national delicacy

სამ დღიანი ტური ხევსურეთში შემდეგ შაბათ-კვირას!

  • ID: 31881
  • ნახვები: 5888
complogo
KINGDOM GEORGIA TOURS
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/06/17
    დაბრუნება
    • 17/06/17
დამატებითი ინფორმაცია

დაისვენე ჩვენთან ერთად! აღმოაჩინე შენთვის უცნობი საქართველო!

თბილისი-ჩარგალი-ბარისახო-დათვის ჯვრის უღელტეხილი-ლებაისკარი-შატილი-მუცო:-ანატორი
ტურის ხანგრძლივება: 2 ღამე/ 3 დღე.

ტურის აღწერა:
დღე 1;

          გასვლა თბილისიდან 07;00 საათზე ხევსურეთის მიმართულებით. 
           გაჩერება სადილისთვის! 
           გზად ჩარგალში შევლა და ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მონახულება
           გაჩერება დათვიჯვრის უღელტეხილზე, რომელიც პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთს ერთმანეთისგან ყოფს! 
           დაბინავება შატილში
დღე 2:

            შატილის კოშკების მონახულება
            გამგზავრება მუცოს მიმართულებით და განახლებული კოშკების მონახულება
            გზად სოფელ ანატორის მონახულება;
            ცხენების დაქირავება;
            საღამოს ცეცხლთან შატილში სასიამოვნო დროის გატარება!

დღე 3:

          დაბრუნება სასიამოვნო მოგონებებით!
          ლებაისკარის ციხის მონახულება.

 ჩარგალი - ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ფშავში, დუშეთიდან 52 კმ მანძილის დაშორებით მდებარე სოფელ ჩარგლის ცენტრში.
სახლ-მუზეუმში დაცულია პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, აგრეთვე პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვა. მუზეუმის საფონდო ერთეულთა რაოდენობა შეადგენს 2000-ზე მეტს.

 შატილი- შატილი საუკუნეების მანძილზე იცავდა საქართველოს ჩრდილოეთის ტომების (ჩეჩნების, ინგუშების და ნაწილობრივ დაღესტნლების) შემოსევისაგან. ციხე ქალაქებიდან ის ერთ–ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული იყო და ძირითადად შემონახული სახით შემოგვრჩა.
ციხე-სახლები ანუ ქვითკირები
კოშკური საცხოვრებლები (იგივე ციხე-სახლი, სიმაღლეში უფრო დიდი)
კალოიანი სახლები
საფეხვნო
სამრევლო (ქალებისთვის განკუთვნილი სპეციალური ნაგებობები)
საბძლური, სალუდე

მუცო- სოფელი მუცო მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში (პირიქითა), მდინარე არდოტის (არდოტისწყალი) მარჯვენა ნაპირზე, სოფელ შატილიდან 12-15 კილომეტრში.
ბორჩაშვილების ციხე-სახლი
ბროლისკალოს წმინდა გიორგის ხატი
თორღვაის კოშკი
თორღვაის ციხე-სახლი
კოშკიანი ციხე-სახლი
ჩოლოყაანთ კოშკი 


სოფელი ანატორი- სოფელი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში (პირიქითა), მდინარე არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან, შატილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრში.
ბანურსახურავიანი ნაგებობები
 ოთკუთხა ნაგებობა
 სამაროვანი
 აკლდამა

ტური მოიცავს

დაბინავება "იმედას კოშკი"
საუზმე/ სადილი
ტრანსპორტირება; თბილისი/ხევსურეთი/თბილისი/მუცო/ანატორი
გამოცდილი გიდი. 

ტური არ მოიცავს: 

გაუთვალისწინებელი ხარჯები.
ცხენის ქირაობა; 
სადილი

P.S. გთხოვთ თან იქონიეთ გზად სადილისათვის თქვენივე სამყოფი საკვები: იქონიეთ თან თბილი ტანსაცმელი და ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმელს: ნუ წამოხვალთ "კეტებით" და "შორტებით".

ტური გათვლილია 7, 8 ანდ მეტ ადამიანზე 
 

შემოგვიერთდი! 

Tel: +995597072709 ( whatsapp/viber )

Web site: www.kingdomgeorgia.com

facebook: https://www.facebook.com/KingdomGeorgiaTours/

Instagram: Kingdom Georgia

Email: kingdomgeorgiatours@gmail.com

 

 

KINGDOM GEORGIA TOURS LLC

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე290.00
KINGDOM GEORGIA TOURS
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/06/17
    დაბრუნება
    • 17/06/17