დაუვიწყარი ტური ულამაზეს ძამას ხეობაში
ფოტო: GuramGraphy · CC BY-SA 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; GuramGraphy · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ადგილი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს!
ტურის დასახელება: ერთდღიანი დაუვიწყარი ტური ბატეთის ტბაზე და ძამას ხეობაში
ტურის სახეობა: პილიგრიმული-კულტურულ-შემეცნებითი, სალაშქრო-სათავგადასავლო
მარშრუტი: თბილისი-ქარელი-თბილისი
მანძილი: 130 კმ (ცალმხრივად)
სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკროავტობუსი
კვება: კვების გარეშე
შეკრების ადგილი: სასტუმრო რედისონის ტერიტორია. ვიკრიბებით ველოსიპედთან.
ტურის დეტალური აღწერა:
07:00 სთ.- გასვლა ქარელის მიმართულებით;
09:00 სთ.- ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მონახულება;
11:00 სთ. - ორთუბნის დედათა მონასტერის და ციციშვილების აზიური აბანოების მონახულება;
12:00 სთ. - მზოვრეთის მამათა მონასტერის და ციხე დარბაზის მონახულება (ფეხით სავალი მანძილი 1 კმ);
15:00 სთ. - პიკნიკი ბუნებაში;
17:00 სთ. - ბატეთის ტბის მონახულება (საფეხმავლო მანძილი- 6 კმ. საშუალო სირთულის)
p.s. : თუ მოვასწარით გავივლით ტბეთის მამათა მონასტერში;
19:00 სთ.- გამომგზავრება თბილისში.
1) მგზავრობა;
2) გიდი (გამყოლი).
3) ფოტო გადაღება;
4) დაგეხმარებით სამწვადის შერჩევაში სურვილის შემთხვევაში;
5) ერთჯერადი ჭურჭელი;
6) მინერალური წყალი;
7) სიურპრიზი!
დამატებითი ინფორმაცია:
სასურველია იქონიოთ მზისგან და წვიმისგან დამცავი საშუალებები.
კომუნიკაციის საშუალებები:
მობილური იჭერს ყველგან, ბატეთის გარდა.
გაითვალისწინეთ:
* არ ვანაგვიანებთ გარემოს!
* არ ვიგვიანებთ შეკრების ადგილზე!
* არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში ან ნაბახუსევი!
* არ ვიღებთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!
* ვუჯერებთ ტურის გამყოლ-ორგანიზატორებს!
* საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და ერთად ვაწყობთ პიკნიკს!
ტურის ორგანიზატორი: აკაკი ლომიტაშვილი.
თანხას ვრიცხავთ წინასწარ, შემდეგ ანგარიშის ნომერზე:
დანიშნულებაში მიუთითეთ: თქვენი სახელი გვარი, ბატეთი
ს.ს."თიბისი ბანკი "
AKAKI LOMITASHVILI
TBCPaybox -აპარატებიდან: პ/ნ:68. მიმღები -AKAKI LOMITASHVILI
დაჯავშნა მოხდება მხოლოდ შემდეგ ან ნომრებზე დარეკვის და თანხის ჩარიცხვის შემდეგ!
შიდა ქართლი — რა ტურებს გთავაზობთ
შიდა ქართლის ტური ერთ დღეში ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, უფლისციხე, გორი და ატენის სიონი, სურვილით — სამთავისი და ყინწვისი. თუ ბორჯომისკენ აგრძელებთ, ორდღიან მარშრუტს შეგიდგენთ თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ხილისა და ატენური ღვინის დრო; ტემპერატურა 18–25°-ია.
ივლისი–აგვისტოში გორსა და უფლისციხეში 32–34°-მდეა, ხოლო უფლისციხის კლდეზე ჩრდილი თითქმის არ არის — სჯობს დილით მიხვიდეთ.
ზამთარი ზომიერია, ხშირად ნისლიანი; ძეგლები ღიაა, მაგრამ გუმბათიან ეკლესიებში ფრესკების დასათვალიერებლად შუადღე სჯობს, როცა სინათლე მეტია.
რა ვნახოთ
- უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ძველი ქალაქი, ძვ. წ. I ათასწლეულიდან; დარბაზები, მარნები, თეატრი და უფლისციხის ეკლესია, გორიდან 12 კმ-ში
- გორის ციხე — შუა საუკუნეების ციხე ქალაქის შუაგულში, მთაზე, საიდანაც მთელი ველი ჩანს
- სტალინის მუზეუმი — საბჭოთა ეპოქის დიდი მუზეუმი, დაბადების სახლი და პირადი ვაგონი, გორის ცენტრში
- ატენის სიონი — VII საუკუნის ტაძარი XI საუკუნის ფრესკებით, ატენის ხეობაში, ვენახების გარემოცვაში; გორიდან 10 კმ
- სამთავისი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი მდიდრული ქვის ორნამენტით, იგოეთთან, მაგისტრალის მახლობლად
- ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ფრესკები, მათ შორის თამარ მეფის პორტრეტი, ქარელის მუნიციპალიტეტში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან გორამდე 85 კმ-ია (1 საათი–1 საათი და 15 წუთი), უფლისციხემდე — დაახლოებით 100 კმ, სურამამდე — 130 კმ-მდე (1,5–2 საათი). გორში ჩერდება ელმატარებელი და დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელი (1–1,5 საათი), მარშრუტკები კი დიდუბის სადგურიდან ხშირად გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტომაგისტრალი (E60) გორს, ქარელსა და ხაშურს უერთდება; უფლისციხე, ატენი და მონასტრები მაგისტრალიდან 10–20 კმ-ში, მოასფალტებული გზებითაა.
სად დავრჩეთ: გორში — სასტუმროები და გესტჰაუსები, სურამში — ძველი კურორტის სასტუმროები ფიჭვნარში; ბევრი რეგიონს თბილისიდან ერთდღიან გასვლად ნახულობს.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი უფლისციხის კლდეზე სასიარულოდ, ქუდი და წყალი ზაფხულში; ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი რეგიონში თითქმის ყველგან კარგად მუშაობს.