მოლაშქრეთა კლუბი „რონინი“ გთავაზობთ ერთ დღიან ტურს იმერეთში
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)
შეკრების დრო: 06:45სთ.
გასვლა: 07:00სთ.
მოსანახულებელი ადგილები:
-აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი სოფელ სხვიტორში
-მღვიმევის დედათა მონასტერი
-ჭიათურაში გავისეირნებთ საბაგიროთი (სურვილის შემთხვევაში)
-კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი
-კაცხის სვეტი
-სამცვერას ჩანჩქერი
მარშრუტის სირთულე:
მარტივი
ფეხით გასავლელი მანძილი: 1,5 კმ
ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 72 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
ფასში შედის:
ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, ფოტოგადაღება.
ფასში არ შედის:
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ღირებულება 1 ლ. (სტუდენტებისთვის 0.50 ლ)
კვება, საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და შემდეგ იქ ერთად მოვაწყობთ პიკნიკს.
თქვენივე კომფორტისთვის გირჩევთ:
გეცვათ მაქსიმალურად მოხერხებულად და წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისათვის...
გთხოვთ:
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ნუ დატოვებთ ინიციალებს კულტურულ ძეგლებზე;
ყველა ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორს!!!
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
გიორგი


