აბუდელაურის ფერადი ტბები

ფასიფასი — მოთხოვნით
ID32412

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

შეკრების დრო დაადგილი:
06:30 წუთი (მეტრო დიდუბის ზემო ამოსასვლელი)
გასვლის დრო - 07:00

ტურის ხანგრძლივობ - ერთი დღე

სრული მარშუტი: თბილისი-სოფელი როშკა -აბუდელაურები-როშკა-თბილისი

სანახავი ობიექტები:
როშკის ლოდები (ცნობილია როგორც ბუნების ძეგლი)
აბუდელაურის სამივე ტბა (მწვანე-ლურჯი-თეთრი)
ხედები ჭიუხებზე და არა მარტო

ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის მიკროავტობუსით.სოფელ როშკამდე და უკან
სალაშქრო გიდის მომსახურება

კვება (ერთი დღის სამყოფი საკვები თან უნდა იქონიოთ)

ფეხით გასავლელი მანძილი - 14 კილომეტრი

სირთულე: როშკიდან ლურ და მწვანე ტბამდე მარტივი (დამწყებთათვის საშუალო). აქედან თეთრ ტბამდე რთული.

პირობები ფიჭური გაბმულობისთის - როშკის იქეთ აღარ იჭერს.

წყალი - იქნება თითქმის ყველგან

ამინდი - ტური შედგება მიუხედავად ამიდის (მთაში გარანტირებული ამინდი არ არსებოს, ყოველთვის იცვლება ამინდი)

რისკები/საფრთხეები :
მზე
მაღალი მთა
გულის ფრიალი სიხარულისგან
სტენდალის სინდრომი

რა ჩავიცვათ ?
ფეხზე- მაღალძირიანი სალაშქრო ფეხსაცმელი, არ ქონის შემთხვევაში მაღალ ძირიანი ბოტასი
იქონიეთ კეპი მზისგან დასაცავად, ( უკეთესია თუ ხორცს სრულიად დაფარავთ ან გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი )

რა წავიღოთ ? გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდები, ტანსაცმელი, თბილის მოსაცმელი.
საწვიმარი ,მზის სათვალე
ერთი დღის სამყოფი საკვები ( გაითვალისწინეთ საკვების ტარება მოგვიწევს ჩანთით).

გასათვალისწინებელი პირობები: !
ისინი ვისაც გაუჭირდება სიარული პირველ ორ ტბამდე ვერ ავლენ მესამე ტბაზე !
მეგზური არის უზენაესი პირი.

დაუშვებელია მეგზურის უგულვებელყოფა და ურჩობა , ბილიკიდან გადახვევა,

დაუშვებელია მარშირებისას ალკოჰოლის მიღება.
დაუშვებელია შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში მოსვლა (იქვე დაგტოვებთ)
ვიკვებებით ერთად, ან არ ვჭამთ საერთოდ ( გარდა იმ შემთხვევისა თუ ვინმე შეუძლოთ გახდა)
არ ვბილწსიტყვაობთ
არ ვყრით ნაგავს არსად (ქალაქში-მარშუტკაში-მთაში)
არ ვეწევით ტრანსპორტში.

არ მოგვყავს შინაური ცხოველი ან ფრინველი.

მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას მოლაშქრეთა წინაშე.

სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშიირდით ლაშა

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადმორიცხული თანხა 2 დღით ადრე უკან არ ბრუნდება ტური რომ არ ჩაიშალოს.

Life Begins At The End Of Your Comfort Zone

მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.