე 4 დღით ადრე უკან არ ბრუნდება ტური რომ არ ჩაიშალოს.
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.