დღიანი ტური თუშეთში (, ივნისი)
ფოტო: Abramia Giorgi · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Alsandro · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
შეეგებეთ ზაფხულს მთაში!
თუშეთში საავტომობილო გზა იხსნება!
ს ულამაზეს კუთხეში, თუშეთში, ტურისტული სეზონი იწყება, თუ გსურთ,რომ წელს ერთ-ერთი პირველი იყოთ, ვინც თუშეთის თვალისმომჭრელი მთებით დატკბება, შემოგვიერთდით სამ დღიან ტურზე!
თქვენ გექნებათ საშუალება დაათვალიეროთ თუშეთის სამივე ხეობა, უამრავი საინტერესო სოფელი, ისტორიული ძეგლი, შეიგრძნოთ მთის ტრადიციები, დააგემოვნოთ თუშური კერძები და გაატაროთ დაუვიწყარი დრო!
▶1 დღე: გასვლა თბილისიდან ქვემო ალვნის მიმართულებით, მოვინახულებთ ალავერდის ტაძარს. გადავალთ აბანოს უღელტეხილზე, დავათვალიერებთ დიკლოს, შენაქოს და ყველაზე დასახლებულ სოფელს ომალოს,სადაც საღამოს დავბინავდებით კეთილმოწყობილ სასტუმროში.
▶2 დღე: ვაგრძელებთ ისტორიულ სოფლებში მოგზაურობას - ძველი ომალო (კესელოს კოშკები), დართლო, კვავლო, ფარსმა, გირევი.
▶ 3 დღე: ვესტუმრებით, დოჭუს, ილიურთას, ჯვარბოსელს, ბოჭორმას (ზღვის დონიდან 2345მ) და გამოვემგზავრებით თბილისის მიმართულებით
ტურის მაქსიმალური მოცულობა: 40 ადამიანი.
ტურის ხანგრძლივობა: 3 დღე - 2 ღამე
შეკრების ადგილი: რუსთაველი, ვარდების მოედანი, სასტუმრო რედისონთან, 07:00 საათი.
თანხა მოიცავს:
მგზავრობას კომფორტული მინივენით (Mitsubishi Delica 4×4)
ღამისთევასა და ორჯერად კვებას კომფორტულ სასტუმროში.
ადგილობრივ გიდს.
გასათვალისწინებელი ფაქტორები:
◾თუშეთში ღორის ხორცის შეტანა და ჭამა სასტიკად აკრძალულია!
◾არ ვაბინძურებთ გარემოს!
ტურის მოწყობა შესაძლებელია თქვენთვის სასურველ დღეებშიც, თუ მსურველთა მინიმალური რაოდენობა იქნება 7 ადამიანი.
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.